პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არ ვამბობ, რომ ვაშაძის ბრძანებით მაწამეს, მაგრამ ის ყველაფრის საქმის კურსში იყო - მის სინდისსა და ნამუსზე იყოს, რასაც ახლა ამბობს - აბდალაძე
არ ვამბობ, რომ ვაშაძის ბრძანებით მაწამეს, მაგრამ ის ყველაფრის საქმის კურსში იყო - მის სინდისსა და ნამუსზე იყოს, რასაც ახლა ამბობს - აბდალაძე

მე არ ვამ­ბობ, რომ გრი­გოლ ვა­შა­ძის უშუ­ა­ლო ბრძა­ნე­ბით მა­წა­მეს ცი­ხე­ში, მაგ­რამ მე თუ ჯა­შუ­ში ვი­ყა­ვი, ის უნდა გა­დამ­დგა­რი­ყო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან. გრი­გოლ ვა­შა­ძე ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში იყო და მის სინ­დის­სა და ნა­მუს­ზე იყოს, რა­საც ახლა ამ­ბობს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის გრი­გოლ ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, ვინ არის გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძემ მის კო­ლე­გა ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორ ნა­თია გე­დე­ნი­ძეს­თან ერ­თად კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა, თუ რის გამო გა­ა­სა­მარ­თლეს ის და მისი კო­ლე­გე­ბი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის დროს. აბ­და­ლა­ძე, მა­შინ­დელ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრსა და ახლა უკვე პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს გრი­გოლ ვა­შა­ძეს ბო­დი­შის მოხ­დას სთხოვს.

„ჩვენ და­ვი­სა­ჯეთ 26 მა­ისს გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბის გამო და ეს სა­სა­მარ­თლო­მაც და­ამ­ტკი­ცა. ჩვე­ნი ფო­ტო­ე­ბით მთელს მსოფ­ლი­ოს შე­ვა­ტყო­ბი­ნეთ რა ხდე­ბო­და. რო­მე­ლი ჯა­შუ­შე­ბი ჩვენ ვი­ყა­ვით?! ის ვალ­დე­ბუ­ლია იცო­დეს, რო­მე­ლი კომ­პი­უ­ტე­რი­დან რა სა­ხის სტე­ნოგ­რა­მა წა­ვი­ღე, ვი­ნა­ი­დან მე არ ვიცი რა სტე­ნეგ­რო­მა­ზეა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი თუ იყო, ის ამით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. და­ი­სა­ჯა თუ არა ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლის კომ­პი­უ­ტერ­თან დამ­სვეს. ვინ არის, და­ა­სა­ხე­ლოს სა­ხე­ლი და გვა­რი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი უნდა ით­ქვას, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბო­დი­ში აქვს მო­სახ­დე­ლი. მით უმე­ტეს, გრი­გოლ ვა­შა­ძეს. ხმა არა­ვის ამო­უ­ღია და როცა ცი­ხი­დან გა­მო­ვე­დი, მერე მე­უბ­ნე­ბო­და ყვე­ლა, ეს რა დაგ­მარ­თნი­აო. ვა­შა­ძეს რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე კენ­ჭი არ ეყა­რა, მე ხმას არ ამო­ვი­ღებ­დი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძემ.

ამას­თან, გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც მი­მარ­თა.

„მივ­მარ­თავ ასე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რას, რომ გა­ა­სა­ჯა­რო­ოს ის გრი­ფით „სა­ი­დუმ­ლო“ ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის ში­ნა­არ­სიც დღემ­დე არ ვიცი - რა სტე­ნოგ­რა­მა წა­ვი­ღეთ, რა გა­ვა­კე­თეთ?!“, - გა­ნა­ცხა­და აბ­და­ლა­ძემ.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის „ძალა ერ­თო­ბა­შია“ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის გრი­გოლ ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორ გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძეს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში არას­დროს უმუ­შა­ვია. ასე უპა­სუ­ხა მან ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, რომ გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გრი­გოლ ვა­შა­ძემ კარ­გად იცის, რა­ტო­მაც და­ა­კა­ვეს ფო­ტოგ­რა­ფე­ბი.

„ვინ არის გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე? წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს რაზე სა­უბ­რობთ. ეს ადა­მი­ა­ნი არას­დროს არ მუ­შა­ობ­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, არა­მედ იყო შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. მან უნდა მი­მარ­თოს პრო­კუ­რა­ტუ­რას და სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, რომ 2011 წელს ვა­შა­ძე ამ­ბობ­და, რომ ამ საქ­მე­ში არ­სე­ბობს მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი, მან გა­ნა­ცხა­და, რომ არას­დროს ასე­თი რამ არ უთ­ქვამს.

„ნუ ამა­ხინ­ჯებთ ჩემს ნათ­ქვამს. მე ასე­თი რამ არას­დროს მით­ქვამს. მე ვამ­ბობ­დი, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს და პრო­კუ­რა­ტუ­რას აქვს მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

არ ვამბობ, რომ ვაშაძის ბრძანებით მაწამეს, მაგრამ ის ყველაფრის საქმის კურსში იყო - მის სინდისსა და ნამუსზე იყოს, რასაც ახლა ამბობს - აბდალაძე

არ ვამბობ, რომ ვაშაძის ბრძანებით მაწამეს, მაგრამ ის ყველაფრის საქმის კურსში იყო - მის სინდისსა და ნამუსზე იყოს, რასაც ახლა ამბობს - აბდალაძე

მე არ ვამბობ, რომ გრიგოლ ვაშაძის უშუალო ბრძანებით მაწამეს ციხეში, მაგრამ მე თუ ჯაშუში ვიყავი, ის უნდა გადამდგარიყო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან. გრიგოლ ვაშაძე ყველაფრის საქმის კურსში იყო და მის სინდისსა და ნამუსზე იყოს, რასაც ახლა ამბობს, - ასე ეხმაურება ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის გიორგი აბდალაძე.

პრესკონფერენციაზე გიორგი აბდალაძემ მის კოლეგა ფოტორეპორტიორ ნათია გედენიძესთან ერთად კიდევ ერთხელ ისაუბრა, თუ რის გამო გაასამართლეს ის და მისი კოლეგები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. აბდალაძე, მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრსა და ახლა უკვე პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს.

„ჩვენ დავისაჯეთ 26 მაისს გადაღებული კადრების გამო და ეს სასამართლომაც დაამტკიცა. ჩვენი ფოტოებით მთელს მსოფლიოს შევატყობინეთ რა ხდებოდა. რომელი ჯაშუშები ჩვენ ვიყავით?! ის ვალდებულია იცოდეს, რომელი კომპიუტერიდან რა სახის სტენოგრამა წავიღე, ვინაიდან მე არ ვიცი რა სტენეგრომაზეა საუბარი, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრი თუ იყო, ის ამით დაინტერესებული უნდა ყოფილიყო. დაისაჯა თუ არა ის თანამშრომელი, რომლის კომპიუტერთან დამსვეს. ვინ არის, დაასახელოს სახელი და გვარი. აბსოლუტურად ყველაფერი უნდა ითქვას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოდიში აქვს მოსახდელი. მით უმეტეს, გრიგოლ ვაშაძეს. ხმა არავის ამოუღია და როცა ციხიდან გამოვედი, მერე მეუბნებოდა ყველა, ეს რა დაგმართნიაო. ვაშაძეს რომ პრეზიდენტობაზე კენჭი არ ეყარა, მე ხმას არ ამოვიღებდი“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

ამასთან, გიორგი აბდალაძემ პროკურატურასაც მიმართა.

„მივმართავ ასევე პროკურატურას, რომ გაასაჯაროოს ის გრიფით „საიდუმლო“ ინფორმაცია, რომლის შინაარსიც დღემდე არ ვიცი - რა სტენოგრამა წავიღეთ, რა გავაკეთეთ?!“, - განაცხადა აბდალაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს საგარეო საქმეთა სამინისტროში არასდროს უმუშავია. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ გიორგი აბდალაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძემ კარგად იცის, რატომაც დააკავეს ფოტოგრაფები.

„ვინ არის გიორგი აბდალაძე? წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობთ. ეს ადამიანი არასდროს არ მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, არამედ იყო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მან უნდა მიმართოს პროკურატურას და სამართალდამცველ ორგანოებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომ 2011 წელს ვაშაძე ამბობდა, რომ ამ საქმეში არსებობს მყარი მტკიცებულები, მან განაცხადა, რომ არასდროს ასეთი რამ არ უთქვამს.

„ნუ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს. მე ასეთი რამ არასდროს მითქვამს. მე ვამბობდი, რომ სამართალდამცველ ორგანოებს და პროკურატურას აქვს მყარი მტკიცებულებები“, - განაცხადა ვაშაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები