პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიარდერები ერთ წელიწადში 20%-ით გამდიდრდნენ - როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება
მილიარდერები ერთ წელიწადში 20%-ით გამდიდრდნენ - როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება

2017 წელს მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­არ­დე­რებ­მა იმა­ზე მეტი ქო­ნე­ბა და­აგ­რო­ვეს, ვიდ­რე ოდეს­მე. შარ­შან მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რეს­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ქო­ნე­ბის 8,9 ტრი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე გაზ­რდა მო­ა­ხერ­ხეს. ამის შე­სა­ხებ მო­ნა­ცემს შვე­ი­ცა­რუ­ლი ბან­კი UBS ავ­რცე­ლებს.

ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ქო­ნე­ბა კი­დევ უფრო მე­ტია, ვიდ­რე მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა მსოფ­ლიო სიმ­დიდ­რის უმე­ტეს ნა­წილს ისე­თი ოჯა­ხე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ, რო­გო­რე­ბი­ცაა როტ­შილ­დე­ბი და რო­კ­ფე­ლე­რე­ბი. ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, თით­ქმის 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-სა და ევ­რო­პა­ში გაჩ­ნდნენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სე­რი­ო­ზულ გავ­ლე­ნას ახ­დენ­დნენ ბიზ­ნეს­ზე, სა­ბან­კო სფე­რო­ზე, პო­ლი­ტი­კა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე.

ან­გა­რიშ­ში წე­რია, რომ მარ­ტო გა­სულ წელს მსოფ­ლი­ოს 2 158-მა მი­ლი­არ­დერ­მა სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბა 1,4 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით გა­ზარ­და. ეს ავ­სტრა­ლი­ი­სა და ეს­პა­ნე­თის მშპ-ზე მე­ტია. ამას კი ხელი შე­უ­წყო სა­ფონ­დო ბირ­ჟებ­ზე აქ­ცი­ებ­ზე ფა­სე­ბის ზრდამ, რო­მე­ლიც კა­პი­ტა­ლის მა­ღა­ლი ზრდის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. გა­სულ წელს მსოფ­ლი­ო­ში ახ­ლად­გა­ჩე­ნი­ლი 179 მი­ლი­არ­დე­რი­დან 40 მი­ლი­არ­დე­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის შე­დე­გად გახ­და.

ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით მომ­დევ­ნო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ლი­არ­დე­რე­ბის ქო­ნე­ბა და­მა­ტე­ბით 3,4 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით გა­იზ­რდე­ბა.

ან­გა­რი­შის ავ­ტო­რე­ბი წე­რენ, რომ ამ­ჟა­მად სიმ­დიდ­რის ტრანსფორ­მა­ცი­ის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ლი­არ­დე­რი მემ­კვიდ­რე­ე­ბის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი ქო­ნე­ბა წლი­უ­რად 17%-ით იზ­რდე­ბო­და და 2017 წელს 117 მი­ლი­არდს მა­იღ­წია. მხო­ლოდ გა­სულ წელს 44-მა მემ­კვიდ­რემ მი­ი­ღო მი­ლი­არ­დზე მეტი ქო­ნე­ბა.

დღე­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი 701 მი­ლი­არ­დე­რია, რო­მელ­თა ქო­ნე­ბა მომ­დევ­ნო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მემ­კვიდ­რე­ებ­ზე გა­და­ვა ან ქველ­მოქ­მე­დე­ბას მოხ­მარ­დე­ბა.

30 ყვე­ლა­ზე მდი­და­რი 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ქო­ნე­ბა კი 1 ტრი­ლი­ონ დო­ლარს აღე­მა­ტე­ბა. წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

მილიარდერები ერთ წელიწადში 20%-ით გამდიდრდნენ - როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება

მილიარდერები ერთ წელიწადში 20%-ით გამდიდრდნენ - როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება

2017 წელს მსოფლიოში მილიარდერებმა იმაზე მეტი ქონება დააგროვეს, ვიდრე ოდესმე. შარშან მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ქონების 8,9 ტრილიონ დოლარამდე გაზრდა მოახერხეს. ამის შესახებ მონაცემს შვეიცარული ბანკი UBS ავრცელებს.

ამ დროისთვის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ერთობლივი ქონება კიდევ უფრო მეტია, ვიდრე მეოცე საუკუნის განმავლობაში, როცა მსოფლიო სიმდიდრის უმეტეს ნაწილს ისეთი ოჯახები აკონტროლებდნენ, როგორებიცაა როტშილდები და როკფელერები. ანგარიშის მიხედვით, თითქმის 100 წლის განმავლობაში აშშ-სა და ევროპაში გაჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სერიოზულ გავლენას ახდენდნენ ბიზნესზე, საბანკო სფეროზე, პოლიტიკასა და ხელოვნებაზე.

ანგარიშში წერია, რომ მარტო გასულ წელს მსოფლიოს 2 158-მა მილიარდერმა საკუთარი ქონება 1,4 ტრილიონი დოლარით გაზარდა. ეს ავსტრალიისა და ესპანეთის მშპ-ზე მეტია. ამას კი ხელი შეუწყო საფონდო ბირჟებზე აქციებზე ფასების ზრდამ, რომელიც კაპიტალის მაღალი ზრდის საშუალებას იძლევა. გასულ წელს მსოფლიოში ახლადგაჩენილი 179 მილიარდერიდან 40 მილიარდერი მემკვიდრეობით მიღებული ქონების შედეგად გახდა.

ექსპერტების ვარაუდით მომდევნო 2 წლის განმავლობაში მილიარდერების ქონება დამატებით 3,4 ტრილიონი დოლარით გაიზრდება.

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ ამჟამად სიმდიდრის ტრანსფორმაციის პროცესი მიმდინარეობს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მილიარდერი მემკვიდრეებისთვის გადაცემული ქონება წლიურად 17%-ით იზრდებოდა და 2017 წელს 117 მილიარდს მაიღწია. მხოლოდ გასულ წელს 44-მა მემკვიდრემ მიიღო მილიარდზე მეტი ქონება.

დღეისთვის მსოფლიოში 70 წელს გადაცილებული 701 მილიარდერია, რომელთა ქონება მომდევნო 20 წლის განმავლობაში მემკვიდრეებზე გადავა ან ქველმოქმედებას მოხმარდება.

30 ყველაზე მდიდარი 70 წელს გადაცილებული ადამიანის ქონება კი 1 ტრილიონ დოლარს აღემატება. წაიკითხეთ ვრცლად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები