პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახსოვთ, თბილისის ზოოპარკის 90-იანი წლების ვარსკვლავი სპილო "ბაჩო"? - ვოლიერების ყველაზე დიდი ბინადრების უცნობი ამბები
გახსოვთ, თბილისის ზოოპარკის 90-იანი წლების ვარსკვლავი სპილო "ბაჩო"? - ვოლიერების ყველაზე დიდი ბინადრების უცნობი ამბები

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ბი­ნა­დარ­მა სპი­ლო "გრან­დმა" სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რა. ექ­ვსტო­ნი­ან ბუმ­ბე­რაზს გა­მოც­დილ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ჩა­ტე­ხი­ლი ეშვი უპ­რობ­ლე­მოდ, ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე ამო­უ­ღეს. არა­და, ტკი­ვი­ლით ლა­მის 20 წელი იტან­ჯე­ბო­და, რის გა­მოც ყო­ველ დღე მტკი­ვა­ნი ად­გი­ლი­დან ჩირ­ქს უღებ­დნენ და ეშ­ვე­ბის გა­მო­რე­ცხვა ხდე­ბო­და.

"გრან­დი" ჩვენ­თან ერევ­ნის ზო­ო­პარ­კი­დან ჩა­მობ­რძან­და, სა­დაც მოს­კო­ვი­დან მოხ­ვდა. 1999 წლის ნო­ემ­ბერ­ში, რო­დე­საც 4 წლის სპი­ლო მოს­კო­ვის ზო­ო­პარ­კი­დან ერევ­ნის ზო­ო­პარკში გა­დაჰ­ყავ­დათ, გზა­ში კონ­ტე­ი­ნე­რი ამოყი­რავ­და და ეშ­ვე­ბიც მა­შინ და­უ­ზი­ან­და. გა­რეგ­ნუ­ლად და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ ემ­ჩნე­ო­და, მაგ­რამ რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად, ახ­ლად ამოწ­ვე­რი­ლი ეშ­ვე­ბი მო­უ­ტე­ხავს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სის­ხლდე­ნა და­ე­წყო და ორ­გა­ნიზ­მის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის საფრ­თხეც გაჩ­ნდა. მოწ­ვე­ულ­მა ჰო­ლან­დი­ელ­მა ვე­ტე­ქი­მებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ჭრი­ლო­ბებ­ში ჩირ­ქი დაგ­რო­ვი­ლი­ყო და ეშ­ვე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­რე­ცხვაც, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად იყო სა­ჭი­რო.

"2014 წელს გრან­დს თბი­ლის­ში ჩა­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ, მა­ლე­ვე ჩა­უ­ტარ­და ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია. სპი­ლოს ეშ­ვე­ბი ყბის ძვალ­თან იმ­დე­ნად ახ­ლოს ჰქონ­და მო­ტე­ხი­ლი, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ცხო­ვე­ლის დიდი ხნით და­ტო­ვე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლი იყო. ორ­გა­ნიზ­მში მუდ­მი­ვი ან­თე­ბი­თი კე­რის არ­სე­ბო­ბას, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­საძ­ლოა, მისი და­ღუპ­ვა გა­მო­ეწ­ვია. ამი­ტო­მაც, სპი­ლოს ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა და მო­ტე­ხი­ლი ეშ­ვე­ბის ამო­ღე­ბა გა­და­წყდა", - გვე­უბ­ნე­ბა თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი მზია შა­რა­ში­ძე.

იმის გამო, რომ პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია გარ­თულ­და და და­გეგ­მილ­ზე მეტი დრო გაგ­რძელ­და, მხო­ლოდ ერთი ეშ­ვის ამო­ღე­ბა მო­ხერ­ხდა. ანეს­თე­ზი­ის შემ­დეგ სპი­ლოს წა­მოდ­გო­მა გა­უ­ჭირ­და და სიკ­ვდილს ძლივს გა­და­ურ­ჩა. მე­ო­რე ოპე­რა­ცია წყალ­დი­დო­ბამ შე­ა­ჩე­რა და მხო­ლოდ ამ კვი­რა­ში დად­გა ამის დრო... BBC ახალ სე­რი­ალ­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით Big Animal Surgery – "დიდი ცხო­ვე­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბი", გრან­დის ოპე­რა­ცი­ას ერთ მთლი­ან ეპი­ზოდს და­უთ­მობს.

"გრან­დი" ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ თავს მშვე­ნივ­რად გრძნობს. მი­ირ­თმევს საჭ­მელს და მრა­ვალ­წლი­ა­ნი ტან­ჯვის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. რეს­პონ­დენ­ტი გვე­უბ­ნე­ბა, რომ "გრან­დის" "მალ­კას­თან" შეჯ­ვა­რე­ბა ჯერ არ მომ­ხდა­რა, ცოტა რთუ­ლი სა­კი­თხია, თუმ­ცა ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­თო.

"მაკ­ლას" ადრე ჰყავ­და შვი­ლი, "ბუნ­კა", რო­მე­ლიც ახლა ერევ­ნის ზო­ო­პარკშია. ვი­ნა­ი­დან ვო­ლი­ერ­ში ორი მამ­რის და­ტო­ვე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო და არც დე­დას­თან შე­იძ­ლე­ბო­და მამ­რი შვი­ლის და­ტო­ვე­ბა, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით, გაგ­ვეშ­ვა", - აღ­ნიშ­ნავს ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძე.

ერევ­ნი­დან სა­ნაც­ვლოდ სწო­რედ "გრან­დი" ჩა­მობ­რძან­და. ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი გვე­უბ­ნე­ბა, რომ "გრან­დი" საკ­მა­ოდ მშვი­დი და წყნა­რია, ცო­ტა­თი მში­შა­რაც, სა­ერ­თოდ, მამ­რი სპი­ლო­ე­ბი ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ა­ნო. ერ­თა­დერ­თი, არ უყ­ვარს კარი და ცდი­ლობს, ყო­ველ­თვის და­ან­გრი­ოს. იყო შემ­თხვე­ვა, როცა რამ­დე­ნი­მე ტო­ნი­ა­ნი კარი მოგ­ლი­ჯა და გა­და­აგ­დო...

* * *

თბი­ლი­სის ზო­ო­პარკს არც ისე ბევ­რი სპი­ლო ჰყო­ლია, თუმ­ცა თბი­ლი­სე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ახ­სოვთ სპლიყ­ვი "ბაჩო", რომ­ლის სა­ნა­ხა­ვა­დაც დი­დძა­ლი ხალ­ხი და­დი­ო­და ზო­ო­პარკში. მიჰ­ქონ­დათ საკ­ვე­ბი, ეფე­რე­ბოდ­ნენ. სა­ხე­ლიც კონ­კურ­სის შე­დე­გად და­ერ­ქვა, მას­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. "ბა­ჩოს" შე­სა­ხებ კი აი, რას გვიყ­ვე­ბა ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი:"ამ სა­ხე­ლით 2 სპი­ლო გვყავ­და - ერთი, რო­მე­ლიც 80-იანი წლე­ბის ბო­ლო­სა და 90-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში სრუ­ლი­ად პა­ტა­რა კი­ე­ვი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. ხალ­ხს მარ­თლაც უყ­ვარ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­ი­ღუ­პა. და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე ვერ­სია არ­სე­ბობ­და - ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ის იყო, რომ დე­და­მი­სის მა­კე­ო­ბა ჩერ­ნო­ბი­ლის აფეთ­ქე­ბას და­ემ­თხვა და "ბა­ჩოს" ამის გამო სხი­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბა და­ე­მარ­თა", - გვე­უბ­ნე­ბა ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რი.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: აკა­კი ყუ­ფუ­ნია

მარ­თა­ლია, ადრე და­ი­ღუ­პა, მაგ­რამ იმ მცი­რე ხნის მან­ძილ­ზეც კი, "ბაჩო" ადა­მი­ა­ნე­ბის მეხ­სი­ე­რე­ბას დღემ­დე შე­მორ­ჩა. მა­ნამ­დე ასე­თი პა­ტა­რა სპი­ლო თბი­ლი­სის ზო­ო­პარკს არ ახ­სოვ­და. ად­რე­ულ წლებ­ში ეს ცხო­ვე­ლი ზო­ო­პარკში თით­ქმის 40 წელი ცხოვ­რობ­და, რამ­ხე­ლა მოხ­ვდა აქ, არა­ვის ახ­სოვს. მოკ­ლედ, "ბა­ჩოს" შემ­დეგ ზო­ო­პარკს 2 სპი­ლო ერ­თდრო­უ­ლად შე­ე­მა­ტა - "მალ­კა" ("გრან­დის" ახ­ლან­დე­ლი სა­ვა­რა­უ­დო პარტნი­ო­რი) და მამ­რი "ბაჩო". ორი­ვე ბირ­მა­ში და­ი­ბად­ნენ და დიდი გზის გავ­ლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ალმა-ათი­დან მოხ­ვდნენ. შემ­დეგ კი გამ­რავ­ლდნენ და სწო­რედ მათი ნა­ში­ე­რი "ბუნ­კაა" ერე­ვან­ში. "ბა­ჩოს" კი, სამ­წუ­ხა­როდ, რამ­დე­ნი­მე და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­ღუ­პა.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: ხა­ჩა­ტურ ვარ­თა­ნი­ან­ცი

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რი გაბ­რი­ელ გან­სო­ნი (წარ­მო­შო­ბით შვე­დი), ირენ ბად­რი­აშ­ვი­ლის ბა­ბუა ზო­ო­პარ­კის პირ­ველ ბი­ნა­დარ სპი­ლოს­თან, მალ­კას­თან ერ­თად (1940)

ფო­ტოს ავ­ტო­რი: ირენ ბად­რი­აშ­ვი­ლი

ფოტო: მაია ჩუ­ბი­ნი­ძე

* * *

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის კი­დევ ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი დიდი ზო­მის ბი­ნა­და­რი - ბე­ჰე­მო­თი ბეგ­ლა­რია. ბეგი, რო­გორც მას მო­ფე­რე­ბით ეძა­ხი­ან, ფო­ტო­კა­მე­რას აღარ უფრთხის, მის წინ პო­ზი­რე­ბას მი­ეჩ­ვია. ის ხომ თბი­ლი­სის სტი­ქი­ის ვე­ტე­რა­ნია და წყალ­დი­დო­ბის დღე­ე­ბის შემ­დეგ, ტრა­გე­დი­ის სიმ­ბო­ლო­დაც იქცა - მისი ფო­ტო­ე­ბი წამ­ყვა­ნი გა­მო­ცე­მე­ბის მთა­ვარ გვერ­დებ­ზეც და­ი­ბეჭ­და. ბეგი ზო­ო­პარკში 1999 წლი­დან ცხოვ­რობს. ახლა 22 წლის არის და "და­სა­ქორ­წი­ნებ­ლად" სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი აქვს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით პარტნი­ორს ვერ პო­უ­ლო­ბენ. ასე რომ, ბეგი მარ­ტოა... "კა­ლი­ნინ­გრა­დის ზო­ო­პარკშია და­ბა­დე­ბუ­ლი და თბი­ლის­ში 2000-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში მოხ­ვდა. ახალ­გაზ­რდა ბე­ჰე­მო­თია, ისი­ნი ხომ 60 წლამ­დე ცო­ცხლო­ბენ. ჯერ არ შეგ­ვი­ჯვა­რე­ბია, არ გვაქვს სა­ა­მი­სოდ მის­თვის კარ­გი პი­რო­ბე­ბი. მე­წყვი­ლე რომ მო­ვიყ­ვა­ნოთ, მე­ო­რე აუ­ზიც არ გვაქვს. შე­სა­ბა­მი­სი ვო­ლი­ე­რის რე­კონ­სტრუქ­ცია და­წყე­ბუ­ლიც იყო, მაგ­რამ წყალ­დი­დო­ბის გამო მისი დას­რუ­ლე­ბა ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხეთ. ამი­ტომ, გვყავს იმ ვო­ლი­ერ­ში, რო­მე­ლიც სას­წრა­ფოდ ავუ­შე­ნეთ", - გვე­უბ­ნე­ბა ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი.

ბეგ­ლარ­მა წყალ­დი­დო­ბის ღა­მეს დიდი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა გა­მო­ამ­ჟღავ­ნა. თა­ვის ვო­ლი­ე­რი­დან გმირ­თა მო­ე­დან­ზე დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის დაძ­ლე­ვის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა. ბინ­ძურ, მო­რე­ბით სავ­სე და შლა­მი­ან, ტა­ლა­ხი­ან წყალ­ში მო­უხ­და ცურ­ვა, თუმ­ცა იმ ორომ­ტრი­ა­ლი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და. სტი­ქი­ის შემ­დეგ, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, სპი­ლო­ე­ბი შე­ე­ვიწ­რო­ე­ბი­ნათ და ბე­გის­თვის მათი ვო­ლი­ე­რის ნა­წი­ლი და­ეთ­მოთ. სპი­ლო­ებ­მა ახა­ლი მე­ზო­ბე­ლი მი­ი­ღეს, თუმ­ცა ბეგი მათ აუზ­ში ცო­ცხა­ლი თა­ვით არ ჩა­დი­ო­და. ამი­ტომ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლებს რამ­დენ­ჯერ­მე უწევ­დათ მის­თვის წყლის "შლან­გით" დას­ხმა. ბო­ლოს გა­ირ­კვა, რომ ბე­ჰე­მო­თი აუზ­ში თურ­მე ღა­მით ჭყუმ­პა­ლა­ობ­და. რო­დე­საც ამ "უმ­სგავ­სო" საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეს, მომ­ვლე­ლე­ბი წყალს აღარ ას­ხამ­დნენ და ბე­გიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, აუზ­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­შიც ჩა­სუ­ლი­ყო.

ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძის თქმით, ბე­ჰე­მო­თი ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლი ცხო­ვე­ლია, "ბეგი" ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სია, რად­გა­ნაც გა­ცი­ლე­ბით მშვი­დია, თუმ­ცა, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ყვე­ლას მა­ინც სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს. იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრო­მელს თავს და­ეს­ხა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ის ადა­მი­ა­ნი უვ­ნე­ბე­ლი გა­დარ­ჩა. "არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი იყო, მაგ­რამ რო­დე­საც მათ გარ­და­ტე­ხის ასა­კი აქვთ, ზოგ­ჯერ ასე­თი უმარ­თა­ვე­ბი ხდე­ბი­ან. როცა გმირ­თა მო­ედ­ნი­დან ზო­ო­პარკში ფე­ხით შე­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ეს ბევ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ასე­თი იმო­მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ბე­ჰე­მო­თიც კი, სან­დო არ არის... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იუ­მო­რის გრძნო­ბაც აქვს, - რო­დე­საც ბევ­რი ხალ­ხია, შე­საძ­ლოა, ისი­ნი გა­წუ­წოს"... ასე­თი გახ­ლავთ ჩვე­ნი ზო­ო­პარ­კის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და ბუმ­ბე­რა­ზი ბი­ნად­რე­ბის ამ­ბე­ბი.

00:00 / 00:00
ავტორი:

გახსოვთ, თბილისის ზოოპარკის 90-იანი წლების ვარსკვლავი სპილო "ბაჩო"? - ვოლიერების ყველაზე დიდი ბინადრების უცნობი ამბები

გახსოვთ, თბილისის ზოოპარკის 90-იანი წლების ვარსკვლავი სპილო "ბაჩო"? - ვოლიერების ყველაზე დიდი ბინადრების უცნობი ამბები

თბილისის ზოოპარკის ბინადარმა სპილო "გრანდმა" სერიოზული გამოცდა ჩააბარა. ექვსტონიან ბუმბერაზს გამოცდილმა სპეციალისტებმა ჩატეხილი ეშვი უპრობლემოდ, ყოველგვარი გართულების გარეშე ამოუღეს. არადა, ტკივილით ლამის 20 წელი იტანჯებოდა, რის გამოც ყოველ დღე მტკივანი ადგილიდან ჩირქს უღებდნენ და ეშვების გამორეცხვა ხდებოდა.

"გრანდი" ჩვენთან ერევნის ზოოპარკიდან ჩამობრძანდა, სადაც მოსკოვიდან მოხვდა. 1999 წლის ნოემბერში, როდესაც 4 წლის სპილო მოსკოვის ზოოპარკიდან ერევნის ზოოპარკში გადაჰყავდათ, გზაში კონტეინერი ამოყირავდა და ეშვებიც მაშინ დაუზიანდა. გარეგნულად დაზიანებები არ ემჩნეოდა, მაგრამ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ინციდენტის შედეგად, ახლად ამოწვერილი ეშვები მოუტეხავს. მოგვიანებით სისხლდენა დაეწყო და ორგანიზმის დაინფიცირების საფრთხეც გაჩნდა. მოწვეულმა ჰოლანდიელმა ვეტექიმებმა დაადგინეს, რომ ჭრილობებში ჩირქი დაგროვილიყო და ეშვების ყოველდღიური გამორეცხვაც, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად იყო საჭირო.

"2014 წელს გრანდს თბილისში ჩამოყვანის შემდეგ, მალევე ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია. სპილოს ეშვები ყბის ძვალთან იმდენად ახლოს ჰქონდა მოტეხილი, რომ ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება დაუშვებელი იყო. ორგანიზმში მუდმივი ანთებითი კერის არსებობას, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მისი დაღუპვა გამოეწვია. ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა", - გვეუბნება თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მზია შარაშიძე.

იმის გამო, რომ პირველი ოპერაცია გართულდა და დაგეგმილზე მეტი დრო გაგრძელდა, მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება მოხერხდა. ანესთეზიის შემდეგ სპილოს წამოდგომა გაუჭირდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მეორე ოპერაცია წყალდიდობამ შეაჩერა და მხოლოდ ამ კვირაში დადგა ამის დრო... BBC ახალ სერიალში, სახელწოდებით Big Animal Surgery – "დიდი ცხოველების ოპერაციები", გრანდის ოპერაციას ერთ მთლიან ეპიზოდს დაუთმობს.

"გრანდი" ოპერაციის შემდეგ თავს მშვენივრად გრძნობს. მიირთმევს საჭმელს და მრავალწლიანი ტანჯვისგან გათავისუფლდა. რესპონდენტი გვეუბნება, რომ "გრანდის" "მალკასთან" შეჯვარება ჯერ არ მომხდარა, ცოტა რთული საკითხია, თუმცა ყველანაირად ვცდილობთო.

"მაკლას" ადრე ჰყავდა შვილი, "ბუნკა", რომელიც ახლა ერევნის ზოოპარკშია. ვინაიდან ვოლიერში ორი მამრის დატოვება წარმოუდგენელი იყო და არც დედასთან შეიძლებოდა მამრი შვილის დატოვება, იძულებული გავხდით, გაგვეშვა", - აღნიშნავს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

ერევნიდან სანაცვლოდ სწორედ "გრანდი" ჩამობრძანდა. ბატონი ზურაბი გვეუბნება, რომ "გრანდი" საკმაოდ მშვიდი და წყნარია, ცოტათი მშიშარაც, საერთოდ, მამრი სპილოები ძალიან აგრესიულები არიანო. ერთადერთი, არ უყვარს კარი და ცდილობს, ყოველთვის დაანგრიოს. იყო შემთხვევა, როცა რამდენიმე ტონიანი კარი მოგლიჯა და გადააგდო...

* * *

თბილისის ზოოპარკს არც ისე ბევრი სპილო ჰყოლია, თუმცა თბილისელებს განსაკუთრებულად ახსოვთ სპლიყვი "ბაჩო", რომლის სანახავადაც დიდძალი ხალხი დადიოდა ზოოპარკში. მიჰქონდათ საკვები, ეფერებოდნენ. სახელიც კონკურსის შედეგად დაერქვა, მასში საზოგადოების დიდი ნაწილი მონაწილეობდა. "ბაჩოს" შესახებ კი აი, რას გვიყვება ბატონი ზურაბი:"ამ სახელით 2 სპილო გვყავდა - ერთი, რომელიც 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში სრულიად პატარა კიევიდან ჩამოიყვანეს. ხალხს მართლაც უყვარდა, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე თვეში დაიღუპა. დაღუპვის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობდა - ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ის იყო, რომ დედამისის მაკეობა ჩერნობილის აფეთქებას დაემთხვა და "ბაჩოს" ამის გამო სხივური დაავადება დაემართა", - გვეუბნება ზოოპარკის დირექტორი.

ფოტოს ავტორი: აკაკი ყუფუნია

მართალია, ადრე დაიღუპა, მაგრამ იმ მცირე ხნის მანძილზეც კი, "ბაჩო" ადამიანების მეხსიერებას დღემდე შემორჩა. მანამდე ასეთი პატარა სპილო თბილისის ზოოპარკს არ ახსოვდა. ადრეულ წლებში ეს ცხოველი ზოოპარკში თითქმის 40 წელი ცხოვრობდა, რამხელა მოხვდა აქ, არავის ახსოვს. მოკლედ, "ბაჩოს" შემდეგ ზოოპარკს 2 სპილო ერთდროულად შეემატა - "მალკა" ("გრანდის" ახლანდელი სავარაუდო პარტნიორი) და მამრი "ბაჩო". ორივე ბირმაში დაიბადნენ და დიდი გზის გავლის შემდეგ, საქართველოში ალმა-ათიდან მოხვდნენ. შემდეგ კი გამრავლდნენ და სწორედ მათი ნაშიერი "ბუნკაა" ერევანში. "ბაჩოს" კი, სამწუხაროდ, რამდენიმე დაავადება აღმოაჩნდა და მოულოდნელად დაიღუპა.

ფოტოს ავტორი: ხაჩატურ ვართანიანცი

თბილისის ზოოპარკის დირექტორი გაბრიელ განსონი (წარმოშობით შვედი), ირენ ბადრიაშვილის ბაბუა ზოოპარკის პირველ ბინადარ სპილოსთან, მალკასთან ერთად (1940)

ფოტოს ავტორი: ირენ ბადრიაშვილი

ფოტო: მაია ჩუბინიძე

* * *

თბილისის ზოოპარკის კიდევ ერთი ყველაზე ცნობილი დიდი ზომის ბინადარი - ბეჰემოთი ბეგლარია. ბეგი, როგორც მას მოფერებით ეძახიან, ფოტოკამერას აღარ უფრთხის, მის წინ პოზირებას მიეჩვია. ის ხომ თბილისის სტიქიის ვეტერანია და წყალდიდობის დღეების შემდეგ, ტრაგედიის სიმბოლოდაც იქცა - მისი ფოტოები წამყვანი გამოცემების მთავარ გვერდებზეც დაიბეჭდა. ბეგი ზოოპარკში 1999 წლიდან ცხოვრობს. ახლა 22 წლის არის და "დასაქორწინებლად" საუკეთესო პერიოდი აქვს, თუმცა ჯერჯერობით პარტნიორს ვერ პოულობენ. ასე რომ, ბეგი მარტოა... "კალინინგრადის ზოოპარკშია დაბადებული და თბილისში 2000-იანების დასაწყისში მოხვდა. ახალგაზრდა ბეჰემოთია, ისინი ხომ 60 წლამდე ცოცხლობენ. ჯერ არ შეგვიჯვარებია, არ გვაქვს საამისოდ მისთვის კარგი პირობები. მეწყვილე რომ მოვიყვანოთ, მეორე აუზიც არ გვაქვს. შესაბამისი ვოლიერის რეკონსტრუქცია დაწყებულიც იყო, მაგრამ წყალდიდობის გამო მისი დასრულება ვეღარ მოვახერხეთ. ამიტომ, გვყავს იმ ვოლიერში, რომელიც სასწრაფოდ ავუშენეთ", - გვეუბნება ბატონი ზურაბი.

ბეგლარმა წყალდიდობის ღამეს დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა. თავის ვოლიერიდან გმირთა მოედანზე დიდი წინააღმდეგობების დაძლევის შემდეგ აღმოჩნდა. ბინძურ, მორებით სავსე და შლამიან, ტალახიან წყალში მოუხდა ცურვა, თუმცა იმ ორომტრიალიდან გამარჯვებული გამოვიდა. სტიქიის შემდეგ, იძულებულები გახდნენ, სპილოები შეევიწროებინათ და ბეგისთვის მათი ვოლიერის ნაწილი დაეთმოთ. სპილოებმა ახალი მეზობელი მიიღეს, თუმცა ბეგი მათ აუზში ცოცხალი თავით არ ჩადიოდა. ამიტომ, დღის განმავლობაში, ზოოპარკის თანამშრომლებს რამდენჯერმე უწევდათ მისთვის წყლის "შლანგით" დასხმა. ბოლოს გაირკვა, რომ ბეჰემოთი აუზში თურმე ღამით ჭყუმპალაობდა. როდესაც ამ "უმსგავსო" საქციელის შესახებ შეიტყვეს, მომვლელები წყალს აღარ ასხამდნენ და ბეგიც იძულებული გახდა, აუზში დღის განმავლობაშიც ჩასულიყო.

ზურაბ გურიელიძის თქმით, ბეჰემოთი ყველაზე აგრესიული ცხოველია, "ბეგი" ამ მხრივ გამონაკლისია, რადგანაც გაცილებით მშვიდია, თუმცა, მასთან ურთიერთობისას ყველას მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებს. იყო შემთხვევა, როდესაც ზოოპარკის თანამშრომელს თავს დაესხა, საბედნიეროდ, ის ადამიანი უვნებელი გადარჩა. "არასასიამოვნო პროცესი იყო, მაგრამ როდესაც მათ გარდატეხის ასაკი აქვთ, ზოგჯერ ასეთი უმართავები ხდებიან. როცა გმირთა მოედნიდან ზოოპარკში ფეხით შემოვიყვანეთ, ეს ბევრი სპეციალისტისთვის მოულოდნელი იყო, ასეთი იმომობილიზებული ბეჰემოთიც კი, სანდო არ არის... შეიძლება ითქვას, რომ იუმორის გრძნობაც აქვს, - როდესაც ბევრი ხალხია, შესაძლოა, ისინი გაწუწოს"... ასეთი გახლავთ ჩვენი ზოოპარკის ყველაზე ძლიერი და ბუმბერაზი ბინადრების ამბები.

"ერთის ინფიცირების წყარო უცნობია" - მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

რას იწვევს პირბადის ხანგრძლივი ტარება და რა არის ანოსმია - ექიმის რეკომენდაციები და სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ

"ჩემს გამზრდელ ოჯახს არასდროს ვყვარებივარ... ვუწყვეტ ყველანაირ დახმარებას, მათთვის ცისნამი მკვდარია!" - რას ედავება ქართველი ბარონესა დედასა და ბიძას