ავტორი:

საუდელი პრინცი : ჯამალ ხაშოგი საშიში იყო

საუდელი პრინცი : ჯამალ ხაშოგი საშიში იყო

ჯამალ ხაშოგი საშიში იყო, - ამის შესახებ საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა თეთრი სახლის წარმომადგენლებს სატელეფონო საუბარში განუცხადა.

“ბიბისის” ცნობით, საუდის გვირგვინოსანმა პრინცმა მოკლული ჟურნალისტი საშიშ ისლამისტად მოიხსენია.

მედიის ცნობით, სატელეფონო საუბარი ხაშოგის მკვლელობის შემდეგ, ერ-რიადის მიერ მისი მკვლელობის აღიარებამდე შედგა.

შეგახსენებთ, წარმოშობით საუდელი არაბი ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი, რომელიც 2017 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა, 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს. ხაშოგი ოფიციალურ ერ-რიადს და საუდის პრინცს ხშირად აკრიტიკებდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე