პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ქალისთვის სასიამოვნო მოლოდინში ვარ" - მარინა კახიანი "რომაულ არდადეგებსა" და ახდენილ ოცნებაზე
"ყველა ქალისთვის სასიამოვნო მოლოდინში ვარ" - მარინა კახიანი "რომაულ არდადეგებსა" და ახდენილ ოცნებაზე

"სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არ ვფიქ­რობ­დი. დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ლექ­სებს მი­კი­თხავ­და და მას­წავ­ლი­და, მერე მე მა­კი­თხებ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ შე­მიძ­ლია ლექ­სის წა­კი­თხვა და სკო­ლის სა­ღა­მო­ებ­ზე გა­მოს­ვლას მა­ვა­ლებ­დნენ. მე­ზა­რე­ბო­და, მაგ­რამ დედა მა­ძა­ლებ­და, შემ­დეგ კი, ყო­ვე­ლი გა­მოს­ვლის მერე ხუმ­რობ­და, - ხომ გსი­ა­მოვ­ნებს, ტაშს რომ გიკ­რა­ვე­ნო? გა­ვი­სუ­სე­ბო­დი ხოლ­მე, ნამ­დვი­ლად მსი­ა­მოვ­ნებ­და", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნი, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტო­ბის დროს ყმაწ­ვი­ლე­ბი ლექ­სებს უძღვნიდ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკვე რო­გორც არ­ტისტს, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ანე­ბივ­რებ­დნენ ლექ­სე­ბით და მათ შო­რის, ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც იყ­ვნენ. ერთი ლექ­სი გიზო ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ მი­უ­ძღვნა და თა­ვის წიგნ­ში შე­ი­ტა­ნა.

მოგ­ზა­უ­რო­ბა თე­ატ­რა­ლუ­რი მი­ნიშ­ნე­ბე­ბით

- ერთ-ერთი რამ, რაც უზო­მოდ მიყ­ვარს, ეს არის მოგ­ზა­უ­რო­ბა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ავად­მყო­ფი ვარ მოგ­ზა­უ­რო­ბის. ზა­ფხულ­ში თურ­ქეთ­ში, ეგე­ო­სის ზღვა­ზე ვის­ვე­ნებ. შარ­შან მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი წელი მქონ­და, მა­ი­სის ბო­ლოს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან 2 კვი­რით თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან მოს­კო­ვის თე­ატ­რი ჩა­მო­დი­ო­და გას­ტრო­ლებ­ზე, გა­და­ღე­ბე­ბი­და­ნაც ვი­თხო­ვე ორი კვი­რით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მე­გობ­რე­ბის მიწ­ვე­ვით, ოს­ლო­ში აღ­მოვ­ჩნდით მე და ჩემი მე­გო­ბა­რი. იქ პირ­ვე­ლად მოვ­ხვდი. ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­გე­ბით ცივ ქვე­ყა­ნა­ში თბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ოს­ლოს გარ­და, მან­ქა­ნით მო­ვი­ა­რეთ შვე­დე­თის ნა­წი­ლი, ვი­ყა­ვით გე­ტე­ბორ­გში, 2 დღე კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში... ასე რომ, მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მშვე­ნი­ე­რი ტური გა­მოგ­ვი­ვი­და. ოს­ლო­ში თუ შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი, მერე უკვე და­გეგ­მი­ლად, დიდი ხნის ოც­ნე­ბა ავის­რუ­ლე და რომ­ში ჩა­ვე­დით. იტა­ლი­ა­ში გას­ტრო­ლებ­ზე ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ რომ­ში - არა. ნა­ნახ­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. როცა მსა­ხი­ო­ბი თე­ატ­რში ინ­ტენ­სი­უ­რად მოღ­ვა­წე­ობს, წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გეგ­მავს. წელს მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ერთი კვი­რით ათენ­ში აღ­მოვ­ჩნდით. მერე დავ­გეგ­მეთ და წა­ვე­დით კუნ­ძულ­ზე ეგი­ნა, სა­დაც არის პა­ტა­რა ქა­ლა­ქი აგია მა­რი­ნა (წმინ­და მა­რი­ნა) და იქ ვის­ვე­ნებ­დით. ჩვე­ნი პა­წია სას­ტუმ­როს გვერ­დით, რომ­ლის კი­ბეც პირ­და­პირ ზღვა­ში ჩა­დი­ო­და, სას­ტუმ­რო "არგო" იყო (იცი­ნის). "არ­გოს" წინ გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­ვუგ­ზავ­ნე მე­გობ­რებს და ამა­ზე ბევ­რი იხა­ლი­სეს... "მე­დე­ას" გას­ტრო­ლე­ბით ათენ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის წინ ვი­ყა­ვი. გან­სა­კუთ­რე­ბით ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის ემო­ცი­ე­ბი.

მათ­თვის სპექ­ტაკლს სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და. ისი­ნი მხვდე­ბოდ­ნენ სიყ­ვა­რუ­ლით, პა­ტი­ვის­ცე­მით, სა­ჩუქ­რე­ბით, ბევ­რი მათ­გა­ნი ტი­რო­და. სა­ბერ­ძნეთ­ში ოთხჯერ ვარ ნამ­ყო­ფი. ჯერ კი­დევ 1988 წელს, რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა გას­ტროლ­ზე "რი­ჩარდ III" და "მეფე ლირი" იმ სა­ო­ცარ თე­ატ­რში წარ­მო­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც აკ­რო­პო­ლი­სის ფერ­ხთით არის. და აი, წლე­ბის შემ­დეგ სა­ბერ­ძნეთ­ში გა­ვიხ­სე­ნე ის დრო, როცა იქ "მეფე ლირს" ვთა­მა­შობ­დით. ძა­ლი­ან მინ­დო­და თე­ატ­რში შევ­სუ­ლი­ყა­ვი და მა­შინ­დე­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი გან­მე­ახ­ლე­ბი­ნა, როცა ამ ლე­გენ­და­რულ სცე­ნა­ზე, ვარ­სკვლა­ვე­ბი­ა­ნი ცის ქვეშ, პა­ტა­რა გო­გო­ნა კორ­დე­ლი­ას როლს ვას­რუ­ლებ­დი, მაგ­რამ იმ დღე­ებ­ში ათენ­ში არც სპექ­ტაკ­ლი და არც სხვა რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა არ ტარ­დე­ბო­და, ამი­ტომ თე­ატ­რში ვერ მოვ­ხვდი.

კი­ნო­ამ­ბე­ბი

- პირ­ვე­ლად ფილმში "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" ეპი­ზოდ­ში ვი­თა­მა­შე, მა­შინ 12 წლის ვი­ყა­ვი. ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ამოგ­ვარ­ჩი­ეს გიმ­ნა­ზი­ე­ლე­ბის სცე­ნის­თვის. ამას როლს არ ვე­ძა­ხი, მაგ­რამ ვა­მა­ყობ­დი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებ­და. ალ­ბათ, ყვე­ლა ბავ­შვს უყ­ვარს ფილმში გა­და­ღე­ბა. თუ არ ჩავ­თვლით გიმ­ნა­ზისტს, კი­ნო­ში პირ­ვე­ლი როლი ზაალ კა­კა­ბა­ძის ფილმში "უმ­ცრო­სი და" მქონ­და. იმ წელს პირ­ვე­ლი კურ­სი და­ვამ­თავ­რე და ხევ­სუ­რეთ­ში ვმოგ­ზა­უ­რობ­დით სტუ­დენ­ტე­ბი, სა­დაც ჩემი მე­გობ­რის - ნა­თი­ას მა­მამ, პრო­ფე­სორ­მა და­ვით გო­გო­ჭურ­მა წაგ­ვიყ­ვა­ნა. როცა ჩა­მო­ვე­დი ხევ­სუ­რე­თი­დან, ფილმ "უმ­ცრო­სი დის" ჯგუ­ფის ნა­წი­ლი გემ­ზე "გრუ­ზია", გა­და­ღე­ბებ­ზე იყო წა­სუ­ლი. სჭირ­დე­ბო­დათ ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი გო­გო­ნა და ბა­ტონ­მა რეზო ჩხე­ი­ძემ, ასე ვთქვათ, თა­ვად და­მამ­ტკი­ცა ამ როლ­ზე და პირ­და­პირ გა­და­ღე­ბა­ზე გა­მიშ­ვა. გია მა­ტა­რა­ძის ფილ­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე გე­ტყვით, რომ როცა რე­ჟი­სორს მსა­ხი­ო­ბი ცოლი ჰყავს, ის თვლის, რომ მისი მე­უღ­ლე რა­ღა­ცით სხვა ქალ მსა­ხი­ო­ბებს აღე­მა­ტე­ბა და ამა­ში არა­ფე­რია გა­საკ­ვი­რი. თუმ­ცა, "მოკ­ვე­თილს" რომ იღებ­და, ძა­ლი­ან მინ­დო­და მზე­ვი­ნა­რის თა­მა­ში, მაგ­რამ გია ფიქ­რობ­და, რომ იმ ეტაპ­ზე უფრო ქის­ტი გოგო გულ­სუნ­და ვი­ყა­ვი. ჩემი აზრი და სურ­ვი­ლი გა­ვა­ცა­ნი, თუმ­ცა მზე­ვი­ნა­რის როლ­ში არაფ­რით გა­და­მი­ღო. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და გი­ას­თან ერ­თად ფილ­მის მონ­ტა­ჟის პრო­ცე­სის ყუ­რე­ბა, ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო. თა­ვი­სუ­ფალ დროს მივ­დი­ო­დი მას­თან და იდე­ებ­საც ვაწ­ვდი­დი ხოლ­მე.

ჩემი იდეა ხან ამარ­თლებ­და და ხან - არა (იღი­მის). "მოკ­ვე­თილს" ხევ­სუ­რეთ­ში ვი­ღებ­დით. რთუ­ლი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბე­ბი ამ გა­და­ღე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. შა­ტი­ლამ­დე, მთებს შუა მოქ­ცე­ულ ულა­მა­ზეს ად­გილ­ზე, პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბა ნი­ნოწ­მინ­და­ში ვცხოვ­რობ­დით, იქვე მდი­ნა­რე არ­ღუ­ნი ჩა­მო­დი­ო­და. ძა­ლი­ან დიდ კი­ნოჯ­გუფ­ში ცხე­ნოს­ნე­ბის უზარ­მა­ზა­რი ჯგუ­ფიც შე­დი­ო­და. სი­ნათ­ლე არ იყო, ხან­და­ხან საკ­ვე­ბი იგ­ვი­ა­ნებ­და მე­წყრის გამო, მაგ­რამ გიას დიდ პა­ტივს სცემ­დნენ და ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს, ად­ვი­ლად გვარ­დე­ბო­და. დად­გა 27 ივ­ლი­სი, გიას და­ბა­დე­ბის დღე. დი­ლის 6 სა­ათ­ზე სრო­ლის ხმა გა­ის­მა, 1-2 თო­ფი­სა კი არა, მთე­ლი ჯერი ის­მო­და. გია ადგა და მეც გა­მოვ­ყე­ვი. სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზის მომსწრე­ნი გავ­ხდით - რიჟ­რა­ჟია, მთე­ბი, უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ბუ­ნე­ბა, იქვე კი ცხე­ნოს­ნე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი ია­რა­ღი­დან ის­როდ­ნენ. რო­გორც ჯარი დგას გე­ნერ­ლის წი­ნა­შე, ისე ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ. სა­ოც­რად ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მო­მენ­ტი იყო, ყვე­ლა­ნი მოგ­როვ­დნენ, ზო­გი­ერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი ემო­ცი­ე­ბის­გან ტი­რო­და კი­დეც...

სა­სი­ა­მოვ­ნო მო­ლო­დი­ნი

- ყვე­ლა ქა­ლის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო მო­ლო­დინ­ში ვარ - მე­ო­რე შვი­ლიშ­ვილს ვე­ლო­დე­ბი, რო­მე­ლიც იან­ვარ­ში მო­ევ­ლი­ნე­ბა ქვე­ყა­ნას. გო­გო­ნაა. ჩემ­მა ვაჟ­მა და რძალ­მა მაც­ნო­ბეს, რომ დე­და­ჩე­მის სა­ხელს - ალექ­სან­დრას და­არ­ქმე­ვენ. სა­ოც­რე­ბა მოხ­და. სა­ნამ ბავ­შვის სქესს გა­ი­გებ­დნენ, ცოლ-ქმა­რი სა­უბ­რობ­და და თურ­მე, სა­ხე­ლებს არ­ჩევ­დნენ. გო­გოს სა­ხე­ლებს შო­რის, რძალს უთ­ქვამს, ალექ­სან­დრა ძა­ლი­ან მომ­წონ­სო. მა­ხა­რებს ეს ამ­ბა­ვი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"ყველა ქალისთვის სასიამოვნო მოლოდინში ვარ" - მარინა კახიანი "რომაულ არდადეგებსა" და ახდენილ ოცნებაზე

"ყველა ქალისთვის სასიამოვნო მოლოდინში ვარ" - მარინა კახიანი "რომაულ არდადეგებსა" და ახდენილ ოცნებაზე

"სკოლაში სწავლისას მსახიობობაზე არ ვფიქრობდი. დედაჩემის დამსახურებაა, რომ ლექსებს მიკითხავდა და მასწავლიდა, მერე მე მაკითხებდა. აღმოჩნდა, რომ შემიძლია ლექსის წაკითხვა და სკოლის საღამოებზე გამოსვლას მავალებდნენ. მეზარებოდა, მაგრამ დედა მაძალებდა, შემდეგ კი, ყოველი გამოსვლის მერე ხუმრობდა, - ხომ გსიამოვნებს, ტაშს რომ გიკრავენო? გავისუსებოდი ხოლმე, ნამდვილად მსიამოვნებდა", - ამბობს მსახიობი მარინა კახიანი, რომელსაც სტუდენტობის დროს ყმაწვილები ლექსებს უძღვნიდნენ. მოგვიანებით უკვე როგორც არტისტს, თაყვანისმცემლები ანებივრებდნენ ლექსებით და მათ შორის, ქალბატონებიც იყვნენ. ერთი ლექსი გიზო ნიშნიანიძემ მიუძღვნა და თავის წიგნში შეიტანა.

მოგზაურობა თეატრალური მინიშნებებით

- ერთ-ერთი რამ, რაც უზომოდ მიყვარს, ეს არის მოგზაურობა. შემიძლია ვთქვა, რომ ავადმყოფი ვარ მოგზაურობის. ზაფხულში თურქეთში, ეგეოსის ზღვაზე ვისვენებ. შარშან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული წელი მქონდა, მაისის ბოლოს რუსთაველის თეატრიდან 2 კვირით თავისუფალი ვიყავი, რადგან მოსკოვის თეატრი ჩამოდიოდა გასტროლებზე, გადაღებებიდანაც ვითხოვე ორი კვირით გათავისუფლება და მეგობრების მიწვევით, ოსლოში აღმოვჩნდით მე და ჩემი მეგობარი. იქ პირველად მოვხვდი. ყველანაირი გაგებით ცივ ქვეყანაში თბილი ადამიანები ცხოვრობენ. ოსლოს გარდა, მანქანით მოვიარეთ შვედეთის ნაწილი, ვიყავით გეტებორგში, 2 დღე კოპენჰაგენში... ასე რომ, მეგობრების დახმარებით მშვენიერი ტური გამოგვივიდა. ოსლოში თუ შემთხვევით აღმოვჩნდი, მერე უკვე დაგეგმილად, დიდი ხნის ოცნება ავისრულე და რომში ჩავედით. იტალიაში გასტროლებზე ვყოფილვარ, მაგრამ რომში - არა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. როცა მსახიობი თეატრში ინტენსიურად მოღვაწეობს, წინასწარ ვერაფერს გეგმავს. წელს მოულოდნელად, ერთი კვირით ათენში აღმოვჩნდით. მერე დავგეგმეთ და წავედით კუნძულზე ეგინა, სადაც არის პატარა ქალაქი აგია მარინა (წმინდა მარინა) და იქ ვისვენებდით. ჩვენი პაწია სასტუმროს გვერდით, რომლის კიბეც პირდაპირ ზღვაში ჩადიოდა, სასტუმრო "არგო" იყო (იცინის). "არგოს" წინ გადაღებული ფოტო გავუგზავნე მეგობრებს და ამაზე ბევრი იხალისეს... "მედეას" გასტროლებით ათენში დაახლოებით ათი წლის წინ ვიყავი. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო იქ მცხოვრები ქართველების ემოციები.

მათთვის სპექტაკლს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ისინი მხვდებოდნენ სიყვარულით, პატივისცემით, საჩუქრებით, ბევრი მათგანი ტიროდა. საბერძნეთში ოთხჯერ ვარ ნამყოფი. ჯერ კიდევ 1988 წელს, რუსთაველის თეატრმა გასტროლზე "რიჩარდ III" და "მეფე ლირი" იმ საოცარ თეატრში წარმოადგინა, რომელიც აკროპოლისის ფერხთით არის. და აი, წლების შემდეგ საბერძნეთში გავიხსენე ის დრო, როცა იქ "მეფე ლირს" ვთამაშობდით. ძალიან მინდოდა თეატრში შევსულიყავი და მაშინდელი შეგრძნებები განმეახლებინა, როცა ამ ლეგენდარულ სცენაზე, ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ, პატარა გოგონა კორდელიას როლს ვასრულებდი, მაგრამ იმ დღეებში ათენში არც სპექტაკლი და არც სხვა რაიმე ღონისძიება არ ტარდებოდა, ამიტომ თეატრში ვერ მოვხვდი.

კინოამბები

- პირველად ფილმში "ვერის უბნის მელოდიები" ეპიზოდში ვითამაშე, მაშინ 12 წლის ვიყავი. ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეები ამოგვარჩიეს გიმნაზიელების სცენისთვის. ამას როლს არ ვეძახი, მაგრამ ვამაყობდი და მონაწილეობა ძალიან მსიამოვნებდა. ალბათ, ყველა ბავშვს უყვარს ფილმში გადაღება. თუ არ ჩავთვლით გიმნაზისტს, კინოში პირველი როლი ზაალ კაკაბაძის ფილმში "უმცროსი და" მქონდა. იმ წელს პირველი კურსი დავამთავრე და ხევსურეთში ვმოგზაურობდით სტუდენტები, სადაც ჩემი მეგობრის - ნათიას მამამ, პროფესორმა დავით გოგოჭურმა წაგვიყვანა. როცა ჩამოვედი ხევსურეთიდან, ფილმ "უმცროსი დის" ჯგუფის ნაწილი გემზე "გრუზია", გადაღებებზე იყო წასული. სჭირდებოდათ ახალგაზრდა მსახიობი გოგონა და ბატონმა რეზო ჩხეიძემ, ასე ვთქვათ, თავად დამამტკიცა ამ როლზე და პირდაპირ გადაღებაზე გამიშვა. გია მატარაძის ფილმებში მონაწილეობაზე გეტყვით, რომ როცა რეჟისორს მსახიობი ცოლი ჰყავს, ის თვლის, რომ მისი მეუღლე რაღაცით სხვა ქალ მსახიობებს აღემატება და ამაში არაფერია გასაკვირი. თუმცა, "მოკვეთილს" რომ იღებდა, ძალიან მინდოდა მზევინარის თამაში, მაგრამ გია ფიქრობდა, რომ იმ ეტაპზე უფრო ქისტი გოგო გულსუნდა ვიყავი. ჩემი აზრი და სურვილი გავაცანი, თუმცა მზევინარის როლში არაფრით გადამიღო. ძალიან მიყვარდა გიასთან ერთად ფილმის მონტაჟის პროცესის ყურება, ჩემთვის საინტერესო იყო. თავისუფალ დროს მივდიოდი მასთან და იდეებსაც ვაწვდიდი ხოლმე.

ჩემი იდეა ხან ამართლებდა და ხან - არა (იღიმის). "მოკვეთილს" ხევსურეთში ვიღებდით. რთული პირობების მიუხედავად, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებები ამ გადაღებებს უკავშირდება. შატილამდე, მთებს შუა მოქცეულ ულამაზეს ადგილზე, პატარა დასახლება ნინოწმინდაში ვცხოვრობდით, იქვე მდინარე არღუნი ჩამოდიოდა. ძალიან დიდ კინოჯგუფში ცხენოსნების უზარმაზარი ჯგუფიც შედიოდა. სინათლე არ იყო, ხანდახან საკვები იგვიანებდა მეწყრის გამო, მაგრამ გიას დიდ პატივს სცემდნენ და ყველაფერი თითქოს, ადვილად გვარდებოდა. დადგა 27 ივლისი, გიას დაბადების დღე. დილის 6 საათზე სროლის ხმა გაისმა, 1-2 თოფისა კი არა, მთელი ჯერი ისმოდა. გია ადგა და მეც გამოვყევი. საოცარი სილამაზის მომსწრენი გავხდით - რიჟრაჟია, მთები, უმშვენიერესი ბუნება, იქვე კი ცხენოსნები და მსახიობები იარაღიდან ისროდნენ. როგორც ჯარი დგას გენერლის წინაშე, ისე ჩამწკრივებულიყვნენ. საოცრად ამაღელვებელი მომენტი იყო, ყველანი მოგროვდნენ, ზოგიერთი ქალბატონი ემოციებისგან ტიროდა კიდეც...

სასიამოვნო მოლოდინი

- ყველა ქალისთვის სასიამოვნო მოლოდინში ვარ - მეორე შვილიშვილს ველოდები, რომელიც იანვარში მოევლინება ქვეყანას. გოგონაა. ჩემმა ვაჟმა და რძალმა მაცნობეს, რომ დედაჩემის სახელს - ალექსანდრას დაარქმევენ. საოცრება მოხდა. სანამ ბავშვის სქესს გაიგებდნენ, ცოლ-ქმარი საუბრობდა და თურმე, სახელებს არჩევდნენ. გოგოს სახელებს შორის, რძალს უთქვამს, ალექსანდრა ძალიან მომწონსო. მახარებს ეს ამბავი...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ