სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ გორში მამაკაცმა დედა დაჭრა, ოჯახის წევრები სცემა, დაკავების შემდეგ კი თითები მოიჭამა
ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ გორში მამაკაცმა დედა დაჭრა, ოჯახის წევრები სცემა, დაკავების შემდეგ კი თითები მოიჭამა

შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გორ­ში მცხოვ­რე­ბი 28 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი დი­მიტ­რი ზე­ინ­კლიშ­ვი­ლი ოჯა­ხის წევ­რებს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, დე­დას კი ბას­რი საგ­ნით ყე­ლის არე­ში ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. ასე­ვე, გორ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ზე­ინ­კლიშ­ვი­ლი გარ­კვე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბას მცი­რე­წლო­ვან შვილ­საც აი­ძუ­ლებ­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ზე­ინ­კლიშ­ვილ­მა წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა: კერ­ძოდ, კბი­ლე­ბით ხე­ლის თი­თე­ბის ზედა ნა­წი­ლი და­ი­ზი­ა­ნა, რის გა­მოც, და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "გორ­მედ­ში“ გა­და­იყ­ვა­ნეს.

"პო­ლი­ცი­ის მიერ მოყ­ვა­ნი­ლი იყო კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტი. გა­მო­ხა­ტუ­ლი იყო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ტოქ­სი­უ­რი ეფექ­ტი, ძა­ლი­ან მძი­მე ნევ­რო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბე­ბით, კო­მამ­დე. მოგ­ვი­წია პა­ცი­ენ­ტის მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­დაყ­ვა­ნა. დე­ტოქ­სი­კა­ცი­ის და ყვე­ლა პა­რა­მეტ­რის და­რე­გუ­ლი­რე­ბის შემ­დეგ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დი­ნა­მი­კა­ში გა­უმ­ჯო­ბეს­და, რის შემ­დე­გაც, პა­ცი­ენ­ტი მო­იხ­სნა ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვი­დან და დღეს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ანუ ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ჩვენ­თან ამ პა­ცი­ენ­ტის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია არ მომ­ხდა­რა, მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ე­ბი და­რე­გუ­ლირ­და და შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მისი გა­დაყ­ვა­ნა. გე­ტყვით იმა­საც, რომ ტექ­ნი­კუ­რად საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და სამი ბად­რა­გი ადგა თავ­ზე. გარ­და ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ი­სა, აღე­ნიშ­ნე­ბო­და ექ­სკო­რა­ცი­ე­ბი სა­ხე­ზე და მარ­ჯვე­ნა ხე­ლის მტე­ვან­ზე თი­თე­ბი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად დად­გინ­დე­ბა“, - აცხა­დებს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "გორ­მე­დის“ რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით ყა­ზა­იშ­ვი­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამა­ვე კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დაც.

„ჩვე­ნი­ვე კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნი­ლი იყო სხვა პა­ცი­ენ­ტიც, ქალი, რო­მელ­საც ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და ყე­ლი­სა და მხრის არე­ში, თუმ­ცა, ეს ჭრი­ლო­ბა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში არ ყო­ფი­ლა. ქი­რურ­გი­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტი გა­ე­წე­რა ბი­ნა­ზე და უტარ­დე­ბა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ყა­ზა­იშ­ვილ­მა.

შსს-მ და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ამო­ი­ღო. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე და 260-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ გორში მამაკაცმა დედა დაჭრა, ოჯახის წევრები სცემა, დაკავების შემდეგ კი თითები მოიჭამა

ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ გორში მამაკაცმა დედა დაჭრა, ოჯახის წევრები სცემა, დაკავების შემდეგ კი თითები მოიჭამა

შსს-ს თანამშრომლებმა გორში მცხოვრები 28 წლის მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცავებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი დიმიტრი ზეინკლიშვილი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდა, დედას კი ბასრი საგნით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. ასევე, გორში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზეინკლიშვილი გარკვეული მედიკამენტების მიღებას მცირეწლოვან შვილსაც აიძულებდა.

გავრცელებული ინფორმაციითვე, მოგვიანებით, ზეინკლიშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში თვითდაზიანებები მიიყენა: კერძოდ, კბილებით ხელის თითების ზედა ნაწილი დაიზიანა, რის გამოც, დაკავებული სამედიცინო ცენტრ "გორმედში“ გადაიყვანეს.

"პოლიციის მიერ მოყვანილი იყო კლინიკაში პაციენტი. გამოხატული იყო მედიკამენტების ტოქსიური ეფექტი, ძალიან მძიმე ნევროლოგიური აშლილობებით, კომამდე. მოგვიწია პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. დეტოქსიკაციის და ყველა პარამეტრის დარეგულირების შემდეგ, მისი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა, რის შემდეგაც, პაციენტი მოიხსნა ხელოვნური სუნთქვიდან და დღეს, სამართალდამცავების მიერ გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ანუ ციხის საავადმყოფოში. ჩვენთან ამ პაციენტის სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა, მდგომარეობა გაუმჯობესდა, სასიცოცხლო ფუნქციები დარეგულირდა და შესაძლებელი გახდა მისი გადაყვანა. გეტყვით იმასაც, რომ ტექნიკურად საკმაოდ რთული იყო, მოგეხსენებათ, მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში და სამი ბადრაგი ადგა თავზე. გარდა ინტოქსიკაციისა, აღენიშნებოდა ექსკორაციები სახეზე და მარჯვენა ხელის მტევანზე თითები ჰქონდა დაზიანებული. ბუნებრივია, ეს დაზიანებები ექსპერტიზის შედეგად დადგინდება“, - აცხადებს სამედიცინო ცენტრ "გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ყაზაიშვილი.

არსებული ინფორმაციით, ამავე კლინიკაში მოათავსეს ბრალდებულის დედაც.

„ჩვენივე კლინიკაში შემოყვანილი იყო სხვა პაციენტიც, ქალი, რომელსაც ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა ყელისა და მხრის არეში, თუმცა, ეს ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა. ქირურგიული დამუშავების შემდეგ, პაციენტი გაეწერა ბინაზე და უტარდება ამბულატორიული მკურნალობა“, - აღნიშნა ყაზაიშვილმა.

შსს-მ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 260-ე მუხლებით დაიწყო.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს