ავტორი:

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს

ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ორივე მათგანი ფინანსური დანაშაულისთვის არიან დაკავებული.

AMBEBI.GE დამატებით დეტალებს ამ წუთებში შესაბამის უწყებებთან არკვევს.

სამართალდამცველებმა გია გულორდავა და ლაშა გოგია კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გამოკითხეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის განვითარებაზე „კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს“.

"ერთმნიშვნელოვნად უნდა იცოდეთ, რომ ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთნაირი.

სამართლიანობა იქნება ძირითადი კრიტერიუმი და არავინ არ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა“ - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა 21 აგვისტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის წარდგენისას.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს