დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა ქართული შოუ-ბიზნესის ათეულობით წევრმა გამოუცხადა.
მომღერლებმა სიმღერის „ჩემი საქართველო აქ არის“ ახლებური ვერსია ჩაწერეს, კლიპიც გადაიღეს და სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ შეხვედრაზე იმღერეს.
ამ კამპანიაში მონაწილეობისთვის მომღერლებისთვის 142,9-დან 600 ლარამდე ჰონორარია გათვალისწინებული. აღნიშნული მონაცემები საარჩევნო შტაბმა აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებულ დოკუმენტში ვალდებულებად (გადასახდელ თანხად) ასახა. თანხის დანიშნულებად "საკონცერტო პროგრამის შესრულებაა" მითითებული.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მომღერლებს თანხა ჯერ არ ჩარიცხვიათ. იხილეთ ვრცლად