Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი პრინცი ამერიკაში - ისტორია ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალზე, რომელიც აშშ-ს დაზვერვაში 25 წელი მუშაობდა
ქართველი პრინცი ამერიკაში - ისტორია ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალზე, რომელიც აშშ-ს დაზვერვაში 25 წელი მუშაობდა

მკვლე­ვა­რი მე­დეა აბა­ში­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებ­და მა­სა­ლებს ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ ქარ­თვე­ლებ­ზე, ქარ­თულ-ბრი­ტა­ნულ და ქარ­თულ-ამე­რი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. ჟურ­ნა­ლი "ის­ტო­რი­ა­ნი" მის არ­ქივ­ში და­ცულ მა­სა­ლებს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც მე­დეა აბა­ში­ძე ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი პრინ­ცის, და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძის ის­ტო­რი­ას ყვე­ბა.

და­ვი­თი პოეტ ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­ლდათ. მწე­რა­ლი, პუბ­ლი­ცის­ტი და მთარ­გმნე­ლი, 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და CIA-ში (აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო).

და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძე 2014 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს, 90 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ნიუ იორკში. სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში მე­სა­მე ცოლ­თან, წარ­მო­შო­ბით რუს ევ­გე­ნია დე სმიტ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და ვა­შინგტო­ნის პრეს­ტი­ჟულ რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში. და­ვითს დარ­ჩა ოთხი შვი­ლი ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან: პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან, ჰე­ლენ ჰას­ტედ­თან - მა­რი­ა­მი (მა­რუ­სია) და ალექ­სან­დრა, ხოლო მე­ო­რეს­თან, ჯუ­დით კლი­პინ­გერ­თან - ეკა­ტე­რი­ნე და მა­იკ­ლი (მიკო).

მე­უღ­ლეს­თან, ევ­გე­ნია დე სმიტ­თან ერ­თად

ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ამე­რი­კე­ლი მწერ­ლი­სა და პუბ­ლი­ცის­ტის, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პოეტ-რო­მან­ტი­კო­სი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის პირ­და­პი­რი შთა­მო­მა­ვა­ლის შე­სა­ხებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიწ­რო წრის­თვის თუ არის ცნო­ბი­ლი. და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძე ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის შვილ­თაშ­ვი­ლის შვი­ლის, პავ­ლე ჭავ­ჭა­ვა­ძის ვა­ჟია. და­ვი­თის დედა ნინა რო­მა­ნო­ვა, იმ­პე­რა­ტორ ნი­კო­ლოზ პირ­ვე­ლის შვილ­თაშ­ვი­ლი იყო. და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძეს აშშ-ში პრინ­ცად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ - მის შე­სა­ხებ "ვი­კი­პე­დი­ა­ში" შექ­მნილ გვერ­დზეც ის პრინც და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძედ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

და­ი­ბა­და 1924 წლის 20 მა­ისს ლონ­დონ­ში, სა­დაც მისი მშობ­ლე­ბი - პავ­ლე და ნინა რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ გა­და­ვიდ­ნენ. ინ­გლის­ში პავ­ლემ და­ამ­თავ­რა კემ­ბრი­ჯის წმინ­და სა­მე­ბის კო­ლე­ჯი. აქ და­უ­მე­გობ­რდა ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ დიდ რუს მწე­რალს ვლა­დი­მირ ნა­ბო­კოვს, რომ­ლის რჩე­ვით, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ვა­ჟის (და­ვი­თის) და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, 1927 წელს ამე­რი­კა­ში გა­და­ვი­და და ნიუ-იორკში და­ბი­ნავ­და.

ამე­რი­კა­ში პავ­ლე ლი­ტე­რა­ტუ­რულ შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და, წერ­და წიგ­ნებს, თარ­გმნი­და რუ­სუ­ლი­დან და ქარ­თუ­ლი­დან ინ­გლი­სურ ენა­ზე. მათ შო­რის, გა­და­თარ­გმნა ინ­გლი­სუ­რად სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვას მე­ო­რე წიგ­ნი "მხო­ლოდ ერთი წელი". პავ­ლემ ხუთი სა­ავ­ტო­რო წიგ­ნი და­წე­რა.

მამა-შვი­ლი პავ­ლე და და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბი

ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნარ­მა, გან­სწავ­ლუ­ლო­ბამ, უზა­დო, დახ­ვე­წილ­მა გე­მოვ­ნე­ბამ და არის­ტოკ­რა­ტი­ულ­მა წარ­მო­შო­ბამ და­ვითს უპი­რო­ბო ავ­ტო­რი­ტე­ტი და აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა. მა­მის - პავ­ლე ჭავ­ჭა­ვა­ძის მხრი­დან მისი გე­ნე­ა­ლო­გია მი­დის სა­ქარ­თვე­ლოს მეფე გი­ორ­გი XII-სთან. დე­დის - ნინა რო­მა­ნო­ვას მხრი­დან იგი რუ­სე­თის მეფე ნი­კო­ლოზ I-ის, აგ­რეთ­ვე ინ­გლი­სის მეფე ჯორჯ II-ის, და­ნი­ის მეფე კრის­ტი­ან IX-ის და სა­ბერ­ძნე­თის მეფე გე­ორგ I-ის შთა­მო­მა­ვა­ლი იყო.

და­ვი­თის აღ­ზრდით ძი­რი­თა­დად რუსი ძიძა იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ებ­მა ვაჟი და­ხუ­რულ სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ა­ბა­რეს, რომ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა პრეს­ტი­ჟულ იე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნაგ­რძო, სა­დაც იყო სტუ­დენ­ტუ­რი კა­პე­ლის წევ­რი. და­ვითს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ჰქონ­და, შე­სა­ნიშ­ნა­ვად მღე­რო­და და უკ­რავ­და გი­ტა­რა­ზე და ყველ­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის გული და სული იყო.

1943 წელს და­ვი­თი ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს, სა­დაც გა­ნამ­წე­სეს სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვა­ში უცხო ენე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი რუ­სუ­ლი ენის ცოდ­ნის გამო. მი­ე­ნი­ჭა ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბა. ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ და­ვი­თი მუ­შა­ობ­და თარ­ჯიმ­ნად გერ­მა­ნი­ა­ში, მაგ­რამ 1950 წელს იგი სას­წრა­ფოდ გა­მო­ი­ძა­ხეს ვა­შინგტონ­ში ცსს-ში (ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო - CIA), სა­დაც 25 წე­ლი­წადს იმ­სა­ხუ­რა.

ამის შე­სა­ხებ მან და­წე­რა თა­ვის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში «გვირ­გვი­ნე­ბი და ში­ნე­ლე­ბი». რო­გორც ჩანს, ეს გა­რე­მო­ე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად თრგუ­ნავ­და, მაგ­რამ იმის გა­აზ­რე­ბა, რომ მას შე­უძ­ლია შებ­რძო­ლე­ბა იმ ძა­ლას­თან, რო­მელ­მაც და­უხვრი­ტა ბა­ბუა, ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მე­ფის ოჯა­ხი, გა­ა­ნად­გუ­რა არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ძა­ლას აძ­ლევ­და.

სამ­სა­ხუ­რი­დან გა­დად­გო­მის შემ­დეგ, 1974 წელს და­ვი­თი ვა­შინგტონ­ში და­სახ­ლდა და აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბა და­ი­წყო. კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის შეკ­ვე­თით ატა­რებ­და გა­მოკ­ვლე­ვებს ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ, მო­ნა­წი­ლე­ობ­და კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, წერ­და სტა­ტი­ებს, გა­მოს­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­უ­ლი წიგ­ნი. და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძეს ეკუთ­ვნის ის­ტო­რი­უ­ლი და პუბ­ლი­ცის­ტუ­რი სტა­ტი­ე­ბი და წიგ­ნე­ბი («დიდი მთავ­რე­ბი», «ვლა­სო­ვის მოძ­რა­ო­ბა», ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი «გვირ­გვი­ნე­ბი და ში­ნე­ლი» და სხვა).

სა­ქარ­თვე­ლო­ში, თა­ვის ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში, საგ­ვა­რე­უ­ლო მა­მულ წი­ნან­დალ­ში ის პირ­ვე­ლად 1977 წელს უფ­როს ქა­ლიშ­ვილ­თან მა­რუ­სი­ას­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და. წი­ნან­დალ­მა თით­ქოს შე­იგ­რძნო ერ­თგვა­რი მის­ტი­კუ­რი კავ­ში­რი თა­ვის წი­ნაპ­რებ­თან. და­ვი­თის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ის გულ­თბი­ლი მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლის­სა და წი­ნან­დალ­ში მო­უ­წყეს. ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა პრინცმა წი­ნან­და­ლი ზღა­პარს შე­ა­და­რა და გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ნიშ­ნა ჭავ­ჭა­ვა­ძი­სე­უ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი გა­რე­მო, რო­მე­ლიც იქ სუ­ფევ­და...

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის “ის­ტო­რი­ა­ნის“ ნო­ემ­ბრის ნო­მერ­ში

ავტორი:

ქართველი პრინცი ამერიკაში - ისტორია ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალზე, რომელიც აშშ-ს დაზვერვაში 25 წელი მუშაობდა

ქართველი პრინცი ამერიკაში - ისტორია ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალზე, რომელიც აშშ-ს დაზვერვაში 25 წელი მუშაობდა

მკვლევარი მედეა აბაშიძე წლების განმავლობაში აგროვებდა მასალებს ემიგრაციაში მყოფ ქართველებზე, ქართულ-ბრიტანულ და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. ჟურნალი "ისტორიანი" მის არქივში დაცულ მასალებს აქვეყნებს, რომელშიც მედეა აბაშიძე ამერიკაში მცხოვრები ქართველი პრინცის, დავით ჭავჭავაძის ისტორიას ყვება.

დავითი პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი გახლდათ. მწერალი, პუბლიცისტი და მთარგმნელი, 25 წლის განმავლობაში მუშაობდა CIA-ში (აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო).

დავით ჭავჭავაძე 2014 წლის 5 ოქტომბერს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნიუ იორკში. სიცოცხლის ბოლო წლებში მესამე ცოლთან, წარმოშობით რუს ევგენია დე სმიტთან ერთად ცხოვრობდა ვაშინგტონის პრესტიჟულ რაიონში მდებარე ორსართულიან სახლში. დავითს დარჩა ოთხი შვილი ორი ქორწინებიდან: პირველ მეუღლესთან, ჰელენ ჰასტედთან - მარიამი (მარუსია) და ალექსანდრა, ხოლო მეორესთან, ჯუდით კლიპინგერთან - ეკატერინე და მაიკლი (მიკო).

მეუღლესთან, ევგენია დე სმიტთან ერთად

ქართული წარმოშობის ამერიკელი მწერლისა და პუბლიცისტის, ცნობილი ქართველი პოეტ-რომანტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირი შთამომავალის შესახებ, საქართველოში ვიწრო წრისთვის თუ არის ცნობილი. დავით ჭავჭავაძე ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილის შვილის, პავლე ჭავჭავაძის ვაჟია. დავითის დედა ნინა რომანოვა, იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილი იყო. დავით ჭავჭავაძეს აშშ-ში პრინცად მოიხსენიებდნენ - მის შესახებ "ვიკიპედიაში" შექმნილ გვერდზეც ის პრინც დავით ჭავჭავაძედ არის მოხსენიებული.

დაიბადა 1924 წლის 20 მაისს ლონდონში, სადაც მისი მშობლები - პავლე და ნინა რევოლუციის შემდეგ გადავიდნენ. ინგლისში პავლემ დაამთავრა კემბრიჯის წმინდა სამების კოლეჯი. აქ დაუმეგობრდა ემიგრაციაში მყოფ დიდ რუს მწერალს ვლადიმირ ნაბოკოვს, რომლის რჩევით, ჭავჭავაძეების ოჯახი ვაჟის (დავითის) დაბადების შემდეგ, 1927 წელს ამერიკაში გადავიდა და ნიუ-იორკში დაბინავდა.

ამერიკაში პავლე ლიტერატურულ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა, წერდა წიგნებს, თარგმნიდა რუსულიდან და ქართულიდან ინგლისურ ენაზე. მათ შორის, გადათარგმნა ინგლისურად სვეტლანა ალილუევას მეორე წიგნი "მხოლოდ ერთი წელი". პავლემ ხუთი საავტორო წიგნი დაწერა.

მამა-შვილი პავლე და დავით ჭავჭავაძეები

ლოგიკური აზროვნების უნარმა, განსწავლულობამ, უზადო, დახვეწილმა გემოვნებამ და არისტოკრატიულმა წარმოშობამ დავითს უპირობო ავტორიტეტი და აღიარება მოუტანა. მამის - პავლე ჭავჭავაძის მხრიდან მისი გენეალოგია მიდის საქართველოს მეფე გიორგი XII-სთან. დედის - ნინა რომანოვას მხრიდან იგი რუსეთის მეფე ნიკოლოზ I-ის, აგრეთვე ინგლისის მეფე ჯორჯ II-ის, დანიის მეფე კრისტიან IX-ის და საბერძნეთის მეფე გეორგ I-ის შთამომავალი იყო.

დავითის აღზრდით ძირითადად რუსი ძიძა იყო დაკავებული. მოგვიანებით, ჭავჭავაძეებმა ვაჟი დახურულ სამხედრო სასწავლებელში მიაბარეს, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა პრესტიჟულ იელის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც იყო სტუდენტური კაპელის წევრი. დავითს შესანიშნავი ვოკალური მონაცემები ჰქონდა, შესანიშნავად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე და ყველგან საზოგადოების გული და სული იყო.

1943 წელს დავითი ჯარში გაიწვიეს, სადაც განამწესეს სამხედრო დაზვერვაში უცხო ენების, განსაკუთრებით კი რუსული ენის ცოდნის გამო. მიენიჭა ლეიტენანტის წოდება. ომის დამთავრების შემდეგ დავითი მუშაობდა თარჯიმნად გერმანიაში, მაგრამ 1950 წელს იგი სასწრაფოდ გამოიძახეს ვაშინგტონში ცსს-ში (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო - CIA), სადაც 25 წელიწადს იმსახურა.

ამის შესახებ მან დაწერა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში «გვირგვინები და შინელები». როგორც ჩანს, ეს გარემოება გარკვეულწილად თრგუნავდა, მაგრამ იმის გააზრება, რომ მას შეუძლია შებრძოლება იმ ძალასთან, რომელმაც დაუხვრიტა ბაბუა, ახლობელი ადამიანები, მეფის ოჯახი, გაანადგურა არისტოკრატიული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები, ძალას აძლევდა.

სამსახურიდან გადადგომის შემდეგ, 1974 წელს დავითი ვაშინგტონში დასახლდა და აქტიური საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო მოღვაწეობა დაიწყო. კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში, კერძო კომპანიების შეკვეთით ატარებდა გამოკვლევებს ტერორიზმის შესახებ, მონაწილეობდა კულტურულ ღონისძიებებში, წერდა სტატიებს, გამოსცა რამდენიმე საინტერესო ისტორიული წიგნი. დავით ჭავჭავაძეს ეკუთვნის ისტორიული და პუბლიცისტური სტატიები და წიგნები («დიდი მთავრები», «ვლასოვის მოძრაობა», ავტობიოგრაფიული წიგნი «გვირგვინები და შინელი» და სხვა).

საქართველოში, თავის ისტორიულ სამშობლოში, საგვარეულო მამულ წინანდალში ის პირველად 1977 წელს უფროს ქალიშვილთან მარუსიასთან ერთად ჩამოვიდა. წინანდალმა თითქოს შეიგრძნო ერთგვარი მისტიკური კავშირი თავის წინაპრებთან. დავითისთვის მოულოდნელი იყო ის გულთბილი მიღება, რომელიც თბილისსა და წინანდალში მოუწყეს. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა პრინცმა წინანდალი ზღაპარს შეადარა და განსაკუთრებით აღნიშნა ჭავჭავაძისეული ისტორიული გარემო, რომელიც იქ სუფევდა...

წაიკითხეთ ვრცლად ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის “ისტორიანის“ ნოემბრის ნომერში