პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ხეცურიანი, რომელსაც პოლონელი ქალის გაუპატიურება და მკვლელობა ბრალდება, დააკავეს
მამუკა ხეცურიანი, რომელსაც პოლონელი ქალის გაუპატიურება და მკვლელობა ბრალდება, დააკავეს

28 წლის პო­ლო­ნე­ლი ქა­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე კი­ევ­ში და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ტვი­ტე­რის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე პო­ლო­ნე­თის პო­ლი­ცია ავ­რცე­ლებს. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის და­კა­ვე­ბა დღეს მოხ­და.

„და­კა­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ცი­ას­თან სა­მა­გა­ლი­თო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და პო­ლო­ნე­თის სა­მე­კავ­ში­რეო ოფი­ცე­რის მხარ­და­ჭე­რი­სა და ინ­ტერ­პო­ლის სა­თაო ოფი­სის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით“, - ნათ­ქვა­მია პო­ლო­ნე­თის პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

პო­ლო­ნუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ ლო­ძ­ში 28 წლის ქა­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რა 39 წლის მა­მუ­კა ხე­ცუ­რი­ანს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

„ქალი ნა­ცე­მია და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი. სიკ­ვდი­ლი ყე­ლის არე­ში ბას­რი საგ­ნით, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ნით მი­ყე­ნე­ბულ­მა ჭრი­ლო­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია“, - აცხა­დებს ლო­ძის პრო­კუ­რო­რი კშიშ­ტოფ კო­პა­ნია.

პო­ლო­ნუ­რი მე­დია წერ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ხე­ცუ­რი­ან­მა პო­ლო­ნეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი, რო­მელ­საც 28 წლის პო­ლო­ნე­ლი ქა­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა ბრალ­დე­ბა - "გე­კი­თხე­ბი, გა­გან­გრევ ეხლა"

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

მამუკა ხეცურიანი, რომელსაც პოლონელი ქალის გაუპატიურება და მკვლელობა ბრალდება, დააკავეს

მამუკა ხეცურიანი, რომელსაც პოლონელი ქალის გაუპატიურება და მკვლელობა ბრალდება, დააკავეს

28 წლის პოლონელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე კიევში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე პოლონეთის პოლიცია ავრცელებს. ეჭვმიტანილის დაკავება დღეს მოხდა.

„დაკავება შესაძლებელი გახდა უკრაინის პოლიციასთან სამაგალითო თანამშრომლობის, უკრაინაში საქართველოსა და პოლონეთის სამეკავშირეო ოფიცერის მხარდაჭერისა და ინტერპოლის სათაო ოფისის თანამშრომლობის მეშვეობით“, - ნათქვამია პოლონეთის პოლიციის განცხადებაში.

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ ლოძში 28 წლის ქალის მკვლელობაში ადგილობრივი პროკურატურა 39 წლის მამუკა ხეცურიანს ადანაშაულებს.

„ქალი ნაცემია და გაუპატიურებული. სიკვდილი ყელის არეში ბასრი საგნით, სავარაუდოდ, დანით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია“, - აცხადებს ლოძის პროკურორი კშიშტოფ კოპანია.

პოლონური მედია წერდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ხეცურიანმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.

იხილეთ ვიდეო: ქართველი მამაკაცის დაკავების კადრები, რომელსაც 28 წლის პოლონელი ქალის გაუპატიურება და მკვლელობა ბრალდება - "გეკითხები, გაგანგრევ ეხლა"

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს