პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადიროვს ისტორიაში შესვლა სურს, ინგუშები მიწას არ თმობენ - დავა ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის გრძელდება
კადიროვს ისტორიაში შესვლა სურს, ინგუშები მიწას არ თმობენ - დავა ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის გრძელდება

ინ­გუ­შე­თის დე­და­ქა­ლაქ მა­გას­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ისევ იკ­რი­ბე­ბი­ან. ინ­გუ­შე­თის ლი­დერ­მა იუ­ნუს ბეკ ევ­კუ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჩეჩ­ნეთ­სა და ინ­გუ­შეთს შო­რის სა­ზღვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია და ის არ შე­იც­ვლე­ბა. თა­ვის მხრივ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა რე­ფე­რენ­დუ­მის გა­რე­შე "ცვლის ინ­გუ­შე­თის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ას" და ეს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

"უა­მინ­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­გა­სის ცენ­ტრში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა... დი­ლი­დან ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აქ­ცი­ის დაშ­ლას გეგ­მავ­დნენ, რად­გან აქ­ცი­ე­ბი 17 ოქ­ტომ­ბრამ­დე იყო სან­ქცი­რე­ბუ­ლი... შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ნო­ემ­ბრის და­სა­წყი­სამ­დე გა­აგ­რძე­ლეს.

რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთელ ინ­გუ­შეთ­ში ინ­ტერ­ნე­ტი გა­თი­შუ­ლი იყო, თუმ­ცა, ამას ხელი არ შე­უშ­ლია აქ­ცი­ა­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ყო­ფი­ლიყ­ვნენ" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ამირ აუ­შე­ვი, რო­მე­ლიც დას­ძენს, რომ ნის­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მა­გა­სის ცენ­ტრში მა­ინც ზღვა ხალ­ხი გროვ­დე­ბა.

Кавказский Узел-ს ცნო­ბით, აქ­ცი­ის ად­გი­ლი შე­მო­ღო­ბი­ლია და გან­თავ­სე­ბუ­ლია ტრა­ფა­რე­ტე­ბი წარ­წე­რე­ბით, - "უფ­ლე­ბას არ მოგ­ცემთ!", "უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - არა!"; "დე­პუ­ტა­ტე­ბო, გა­ა­კე­თეთ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი!", "სხვი­სი არა­ფე­რი გვინ­და და არც ჩვენ­სას დავ­თმობთ!"...

აქ­ცი­ა­ზე არი­ან რო­გორც ახალ­გაზ­რდე­ბი, ასე­ვე უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კი­დევ ერთი საქ­მის გამო გა­მო­ხა­ტა­ვენ პრო­ტესტს - რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა, რამ­ზან კა­დი­როვ­მა ინ­გუ­ში უხუ­ცე­სე­ბი შეხ­ვედ­რა­ზე უხე­ში ფორ­მით და­ი­ბა­რა, რა­საც მათი მხრი­დან აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა... ამის შემ­დეგ, კა­დი­რო­ვი ინ­გუ­შე­თის სოფ­ლებ­ში თა­ვად ჩა­ვი­და იმ უხუ­ცე­სებ­თან შე­სახ­ვედ­რად, რომ­ლე­ბიც მა­გასს­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­ზე ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებ­დნენ. მათ შო­რის იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი უხუ­ცე­სი, ნალ­გი­ე­ვი... კა­დი­რო­ვის თქმით, მათ ერ­თმა­ნეთს ბო­დი­ში მო­უ­ხა­დეს და "ურ­თი­ერ­თო­ბა და­ა­ლა­გეს".

"ინ­გუ­შე­თის შსს-მ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­აფრ­თხი­ლა ია­რა­ღის გა­რე­შე შე­იკ­რი­ბონ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში იმოქ­მე­დე­ბენ... ეს ერ­თგვა­რი გაფრ­თხი­ლე­ბაა - ისე­დაც მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას ვგეგ­მავ­დით. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია 1-2 ნო­ემ­ბრის­თვის იგეგ­მე­ბა, რად­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვა გვექ­ნე­ბა, - სხვა შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­ღაც პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე წა­მო­ვი­დეს," - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი იზა­ბე­ლა ევ­ლო­ე­ვა, რო­მელ­საც შეკ­რე­ბის ად­გი­ლი­დან პირ­და­პი­რი ჩარ­თვე­ბი ჰქონ­და.

"რა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ნა­ბი­ჯე­ბი? - მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბი. სა­კონ­სტი­ტუ­ცო სა­სა­მარ­თლომ უკვე თქვა თა­ვი­სი სი­ტყვა, ახლა ხალ­ხის ჯე­რია, რო­მე­ლიც დათ­მო­ბას არ აპი­რებს. სა­ჭი­როა რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა, შემ­დეგ კი, ევ­კუ­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა გა­დად­გეს, შე­სა­ბა­მი­სად მის მიერ გა­ფორ­მე­ბუ­ლი მო­ღა­ლა­ტუ­რი შე­თან­ხმე­ბაც გა­უქ­მდე­ბა," - აცხა­დებს აქ­ცი­ის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ბა­რახ ჩე­მურ­ზი­ე­ვი.

"რა სურს კა­დი­როვს, ჩეჩ­ნეთ-ინ­გუ­შე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და გავ­ლე­ნე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა? ამას ვერ და­ვუშ­ვებთ და ჯო­ბია თა­ვი­დან­ვე შე­ე­გუ­ოს ამას. გა­სა­გე­ბია, რომ კა­დი­რო­ვი კრემ­ლის მხარ­დამ­ჭე­რით სარ­გებ­ლობს, მაგ­რამ ერთხელ უკვე ვთქვით - არ დავ­თმობთ!.." - წე­რენ ინ­გუ­შე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

"სა­მო­ქა­ლო მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლის და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის, სვეტ­ლა­ნა გა­ნი­უშ­კი­ნას თქმით, იგ­ნუ­შე­თი ჩეჩ­ნეთ­თან აგებს, რად­გან კა­დი­რო­ვი ყო­ველ­დღი­უ­რად აზი­ა­ნებს ევ­კუ­რო­ვის იმიჯს.

"კა­დი­რო­ვი ინ­გუ­შეთ­ში ევ­კუ­როვ­თან კი არა, უხუ­ცე­სებ­თან სა­სა­უბ­როდ ჩა­ვი­და, რა­მაც კი­დევ უფრო და­ა­ზა­რა­ლა ინ­გუ­შე­თის ლი­დე­რის იმი­ჯი. კა­დი­რო­ვი მას არც კი შეხ­ვედ­რია, აბ­სო­ლუ­ტურ ინ­გო­რი­რე­ბას უკე­თებს. არა­და, ხალ­ხს, პირ­ველ რიგ­ში ევ­კუ­როვ­თან აქვს პრობ­ლე­მე­ბი...

კა­დი­როვს არც არა­ვის სტა­ტუ­სი აინ­ტე­რე­სებს და არც ხალ­ხის მო­საზ­რე­ბა. ისე იქ­ცე­ვა, რო­გორც სურს... სა­ერ­თოდ, ჩენ­ჩე­თის ლი­დე­რი წი­ნა­აღ­დე­გი არ არის ეს ორი რეს­პუბ­ლი­კა მისი მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ გა­ერ­თი­ან­დეს... ეს ყვე­ლა­ფე­რი ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­ში პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რო­ლიც მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია - რუ­სე­თი შო­რი­დან აკ­ვირ­დე­ბა ვი­თა­რე­ბას, რაც კა­დი­რო­ვის მიზ­ნის ერ­თგვა­რი მხარ­და­ჭე­რაა," - წერს გა­ნი­უშ­კი­ნა.

გა­მო­ცე­მა Кавказ Реалии-ის მოჰ­ყავს ტვე­რე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის ალექ­სეი პო­ლუ­ხი­ნის ცი­ტა­ტა, რომ­ლის თქმი­თაც, კა­დი­როვს ის­ტო­რი­ა­ში შეს­ვლა სურ­და ჩეჩ­ნე­თის სა­ზღვრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის ხარ­ჯზე. "მან შე­საძ­ლოა იფიქ­რა, რომ შე­ვი­დო­და რეს­პუბ­ლი­კის ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც მმარ­თვე­ლი, რომ­ლის ქვე­ყა­ნა­შიც მშვი­დო­ბაა, არ არი­ან ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი და სა­ზღვრე­ბი გა­ფარ­თო­ვე­ბუ­ლია", - ვკი­თხუ­ლობთ Кавказ Реалии-ის სტა­ტი­ა­ში.

ავტორი:

კადიროვს ისტორიაში შესვლა სურს, ინგუშები მიწას არ თმობენ - დავა ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის გრძელდება

კადიროვს ისტორიაში შესვლა სურს, ინგუშები მიწას არ თმობენ - დავა ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის გრძელდება

ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში საპროტესტო აქციის მონაწილეები ისევ იკრიბებიან. ინგუშეთის ლიდერმა იუნუს ბეკ ევკუროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ის არ შეიცვლება. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება რეფერენდუმის გარეშე "ცვლის ინგუშეთის რესპუბლიკის ტერიტორიას" და ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიუღებელია.

"უამინდობის მიუხედავად, მაგასის ცენტრში უამრავი ადამიანი შეიკრიბა... დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შსს-ს თანამშრომლები აქციის დაშლას გეგმავდნენ, რადგან აქციები 17 ოქტომბრამდე იყო სანქცირებული... შემდეგ გაირკვა, რომ ნოემბრის დასაწყისამდე გააგრძელეს.

რამდენიმე დღის განმავლობაში, მთელ ინგუშეთში ინტერნეტი გათიშული იყო, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია აქციაზე მობილიზებული ყოფილიყვნენ" - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი ამირ აუშევი, რომელიც დასძენს, რომ ნისლის მიუხედავად, მაგასის ცენტრში მაინც ზღვა ხალხი გროვდება.

Кавказский Узел-ს ცნობით, აქციის ადგილი შემოღობილია და განთავსებულია ტრაფარეტები წარწერებით, - "უფლებას არ მოგცემთ!", "უკანონო გადაწყვეტილებას - არა!"; "დეპუტატებო, გააკეთეთ სწორი არჩევანი!", "სხვისი არაფერი გვინდა და არც ჩვენსას დავთმობთ!"...

აქციაზე არიან როგორც ახალგაზრდები, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც კიდევ ერთი საქმის გამო გამოხატავენ პროტესტს - რამდენიმე დღის წინ, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ინგუში უხუცესები შეხვედრაზე უხეში ფორმით დაიბარა, რასაც მათი მხრიდან აღშფოთება მოჰყვა... ამის შემდეგ, კადიროვი ინგუშეთის სოფლებში თავად ჩავიდა იმ უხუცესებთან შესახვედრად, რომლებიც მაგასსში გამართულ აქციებზე ჩეჩნეთის ლიდერს მწვავედ აკრიტიკებდნენ. მათ შორის იყო ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უხუცესი, ნალგიევი... კადიროვის თქმით, მათ ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს და "ურთიერთობა დაალაგეს".

"ინგუშეთის შსს-მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა იარაღის გარეშე შეიკრიბონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის ფარგლებში იმოქმედებენ... ეს ერთგვარი გაფრთხილებაა - ისედაც მშვიდობიანი აქციის ჩატარებას ვგეგმავდით. აქციის ორგანიზატორების თქმით, მასშტაბური აქცია 1-2 ნოემბრისთვის იგეგმება, რადგან ოფიციალური ნებართვა გვექნება, - სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ხელისუფლება რაღაც პროვოკაციებზე წამოვიდეს," - წერს ადგილობრივი ჟურნალისტი იზაბელა ევლოევა, რომელსაც შეკრების ადგილიდან პირდაპირი ჩართვები ჰქონდა.

"რა იქნება ჩვენი ნაბიჯები? - მშვიდობიანი აქციები. საკონსტიტუცო სასამართლომ უკვე თქვა თავისი სიტყვა, ახლა ხალხის ჯერია, რომელიც დათმობას არ აპირებს. საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი, ევკუროვის ხელისუფლება უნდა გადადგეს, შესაბამისად მის მიერ გაფორმებული მოღალატური შეთანხმებაც გაუქმდება," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბარახ ჩემურზიევი.

"რა სურს კადიროვს, ჩეჩნეთ-ინგუშეთის გაერთიანება და გავლენების გაფართოება? ამას ვერ დავუშვებთ და ჯობია თავიდანვე შეეგუოს ამას. გასაგებია, რომ კადიროვი კრემლის მხარდამჭერით სარგებლობს, მაგრამ ერთხელ უკვე ვთქვით - არ დავთმობთ!.." - წერენ ინგუშები სოციალურ ქსელებში.

"სამოქალო მოძრაობის" წარმომადგენელის და უფლებადამცველის, სვეტლანა განიუშკინას თქმით, იგნუშეთი ჩეჩნეთთან აგებს, რადგან კადიროვი ყოველდღიურად აზიანებს ევკუროვის იმიჯს.

"კადიროვი ინგუშეთში ევკუროვთან კი არა, უხუცესებთან სასაუბროდ ჩავიდა, რამაც კიდევ უფრო დააზარალა ინგუშეთის ლიდერის იმიჯი. კადიროვი მას არც კი შეხვედრია, აბსოლუტურ ინგორირებას უკეთებს. არადა, ხალხს, პირველ რიგში ევკუროვთან აქვს პრობლემები...

კადიროვს არც არავის სტატუსი აინტერესებს და არც ხალხის მოსაზრება. ისე იქცევა, როგორც სურს... საერთოდ, ჩენჩეთის ლიდერი წინააღდეგი არ არის ეს ორი რესპუბლიკა მისი მმართველობის ქვეშ გაერთიანდეს... ეს ყველაფერი ამას ემსახურება. ამ ყველაფერში პუტინის ხელისუფლების როლიც მნიშველოვანია - რუსეთი შორიდან აკვირდება ვითარებას, რაც კადიროვის მიზნის ერთგვარი მხარდაჭერაა," - წერს განიუშკინა.

გამოცემა Кавказ Реалии-ის მოჰყავს ტვერელი ჟურნალისტის ალექსეი პოლუხინის ციტატა, რომლის თქმითაც, კადიროვს ისტორიაში შესვლა სურდა ჩეჩნეთის საზღვრების გაფართოების ხარჯზე. "მან შესაძლოა იფიქრა, რომ შევიდოდა რესპუბლიკის ისტორიაში, როგორც მმართველი, რომლის ქვეყანაშიც მშვიდობაა, არ არიან ჰომოსექსუალები და საზღვრები გაფართოვებულია", - ვკითხულობთ Кавказ Реалии-ის სტატიაში.

"ასეთ პირობებში უწევთ გალელებს პენსიების ასაღებად და მედიკამენტების შესაძენად ზუგდიდში გადმოსვლა" - "ფეისბუქზე" უმძიმესი კადრები ვრცელდება

დათა ვანიშვილი საქართველოს ჰიმნის ფონზე დაკრძალეს - ემოციური ფოტორეპორტაჟი ხურვალეთიდან

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დათა ვანიშვილის რამდენიმე ნათესავს დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების ნება მისცეს