ავტორი:

მათ ადამიანთა მიზიდვის საოცარი ძალა გააჩნიათ... - როგორები იქნებიან 2019 წელს დაბადებული ბავშვები

მათ ადამიანთა მიზიდვის საოცარი ძალა გააჩნიათ... - როგორები იქნებიან 2019 წელს დაბადებული ბავშვები

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით ყოველ წელს თავისი თავისებურებები და დახასიათება აქვს, ის შეესაბამება 12-დან ერთ-ერთი ცხოველის მახასიათებლებს. ციკლი 12-წლიანია. ყოველ ცხოველს თავისი სტიქია აქვს. ამ ციკლიდან და აღმოსავლური კალენდრიდან გამომდინარე 2019 წელი ყვითელი ღორის (ტახის) წელია. ამ შემთხვევაში ფერი მიწის სტიქიის განმსაზღვრელია. ჩინურ ჰოროსკოპში სულ 5 სტიქიაა. თითოეული მათგანი თავისებურად ცვლის წლის სიმბოლოს.

გარეული ღორის სტიქია ცეცხლია. ის სიმყუდროვის გარანტი და ოჯახის მფარველია. ნაყოფიერების სიმბოლოა.

2019 წელი სწორედ გარეული ღორის წელია. ეს წელი გამორჩეული იქნება ნაყოფიერებითა და ბარაქით. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ეს წელი იქნება მატების წელი, ბავშვების დაბადების წელი.

სიანტერესოა, როგორები იქნებიან 2019 წელს დაბადებული ბავშვები (ეს დახასიათება დიდწილად ზოგადად ღორის წელში დაბადებულ ბავშვებსაც ეხებათ).

საერთო დახასიათება

ამ წელს დაბადებული ბავშვები არიან ხალისიანები და მზიანები. დაბადების პირველივე დღეებიდან ყველა ცდილობს მათთან ურთიერთობას, მათ ადამიანთა მიზიდვის საოცარი ძალა გააჩნიათ. პატარაობიდანვე ბავშვი ცდილობს ჩართული იყოს ოჯახში მიმდინარე ყველა პროცესში. ის მუდმივ მზრუნველობასა და ყურადღებს მოითხოვს. მომავალში ეს ადამიანები გამოირჩევიან მოსმენის საოცარი უნარით და ძალიან კარგი მოსაუბრეები არიან.

ძალიან ყურადღებიანები არიან და არასდროს არაფერი გამორჩებათ. პატარაობიდანვე აქვთ საკუთარი პრინციპები და მათ, როგორც წესი, არ ღალატობენ. ეს თვისება სიცოცხლის ბოლომდე გაყვებათ ხოლმე.

ღორის წელში დაბადებული ბავშვები ძალიან მეგობრულები და კეთილები არიან, არასდროს ენანებათ მეგობრებისთვის კანფეტებისა და სათამაშოების გაზიარება.

სწავლა

ამ წელს დაბადებულ ბავშვებს უყვართ სწავლა და ახალი ინფორმაციების შემეცნება.

თუმცა, ისინი არამდგრადები არიან და სულ მცირე დაბრკოლების შედეგადაც კი შესაძლოა გული აიცრუონ სწავლაზე, ამიტომ მათთან მიმართებაში სიფრთხილეა საჭირო. ამ ბავშვებმა შესაძლოა იცოდნენ ბევრი რამ, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ ძირითადად მათი ცოდნა ზედაპირულია ხოლმე. ამიტომ გირჩევთ ისინი ან თავად ამეცადინოთ ან რეპეტიტორი დაუქირავოთ ხოლმე.

მოზრდილობის ასაკში ბავშვები ხვდებიან, რომ აპათია მათი პირველი მტერია. მათ უნდა დაძლიონ სიზარმაცე, რათა რამე შედეგს მიაღწიონ.

წაიკითხეთ ვრცლად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ