ავტორი:

52 წლის კაცმა ამნეზია დაიბრალა და სიდედრს საზღვარგარეთ გაექცა

52 წლის კაცმა ამნეზია დაიბრალა და სიდედრს საზღვარგარეთ გაექცა

იტალიელი მამაკაცი, რომელიც ქალაქ პიზადან გაუჩინარდა, პოლიციამ ედინბურგში იპოვა. 52 წლის სალვატორე მანინოს, ახლობლების ინფორმაციით, ამნეზია ჰქონდა, სამართალდამცველებმა ის ერთ-ერთ ეკლესიასთან ახლოს იპოვეს.

მისი ძებნა პოლიციამ გაუჩინარებიდან მალევე დაიწყო, მოგვიანებით კი სამართალდამცველებმა მანინოს კომპიუტერში იპოვეს ძიების შედეგები - „როგორ გავუჩინარდეთ“ და „როგორ მოვაჩვენოთ თავი, რომ მეხსიერება დავკარგეთ“.

სალვატორემ, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს, ედინბურგში პოლიციასთან აღიარა, რომ ამნეზია არ აქვს და ყველაფერი სიდედრისგან თავის დასაღწევად მოიფიქრა.

„მეხსიერება არასოდეს დამიკარგავს. მინდოდა, ჩემი ოჯახისთვის მეჩვენებინა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ვარ, დამებრუნებინა ქმრის და მამის პოზიცია ოჯახში, რომელიც ჩემმა სიდედრმა, ფაქტობრივად, ჩამომართვა,“ - ამბობს მანინო.

სახლიდან წასვლამდე სალვატორემ სახლში დატოვა ჩემოდანი, რომელშიც 10,500 ევრო და წერილი იდო, სადაც ციფრებისგან შედგენილი კოდი ეწერა. გაშიფვრის შედეგად კი ოჯახის წევრებმა უფროსი შვილის ასაკი მიიღეს, 18.

შოტლანდიაში გამგზავრებამდე მანინო ქალაქ პრატოში ჩავიდა, სადაც სუპერმარკეტში იმუშავა, ჩინურ დასახლებაში.

გამოძიება თავდაპირველად ფიქრობდა, რომ მამაკაცი შოტლანდიაში ჩინურ მაფიას გაექცა, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სხვა ქვეყანაში წასვლა სიდედრისგან თავის დასაღწევად გადაწყვიტა.

მანინოს იდენტიფიცირება მისი ტატუებით მოხერხდა. პოლიციელებმა მისი პოვნის შესახებ ცოლს, ფრანჩესკას და შვილებს მალევე აცნობეს. სალვატორე იტალიაში ჩაიყვანეს, სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ კი ექიმებმა განაცხადეს, რომ მანინოს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ