ავტორი:

"ინსტაგრამის" მომხმარებლებმა იპოვეს წყვილი, რომლის ფოტოს მყვინთავებმა ავიაკატასტროფის შემდეგ ზღვაში მიაგნეს

"ინსტაგრამის" მომხმარებლებმა იპოვეს წყვილი, რომლის ფოტოს მყვინთავებმა ავიაკატასტროფის შემდეგ ზღვაში მიაგნეს

შანსი, რომ „ლაიონ ეარის“ თვითმფრინავის რომელიმე მგზავრი ავიაკატასტროფას გადაურჩა, ძალიან დაბალია, BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ინდონეზიელმა სამართალდამცველებმა განაცხადეს.

ბორტზე 189 ადამიანი იმყოფებოდა.

„ლაიონ ეარის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში 179 ზრდასრული მგზავრი, ერთი ბავშვი და ორი ჩვილი იმყოფებოდა. ბორტზე იყვნენ, ასევე, ორი მფრინავი და ეკიპაჟის 6 წევრი.

სამძებრო სამუშაოები გრძელდება, მყვინთავებმა უკვე იპოვეს „შავი ყუთი“, რომელიც გამოძიებას საშუალებას მისცემს, ავიაკატასტროფის მიზეზები დაადგინოს.

ზღვაში ნაპოვნ ნივთებს შორის არის მობილური ტელეფონის ჩასადებიც, რომელზეც წყვილის ფოტოა დაბეჭდილი - ქალი და მამაკაცი ხიდზე მიდიან.

სოციალური ქსელების ინდონეზიელი მომხმარებლები მაქსიმალურად შეეცადნენ, მოეძებნათ ადამიანები, რომლებიც ფოტოზე ჩანან და საბოლოოდ, შეძლეს სურათი „ინსტაგრამზე“ ეპოვათ.

კადრი სოციალურ ქსელში გაზიარებული ჰქონდა მომხმარებელს სახელით ინე იუნიტა სავიტრი, თუმცა თავად ბორტზე არ იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავში იჯდა მისი ქმარი, ვაჰჯოე ნოეგროჰანტორო, მობილური ტელეფონის ბუდეც სწორედ მას ეკუთვნოდა.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამ განაპირობა ავიაკატასტროფა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"