რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია. ადგილზე 12 ერთეული სახანძრო სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რუსთავში 5 ეკიპაჟი თბილისიდან მიემართება.
მათივე ინფორმაციით, დამწვარია 800-900 კვადრატული მეტრი ფართობი. ცეცხლი სავაჭრო ობიექტზე არსებულ დახლებს უკიდია. ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული არავინ არის. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეხი უცნობია.