საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთხელ მოხდა, როცა დავშორდით, მას შემდეგ სერიოზული კამათი არ გვქონია" - როგორი მეუღლე და მამაა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი
"ერთხელ მოხდა, როცა დავშორდით, მას შემდეგ სერიოზული კამათი არ გვქონია" - როგორი მეუღლე და მამაა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი

თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია. ის მუდ­მი­ვად ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბა ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით და ამის გამო გულ­შე­მატ­კივ­რის მხრი­დან სიმ­პა­თი­ი­თაც არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. ოქ­რი­აშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად "კრას­ნო­და­რის" ღირ­სე­ბას იცავს, თუმ­ცა მო­ე­დან­ზე გას­ვლას ჯერ ვერ ახერ­ხებს, რად­გან ტრავ­მა აქვს, მაგ­რამ არც ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, თორ­ნი­კე მო­ე­დანს 2-3 კვი­რა­ში და­უბ­რუნ­დე­ბა.

სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "კრას­ნო­და­რი­სა" და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შემ­ტე­ვი ნა­ხე­ვარმცვე­ლი თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლი ორი ვა­ჟის, 6 წლის ალექ­სან­დრეს და 4 წლის და­დის მა­მაა. გვინ­და, თორ­ნი­კე სხვა კუ­თხით გა­გაც­ნოთ, არა რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლი, არა­მედ რო­გორც მე­უღ­ლე და მამა. sportall.ge-მ თორ­ნი­კეს მე­უღ­ლეს­თან, ლიკა მუ­ზაშ­ვილ­თან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა:

- ალექ­სან­დრე წელს წა­ვი­და სკო­ლა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან უყ­ვარს, ჯერ და­ნამ­დვი­ლე­ბით ვერ ვი­ტყვით, სა­ბო­ლო­ოდ ამ პრო­ფე­სი­ა­ზე შე­ა­ჩე­რებს თუ არა არ­ჩე­ვანს, რად­გან სხვა ინ­ტე­რე­სე­ბიც აქვს.

- თუ უყუ­რებს მა­მის თა­მა­შებს, თუნ­დაც ეკ­რა­ნი­დან?

- იმ­დე­ნად ცელ­ქია, რომ ერთ ად­გი­ლას ვერ დას­ვამ. ისე ძა­ლი­ან ამა­ყობს, რომ მამა ფეხ­ბურ­თე­ლი ჰყავს. სკო­ლა­ში ყო­ველ დი­ლით ბურ­თით მი­დის და აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი ერთ-ერთი ფეხ­ბურ­თე­ლის შვი­ლია.

- ლიკა, შენი გად­მო­სა­ხე­დი­დან რამ­დე­ნად რთუ­ლია ფეხ­ბურ­თე­ლის ცო­ლო­ბა?

- ჩემ­თვის პი­რა­დად არ არის რთუ­ლი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ მეს­მის, რა­ტომ მი­აჩ­ნი­ათ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ცო­ლო­ბა სიძ­ნე­ლედ. ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ წყვი­ლებს ცალ-ცალ­კე ყოფ­ნა უწევთ, ერ­თმა­ნე­თის­გან შორს. თუმ­ცა ჩვენ ხში­რად ვართ ერ­თად.

- რო­გო­რი მე­უღ­ლე და მა­მაა, ხში­რად გა­ნე­ბივ­რებს სი­ურპრი­ზე­ბით?

- ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნია. არას­დროს არა­ფე­რი ავი­წყდე­ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვა­ვი­ლე­ბი და იმ­დე­ნად ხში­რად მჩუქ­ნის, რომ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი შემ­თხვე­ვის გახ­სე­ნე­ბა მიძ­ნელ­დე­ბა. მეც მიყ­ვარს მის­თვის სი­ურპრი­ზე­ბის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ მა­სა­ვით აქ­ტი­უ­რი არ ვარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა ჩვენ­თან არ არის, მუდ­მი­ვად ინ­ტე­რეს­დე­ბა ალექ­სან­დრეს სკო­ლის დღის წეს­რი­გით. ძა­ლი­ან გა­ნიც­დის იმას, რომ ჩვენ­გან შორს არის და ამი­ტომ სულ ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს ჩვენ­გან.

- თქვენს ცხოვ­რე­ბა­შიც იყო რთუ­ლი პე­რი­ო­დი, და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყა­ვით. შემ­დეგ შე­რიგ­დით და ახლა, რო­გორც ვხე­დავთ, შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი წყვი­ლი ხართ. გა­ბუტვის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლი დგამთ შე­რი­გე­ბის­თვის პირ­ველ ნა­ბიჯს?

- ერთხელ მოხ­და, როცა დავ­შორ­დით. მას შემ­დეგ სე­რი­ო­ზუ­ლი კა­მა­თი არ გვქო­ნია. ვფიქ­რობ, რომ მა­შინ მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი და შე­რი­გე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა თორ­ნი­კეს­გან წა­მო­ვი­და. ზო­გა­დად, ვფიქ­რობ, რომ მე ვარ სულ მარ­თა­ლი(იცი­ნის). ჩემი აზ­რით, პა­ტარ-პა­ტა­რა გა­ბუტვე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია.

- რა რე­აქ­ცია გაქვთ, როცა თორ­ნი­კეს გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს ხე­დავთ?

- ამა­ში პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ. უგულ­შე­მატ­კივ­რონ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა. უკვე შე­ვეჩ­ვიე ამ ამ­ბავს (იცი­ნის)...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"ერთხელ მოხდა, როცა დავშორდით, მას შემდეგ სერიოზული კამათი არ გვქონია" - როგორი მეუღლე და მამაა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი

"ერთხელ მოხდა, როცა დავშორდით, მას შემდეგ სერიოზული კამათი არ გვქონია" - როგორი მეუღლე და მამაა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი

თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელია. ის მუდმივად ბოლომდე იხარჯება ნაკრების მაისურით და ამის გამო გულშემატკივრის მხრიდან სიმპათიითაც არის დაჯილდოებული. ოქრიაშვილი ამჟამად "კრასნოდარის" ღირსებას იცავს, თუმცა მოედანზე გასვლას ჯერ ვერ ახერხებს, რადგან ტრავმა აქვს, მაგრამ არც ისეთი სერიოზული. სავარაუდოდ, თორნიკე მოედანს 2-3 კვირაში დაუბრუნდება.

საფეხბურთო კლუბ "კრასნოდარისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ორი ვაჟის, 6 წლის ალექსანდრეს და 4 წლის დადის მამაა. გვინდა, თორნიკე სხვა კუთხით გაგაცნოთ, არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც მეუღლე და მამა. sportall.ge-მ თორნიკეს მეუღლესთან, ლიკა მუზაშვილთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

- ალექსანდრე წელს წავიდა სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი ძალიან უყვარს, ჯერ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, საბოლოოდ ამ პროფესიაზე შეაჩერებს თუ არა არჩევანს, რადგან სხვა ინტერესებიც აქვს.

- თუ უყურებს მამის თამაშებს, თუნდაც ეკრანიდან?

- იმდენად ცელქია, რომ ერთ ადგილას ვერ დასვამ. ისე ძალიან ამაყობს, რომ მამა ფეხბურთელი ჰყავს. სკოლაში ყოველ დილით ბურთით მიდის და აღმოჩნდა, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ერთ-ერთი ფეხბურთელის შვილია.

- ლიკა, შენი გადმოსახედიდან რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა?

- ჩემთვის პირადად არ არის რთული. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ მიაჩნიათ ფეხბურთელების ცოლობა სიძნელედ. ალბათ, იმიტომ, რომ წყვილებს ცალ-ცალკე ყოფნა უწევთ, ერთმანეთისგან შორს. თუმცა ჩვენ ხშირად ვართ ერთად.

- როგორი მეუღლე და მამაა, ხშირად განებივრებს სიურპრიზებით?

- ძალიან მზრუნველი ადამიანია. არასდროს არაფერი ავიწყდება. ძალიან მიყვარს ყვავილები და იმდენად ხშირად მჩუქნის, რომ ერთი კონკრეტული გამორჩეული შემთხვევის გახსენება მიძნელდება. მეც მიყვარს მისთვის სიურპრიზების გაკეთება, მაგრამ მასავით აქტიური არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენთან არ არის, მუდმივად ინტერესდება ალექსანდრეს სკოლის დღის წესრიგით. ძალიან განიცდის იმას, რომ ჩვენგან შორს არის და ამიტომ სულ ცდილობს, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს ჩვენგან.

- თქვენს ცხოვრებაშიც იყო რთული პერიოდი, დაშორებულები იყავით. შემდეგ შერიგდით და ახლა, როგორც ვხედავთ, შეხმატკბილებული წყვილი ხართ. გაბუტვის შემთხვევაში, რომელი დგამთ შერიგებისთვის პირველ ნაბიჯს?

- ერთხელ მოხდა, როცა დავშორდით. მას შემდეგ სერიოზული კამათი არ გვქონია. ვფიქრობ, რომ მაშინ მართალი ვიყავი და შერიგების ინიციატივა თორნიკესგან წამოვიდა. ზოგადად, ვფიქრობ, რომ მე ვარ სულ მართალი(იცინის). ჩემი აზრით, პატარ-პატარა გაბუტვები ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში ნორმალური პროცესია.

- რა რეაქცია გაქვთ, როცა თორნიკეს გულშემატკივრებს შორის ახალგაზრდა გოგონებს ხედავთ?

- ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. უგულშემატკივრონ, ძალიან გამიხარდება. უკვე შევეჩვიე ამ ამბავს (იცინის)...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ