ქვემო ფონიჭალაში ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, აქედან ერთი ტრაილერია. მომხდარიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ოთხმა ადამიანმა, რომლებიც თბილისის სხვადასხვა სააავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
როგორც Ambebi.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო ბრიგადაც. ამ ეტაპზე ქვემო ფონიჭალაში ავტოტრანსპორტით მოძრაობა აღდგენილა.