სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდა კვიპროსში მდებარე ქართულ მონასტერზე - "მეშვიდე ბერი გაქცეულა, კლდიდან გადამხტარა და უვნებლად დაშვებულა ძირს..."
ლეგენდა კვიპროსში მდებარე ქართულ მონასტერზე - "მეშვიდე ბერი გაქცეულა, კლდიდან გადამხტარა და უვნებლად დაშვებულა ძირს..."

კვიპ­რო­სის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქის, პო­ლის ქრი­სო­ქო­სის მახ­ლობ­ლად, ტყე­ში ღა­ლი­ას (ჟა­ლი­ას) მო­ნას­ტე­რი მდე­ბა­რე­ობს. მო­ნას­ტრის ნან­გრე­ვე­ბი 1981 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნა ამე­რი­კა­ში ემიგ­რი­რე­ბულ­მა ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­მა, ქარ­თვე­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­კოს­მა, კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ვახ­ტანგ ჯო­ბა­ძემ.

ქარ­თუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ეს უძ­ვე­ლე­სი კერა რამ­დენ­ჯერ­მეა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ძველ ქარ­თულ წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში, რო­მელ­თა შო­რის უძ­ვე­ლე­სი XI-XII სა­უ­კუ­ნე­ბის მიჯ­ნით თა­რიღ­დე­ბა. ღა­ლი­ას მო­ნას­ტერ­ში, მისი არ­სე­ბო­ბის და­სას­რუ­ლამ­დე, ქარ­თვე­ლი ბერ-მო­ნაზვნე­ბი მოღ­ვა­წე­ობ­დნენ.

სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ნას­ტერ­მა არ­სე­ბო­ბა XVI სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, ოს­მალ­თა მიერ კვიპ­რო­სის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ შე­წყვი­ტა. ღა­ლია გა­ი­ძარ­ცვა და ნან­გრე­ვე­ბად იქცა. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა შე­მო­ი­ნა­ხეს ლე­გენ­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 1571 წელს, კვიპ­რო­სის და­პყრო­ბის შემ­დეგ, ოს­მალ­თა რაზმს და­უ­კა­ვე­ბია ღა­ლი­აც, სა­დაც ექ­ვსი ქარ­თვე­ლი ბერი წა­მე­ბით და­უ­ხო­ცავთ. მეშ­ვი­დე ბერი გაქ­ცე­ვი­ათ, ფრი­ა­ლო კლდი­დან გა­დამხტა­რა და უვ­ნებ­ლად დაშ­ვე­ბუ­ლა ძირს. შე­ში­ნე­ბუ­ლი მდევ­რე­ბი უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან, ქარ­თველ ბერს კი ქოხი აუ­შე­ნე­ბია და ღრმა სი­ბე­რემ­დე იქ უცხოვ­რია.

ამ სას­წა­უ­ლის ად­გილს, დღემ­დე „ბე­რის ნახ­ტომს“ უწო­დე­ბენ. მორ­წმუ­ნე­ებ­ში შე­მორ­ჩა ლე­გენ­და მო­ნას­ტრის წის­ქვი­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მო­ნას­ტრის საფ­ქვავს ფქვავ­და და თა­ვი­სით ჩერ­დე­ბო­და, რო­გორც კი სხვი­სი მარ­ცვლე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და ხვი­მირ­ში.

მო­ნას­ტრის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლის იდეა 2001 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია II-ის კვიპ­როს­ში ვი­ზი­ტის დროს გაჩ­ნდა. მას შემ­დეგ რაც სა­ქარ­თვე­ლოს და კვიპ­რო­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­აღ­წი­ეს შე­თან­ხმე­ბას ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვა-ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, ქარ­თვე­ლი არ­ქე­ო­ლო­გე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი, მხატ­ვარ-რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბი, ან­თრო­პო­ლო­გე­ბი, ტო­პოგ­რა­ფე­ბი, გე­ო­ლო­გე­ბი, კონ­სტრუქ­ტო­რე­ბი წლე­ბის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­დნენ ძეგლის გაწ­მენ­დი­სა და კონ­სერ­ვა­ცი­ის­თვის.

პრო­ექ­ტში ატი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო. ძეგლის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ-კვლე­ვი­თი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ქარ­თულ­მა მხა­რემ, ფონდმა „ქარ­თუმ“ და­ა­ფი­ნან­სა.

გა­თხრე­ბის დროს აღ­მო­ა­ჩი­ნეს ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის ნან­გრე­ვე­ბი, რო­მე­ლიც არა­უგ­ვი­ა­ნეს, 1000 წლით თა­რიღ­დე­ბა. ამ­ჟა­მად ღა­ლი­ას ღვთის­მშობ­ლის მო­ნას­ტე­რი და მას­ში შე­მა­ვა­ლი წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ეკ­ლე­სია ნან­გრე­ვე­ბის­გან სრუ­ლად გა­იწ­მინ­და. აღ­დგე­ნი­ლი მო­ნას­ტე­რი ტუ­რის­ტულ რუ­კა­ზეც არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

მო­ნას­ტე­რი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ა­კე­თე­ბი­ნა თა­მარ მე­ფემ. მას შემ­დეგ იგი კი­დევ ერთხელ გა­ნახ­ლე­ბუ­ლა მე-13-14 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე. აღ­მო­ჩე­ნი­ლია მე-13-14 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ფრეს­კე­ბი და წარ­წე­რე­ბი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და რე­ლი­გი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ნივ­თი.

ღა­ლი­ის მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია ქარ­თულ-ინ­გლი­სურ-ბერ­ძნუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო დაფა, აღ­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­სა და კვიპ­რო­სის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შე­ბი, ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის დე­ლე­გა­ცი­ის სტუმ­რო­ბი­სას კი ჟღერს სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი და ქარ­თუ­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ქარ­თულ მო­ნას­ტერ­ში ადის მო­სა­ლო­ცად, ღა­მეს ათევს, მო­ნა­წი­ლე­ობს ქარ­თველ მღვდელმსა­ხურ­თა მიერ ჩა­ტა­რე­ბულ სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბა­ში.

კვიპ­რო­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქარ­თველ­თა ის­ტო­რი­უ­ლი ღვაწ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს, ღა­ლი­ას სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის მიმ­დე­ბა­რედ, 13 000 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი გა­დას­ცა მას­ზე ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრის ასა­შე­ნებ­ლად (მი­წის ნაკ­ვე­თის სა­ხელ­მწი­ფო ღი­რე­ბუ­ლე­ბა - 260 000 ევრო, ხოლო სა­ბაზ­რო - 1.000 000 ევ­როა). კვიპ­რო­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ჩუქ­რის რე­გის­ტრა­ცი­ა­ში გა­ტა­რე­ბის თა­რი­ღი - 04.01.2018 - სიმ­ბო­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია II-ის და­ბა­დე­ბის დღეს და­ამ­თხვია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ლეგენდა კვიპროსში მდებარე ქართულ მონასტერზე - "მეშვიდე ბერი გაქცეულა, კლდიდან გადამხტარა და უვნებლად დაშვებულა ძირს..."

ლეგენდა კვიპროსში მდებარე ქართულ მონასტერზე - "მეშვიდე ბერი გაქცეულა, კლდიდან გადამხტარა და უვნებლად დაშვებულა ძირს..."

კვიპროსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ისტორიული ქალაქის, პოლის ქრისოქოსის მახლობლად, ტყეში ღალიას (ჟალიას) მონასტერი მდებარეობს. მონასტრის ნანგრევები 1981 წელს აღმოაჩინა ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველმა მეცნიერმა, ქართველი ხელოვნების ისტორიკოსმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ ჯობაძემ.

ქართული სულიერებისა და კულტურის ეს უძველესი კერა რამდენჯერმეა მოხსენიებული ძველ ქართულ წერილობით წყაროებში, რომელთა შორის უძველესი XI-XII საუკუნების მიჯნით თარიღდება. ღალიას მონასტერში, მისი არსებობის დასასრულამდე, ქართველი ბერ-მონაზვნები მოღვაწეობდნენ.

სავარაუდოდ, მონასტერმა არსებობა XVI საუკუნის ბოლოს, ოსმალთა მიერ კვიპროსის ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. ღალია გაიძარცვა და ნანგრევებად იქცა. ადგილობრივებმა შემოინახეს ლეგენდა, რომლის თანახმადაც, 1571 წელს, კვიპროსის დაპყრობის შემდეგ, ოსმალთა რაზმს დაუკავებია ღალიაც, სადაც ექვსი ქართველი ბერი წამებით დაუხოცავთ. მეშვიდე ბერი გაქცევიათ, ფრიალო კლდიდან გადამხტარა და უვნებლად დაშვებულა ძირს. შეშინებული მდევრები უკან დაბრუნებულან, ქართველ ბერს კი ქოხი აუშენებია და ღრმა სიბერემდე იქ უცხოვრია.

ამ სასწაულის ადგილს, დღემდე „ბერის ნახტომს“ უწოდებენ. მორწმუნეებში შემორჩა ლეგენდა მონასტრის წისქვილის შესახებ, რომელიც მხოლოდ მონასტრის საფქვავს ფქვავდა და თავისით ჩერდებოდა, როგორც კი სხვისი მარცვლეული აღმოჩნდებოდა ხვიმირში.

მონასტრის სრულმასშტაბიანი არქეოლოგიური შესწავლის იდეა 2001 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კვიპროსში ვიზიტის დროს გაჩნდა. მას შემდეგ რაც საქართველოს და კვიპროსის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი კვლევა-ძიების ჩატარების თაობაზე, ქართველი არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, მხატვარ-რესტავრატორები, ანთროპოლოგები, ტოპოგრაფები, გეოლოგები, კონსტრუქტორები წლების მანძილზე მუშაობდნენ ძეგლის გაწმენდისა და კონსერვაციისთვის.

პროექტში ატიურად იყო ჩართული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. ძეგლის არქეოლოგიურ-კვლევითი სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართულმა მხარემ, ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

გათხრების დროს აღმოაჩინეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევები, რომელიც არაუგვიანეს, 1000 წლით თარიღდება. ამჟამად ღალიას ღვთისმშობლის მონასტერი და მასში შემავალი წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ნანგრევებისგან სრულად გაიწმინდა. აღდგენილი მონასტერი ტურისტულ რუკაზეც არის დაფიქსირებული.

მონასტერი საფუძვლიანად შეაკეთებინა თამარ მეფემ. მას შემდეგ იგი კიდევ ერთხელ განახლებულა მე-13-14 საუკუნეების მიჯნაზე. აღმოჩენილია მე-13-14 საუკუნეების ქართული ფრესკები და წარწერები, საყოფაცხოვრებო და რელიგიური დანიშნულების სხვადასხვა ნივთი.

ღალიის მონასტრის ტერიტორიაზე განთავსებულია ქართულ-ინგლისურ-ბერძნულენოვანი საინფორმაციო დაფა, აღმართულია საქართველოსა და კვიპროსის სახელმწიფო დროშები, ნებისმიერი ქვეყნის დელეგაციის სტუმრობისას კი ჟღერს საქართველოს ჰიმნი და ქართული საგალობლები. ადგილობრივი მოსახლეობა ქართულ მონასტერში ადის მოსალოცად, ღამეს ათევს, მონაწილეობს ქართველ მღვდელმსახურთა მიერ ჩატარებულ საეკლესიო მსახურებაში.

კვიპროსის ხელისუფლებამ ქართველთა ისტორიული ღვაწლის აღსანიშნავად, საქართველოს სახელმწიფოს, ღალიას სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, 13 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა მასზე ეკლესია-მონასტრის ასაშენებლად (მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ღირებულება - 260 000 ევრო, ხოლო საბაზრო - 1.000 000 ევროა). კვიპროსის ხელისუფლებამ საჩუქრის რეგისტრაციაში გატარების თარიღი - 04.01.2018 - სიმბოლურად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადების დღეს დაამთხვია.

"მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომელიც რამდენიმე დღეში შევა ძალაში" - გამყრელიძე ბოლო დღეების ეპიდვითარებას აჯამებს

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ჩემი პირადი რეკომენდაციაა, რომ თამაში ჩატარდეს მაყურებლის გარეშე", - ამირან გამყრელიძე საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩზე