სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითმხილველი ლილოში მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობს
თვითმხილველი ლილოში მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობს

თვითმხილ­ვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­ლოს მიმ­დე­ბა­რედ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ერთ-ერთ და­შა­ვე­ბულს თავ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი.

„რო­დე­საც მო­ვე­დი, ერთი ქალი მი­წა­ზე იწვა და თა­ვი­დან სის­ხლი სდი­ო­და. ერთ-ერთ მან­ქა­ნა­ში, რო­მე­ლიც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში მოყ­ვა, ბავ­შვი იჯდა”, - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

კი­დევ ერთი თვითმხილ­ვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ვი­და 4 სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და. მა­თი­ვე თქმით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, მძღო­ლე­ბი არ და­შა­ვე­ბუ­ლან.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და.

ლი­ლო­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 6 მო­ქა­ლა­ქე სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში გა­ნუ­ცხა­დეს, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ე.წ. არა­მი­ან­ცის კლას­ტერ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი, კერ­ძოდ, ორი მათ­გა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლია ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში, სამი - „ამ­ტელ­ში“ და ერთი გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­ის ცენ­ტრში.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა.

ლი­ლო­ში ერ­თმა­ნეთს ოთხი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ შო­რის, ორი ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი შე­ე­ჯა­ხა.

ლი­ლოს ბაზ­რო­ბის მიმ­დე­ბა­რედ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ცოტა ხნის წინ მოხ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 6 მო­ქა­ლა­ქე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მომ­ხდარ­ზე შს სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

თვითმხილველი ლილოში მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობს

თვითმხილველი ლილოში მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობს

თვითმხილველის ინფორმაციით, ლილოს მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს თავზე დაზიანება ჰქონდა მიღებული.

„როდესაც მოვედი, ერთი ქალი მიწაზე იწვა და თავიდან სისხლი სდიოდა. ერთ-ერთ მანქანაში, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, ბავშვი იჯდა”, - ამბობს თვითმხილველი.

კიდევ ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მივიდა 4 სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მათივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მძღოლები არ დაშავებულან.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ლილოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 6 მოქალაქე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები ე.წ. არამიანცის კლასტერში არიან გადაყვანილი, კერძოდ, ორი მათგანი მოთავსებულია ინგოროყვას კლინიკაში, სამი - „ამტელში“ და ერთი გადაუდებელი ქირურგიის ცენტრში.

მათი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ლილოში ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ორი ყვითელი მიკროავტობუსი შეეჯახა.

ლილოს ბაზრობის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად 6 მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო