პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლილოში სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები
ლილოში სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები

თბი­ლის­ში, ლი­ლოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვი­თე­ლი სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სი გა­დაბ­რუნ­და, რო­მელ­შიც მგზავ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თვითმხილ­ვე­ლებ­მა ად­გი­ლი­დან აც­ნო­ბეს, ავა­რი­ის დროს, ერ­თმა­ნეთს ოთხი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ე­ჯა­ხა, მათ შო­რის, ორი ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად, ერთ-ერთი "მარ­შრუტ­კა" გა­დაბ­რუნ­და.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსხვერ­პლი არ არის, თუმ­ცა არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, 8 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და და მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა. და­შა­ვე­ბუ­ლი 6 მო­ქა­ლა­ქე სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში გა­ნუ­ცხა­დეს, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ე.წ. არა­მი­ან­ცის კლას­ტერ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი, კერ­ძოდ, ორი მათ­გა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლია ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში, სამი - „ამ­ტელ­ში“ და ერთი გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­ის ცენ­ტრში.

იხი­ლეთ: კად­რე­ბი ლი­ლო­დან, სა­დაც 2 ყვი­თე­ლი სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სი, ტრა­ი­ლე­რი და მან­ქა­ნა შე­ე­ჯახ­ნენ - რას ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვას შე­ეს­წრო

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის მი­ზეზ­ზე „თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი“ სა­უბ­რობს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კომ­პა­ნი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, არ იკ­ვე­თე­ბა 165 ნო­მე­რი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა, რო­მე­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბაც გა­დაბ­რუნ­და.

„ლი­ლოს მიმ­დე­ბა­რედ გზა­ზე ერ­თმა­ნეთს 4 ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. თავ­და­პირ­ვე­ლად „მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს ტრა­ი­ლე­რი შე­ე­ჯა­ხა, რა­მაც ყვი­თელ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ზე და­ჯა­ხე­ბა გა­მო­იწ­ვია და აღ­ნიშ­ნუ­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი მე­ო­რე ყვი­თელ მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს და­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გა­დაბ­რუნ­და“, - გა­ნა­ცხა­დეს კომ­პა­ნი­ა­ში.

„ერთ-ერთი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი გა­დაბ­რუნ­და. სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს მი­ღე­ბუ­ლი 8 ადა­მი­ანს, თუმ­ცა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გონ­ზეა. მსხვერ­პლი არ არის“, - გა­ნა­ცხა­დეს შსს-ში. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი სა­ა­გენ­ტოს თვითმხილ­ველ­მა მი­ა­წო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ლილოში სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები

ლილოში სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები

თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი სამარშუტო ტაქსი გადაბრუნდა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა ადგილიდან აცნობეს, ავარიის დროს, ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა, მათ შორის, ორი ყვითელი მიკროავტობუსი. შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი "მარშრუტკა" გადაბრუნდა.

შსს-ს ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა არიან დაშავებულები. შემთხვევის შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დაშავებული 6 მოქალაქე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები ე.წ. არამიანცის კლასტერში არიან გადაყვანილი, კერძოდ, ორი მათგანი მოთავსებულია ინგოროყვას კლინიკაში, სამი - „ამტელში“ და ერთი გადაუდებელი ქირურგიის ცენტრში.

იხილეთ: კადრები ლილოდან, სადაც 2 ყვითელი სამარშუტო ტაქსი, ტრაილერი და მანქანა შეეჯახნენ - რას ამბობს თვითმხილველი, რომელიც შემთხვევას შეესწრო

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზზე „თბილისის მიკროავტობუსი“ საუბრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, არ იკვეთება 165 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის ბრალეულობა, რომელი სატრანსპორტო საშუალებაც გადაბრუნდა.

„ლილოს მიმდებარედ გზაზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. თავდაპირველად „მერსედესის“ მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა, რამაც ყვითელ მიკროავტობუსზე დაჯახება გამოიწვია და აღნიშნული მიკროავტობუსი მეორე ყვითელ მიკროავტობუსს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის შედეგად გადაბრუნდა“, - განაცხადეს კომპანიაში.

„ერთ-ერთი მიკროავტობუსი გადაბრუნდა. საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული 8 ადამიანს, თუმცა ყველა ადამიანი გონზეა. მსხვერპლი არ არის“, - განაცხადეს შსს-ში. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

შემთხვევის ამსახველი ფოტოები სააგენტოს თვითმხილველმა მიაწოდა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო