მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაია: "არ ვაპირებ მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით"
ბაჩო ახალაია: "არ ვაპირებ მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით"

მსჯვარ­დე­ბუ­ლი ბაჩო ახა­ლა­ია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც წერს, რომ არ აპი­რებს ვა­შა­ძეს შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თოს, რად­გან "ამ­ხე­ლა უსა­მარ­თლო სას­ჯე­ლის მოხ­დის მი­წუ­რულს, რამე შე­წყა­ლე­ბა არ სჭირ­დე­ბა".

„მინ­და ორი­ო­დე სი­ტყვით მივ­მარ­თო, რო­გორც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის, ასე­ვე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სრუ­ლე­ბი­თაც არ ვთვლი თავს ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პერ­სო­ნად, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა რამე იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში, ჩემი სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მა­ინც ხდე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი უსინ­დი­სო წარ­მო­მად­გენ­ლის მხრი­დან ჩემ­თვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი ბინ­ძუ­რი მიზ­ნე­ბით, ამი­ტო­მაც თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი რამ­დე­ნი­მე ჩემ­თვის სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რივ სა­კითხს სა­ჯა­როდ გა­ვუს­ვა ხაზი და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო მე­დი­ა­ში გაჟ­ღე­რე­ბულ რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბას.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ჩემ­თვის ჩემი პი­რა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის იმ მნიშ­ვნე­ლო­ბის, რომ ეპო­ქა­ლურ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლას ან დღეს ან ხვალ რა­მე­ში უშ­ლი­დეს ხელს. სი­მარ­თლის თქმას არა­ფე­რი უდ­გას წინ - 2012 წელს მე თვი­თონ წა­ვე­დი ცი­ხე­ში, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ 9 წელი მო­მი­სა­ჯა, მე-7 წე­ლია ვიხ­დი სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლო სას­ჯელს, მაგ­რამ დღე­საც, ისე­ვე რო­გორც 2012 წელს, იმი­სათ­ვის, რომ ჩემი არ­სე­ბო­ბა არ გახ­დეს სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში რამე დაბ­რკო­ლე­ბა, მინ­და სა­ჯა­როდ ვთქვა - მე არ ვა­პი­რებ მივ­მარ­თო ბა­ტონ გრი­გოლ ვა­შა­ძეს შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით. ჩემი მის­და­მი უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად არ ვთვლი, რომ ამ­ხე­ლა უსა­მარ­თლო სას­ჯე­ლის მოხ­დის მი­წუ­რულს რამე შე­წყა­ლე­ბა მჭირ­დე­ბო­დეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს მიმ­დი­ნა­რე და ხვალ გა­სა­მარ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლე­ბი იმ­დე­ნად დიდი ეპო­ქა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, რომ ჩემი პი­რა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბაც არ მი­ღირს მის­თვის რამე, თუნ­დაც მცი­რე­დი ხელ­შეშ­ლის ან ხელ­შეშ­ლის იმი­ტი­რე­ბის­თვის იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. უსა­მარ­თლო 9 წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი­დან მე-7 წე­ლი­წადს რა­მე­ნა­ი­რად შევ­ძლებ კი­დევ 2-3 წელ­საც გა­ვუძ­ლო.

გარ­და ამი­სა, მინ­და გა­სა­გე­ბად ავუხ­სნა, რო­გორც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“, ისე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა გარ­და­უ­ვა­ლი რე­ა­ლო­ბაა. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არც და­ა­პი­რებს რამე სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი შე­მომ­თა­ვა­ზოს, მაგ­რამ ასე­თი სა­ოც­რე­ბა რომც მოხ­დეს, მე ჩემი მხრი­დან არც არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს რამე სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის.

ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის და­სას­რუ­ლი იწყე­ბა. ერ­თა­დერ­თი რაც არის ხელ­შე­სა­წყო­ბად შე­საძ­ლე­ბე­ლი, გა­ვა­კე­თო სამ­წუ­ხა­როდ ეს კვლავ ცი­ხე­ში ჯდო­მაა. სამ­წუ­ხა­როდ ჩემი როლი ასე­თი აღ­მოჩ­ნდა. იმე­დი მაქვს ჩემ­სა­ვით ფიქ­რობს ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვის­თვი­საც მთა­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბია, ამი­ტო­მაც არის ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­ცხი გარ­და­უ­ვა­ლი. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­სა­წე­ვი სამ­სა­ხუ­რი რო­გორც ჩანს ჩემ­თვის ასე­თია“, -წერს ახა­ლა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვის გვერ­დზე.

იხი­ლეთ: ბაჩო ახა­ლა­ია შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით ვა­შა­ძის­თვის მი­მარ­თვას არ აპი­რებს - "რა­მე­ნა­ი­რად შევ­ძლებ კი­დევ 2-3 წელ­საც გა­ვუძ­ლო"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ბაჩო ახალაია: "არ ვაპირებ მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით"

ბაჩო ახალაია: "არ ვაპირებ მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით"

მსჯვარდებული ბაჩო ახალაია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ არ აპირებს ვაშაძეს შეწყალების თხოვნით მიმართოს, რადგან "ამხელა უსამართლო სასჯელის მოხდის მიწურულს, რამე შეწყალება არ სჭირდება".

„მინდა ორიოდე სიტყვით მივმართო, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს. მიუხედავად იმისა, რომ სრულებითაც არ ვთვლი თავს ისეთ მნიშვნელოვან პერსონად, რომელზეც შეიძლება რამე იყოს დამოკიდებული დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩემი სახელის გამოყენება მაინც ხდება ხელისუფლების ზოგიერთი უსინდისო წარმომადგენლის მხრიდან ჩემთვის სრულიად გაუგებარი ბინძური მიზნებით, ამიტომაც თავს ვალდებულად ვთვლი რამდენიმე ჩემთვის სრულიად ბუნებრივ საკითხს საჯაროდ გავუსვა ხაზი და გამოვეხმაურო მედიაში გაჟღერებულ რამდენიმე მოსაზრებას.

უპირველეს ყოვლისა ჩემთვის ჩემი პირადი თავისუფლება ნამდვილად არ არის იმ მნიშვნელობის, რომ ეპოქალურ პოლიტიკურ ბრძოლას ან დღეს ან ხვალ რამეში უშლიდეს ხელს. სიმართლის თქმას არაფერი უდგას წინ - 2012 წელს მე თვითონ წავედი ციხეში, „ქართულმა ოცნებამ“ 9 წელი მომისაჯა, მე-7 წელია ვიხდი სრულიად უსამართლო სასჯელს, მაგრამ დღესაც, ისევე როგორც 2012 წელს, იმისათვის, რომ ჩემი არსებობა არ გახდეს საერთო ეროვნული მიზნების მიღწევაში რამე დაბრკოლება, მინდა საჯაროდ ვთქვა - მე არ ვაპირებ მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით. ჩემი მისდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად არ ვთვლი, რომ ამხელა უსამართლო სასჯელის მოხდის მიწურულს რამე შეწყალება მჭირდებოდეს.

საქართველოში დღეს მიმდინარე და ხვალ გასამართი პოლიტიკური ბრძოლები იმდენად დიდი ეპოქალური მნიშვნელობისაა, რომ ჩემი პირადი თავისუფლებაც არ მიღირს მისთვის რამე, თუნდაც მცირედი ხელშეშლის ან ხელშეშლის იმიტირებისთვის იქნას გამოყენებული. უსამართლო 9 წლიანი სასჯელიდან მე-7 წელიწადს რამენაირად შევძლებ კიდევ 2-3 წელსაც გავუძლო.

გარდა ამისა, მინდა გასაგებად ავუხსნა, როგორც „ქართული ოცნების“, ისე გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი რეალობაა. ახალი ხელისუფლება არც დააპირებს რამე სახელმწიფო სამსახური შემომთავაზოს, მაგრამ ასეთი საოცრება რომც მოხდეს, მე ჩემი მხრიდან არც არანაირი სურვილი არ მაქვს რამე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის.

ვითარება ძალიან მარტივია, ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასასრული იწყება. ერთადერთი რაც არის ხელშესაწყობად შესაძლებელი, გავაკეთო სამწუხაროდ ეს კვლავ ციხეში ჯდომაა. სამწუხაროდ ჩემი როლი ასეთი აღმოჩნდა. იმედი მაქვს ჩემსავით ფიქრობს ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც მთავარი საქართველოს ეროვნული ინტერესებია, ამიტომაც არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური მარცხი გარდაუვალი. დღეს საქართველოსთვის გასაწევი სამსახური როგორც ჩანს ჩემთვის ასეთია“, -წერს ახალაია სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

იხილეთ: ბაჩო ახალაია შეწყალების თხოვნით ვაშაძისთვის მიმართვას არ აპირებს - "რამენაირად შევძლებ კიდევ 2-3 წელსაც გავუძლო"

სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად - ფოტო პრეზიდენტის "ფეისბუქიდან"

"სააკაშვილის ჩამოსვლა დაგვხატავდა" - ემზარ კვიციანი

ნიკა მელია "სინოვაკით" აიცრა - ფოტო კლინიკიდან