Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი დღე ტიროდა და საქართველოში წაყვანას მთხოვდა" - 5 წლის ემიგრანტი ბიჭუნა, რომელიც საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს
"მთელი დღე ტიროდა და საქართველოში წაყვანას მთხოვდა" - 5 წლის ემიგრანტი ბიჭუნა, რომელიც საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს

სულ ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა გუ­ლა­ჩუ­ყე­ბუ­ლი ტი­რის და ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა. ვი­დე­ოს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ბევრ ადა­მი­ანს აუ­ჩუყ­და გული, თუმ­ცა იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც სკეპ­ტი­კუ­რად შეხ­ვდა ამ ფაქტს. ვი­დეო საფ­რან­გეთ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. 5 წლის ტაო გურ­გე­ნი­ძე, სწო­რედ აქ და­ი­ბა­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად პა­ტა­რა ქარ­თველს ძა­ლი­ან უყ­ვარს სამ­შობ­ლო. რო­გორც ტაოს მა­მამ, დაჩი გურ­გე­ნი­ძემ გვი­თხრა, ის და მისი მე­უღ­ლე ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ შვი­ლებს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­უ­ნერ­გონ.

- უკვე 14 წე­ლია საფ­რან­გეთ­ში ვცხოვ­რობ. ეს ცოტა დრო ნამ­დვი­ლად არ არის ემიგ­რან­ტის­თვის... ჩემი მე­უღ­ლე 2012 წელს ჩა­მო­ვი­და საფ­რან­გეთ­ში და აქ შე­ვუღლდით. ტაო ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შვი­ლია, რო­მე­ლიც 2013 წლის გვე­ყო­ლა პა­რიზ­ში. ტაო წელს პირ­ვე­ლად იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. სამ­წუ­ხა­როდ, აქამ­დე ჩას­ვლა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. ის ვი­დეო, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ნახ­ვა და გა­ზი­ა­რე­ბა ჰქონ­და, სა­ქარ­თვე­ლო­დან პა­რიზ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ერთ სა­ათ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მე და ტაო სამ­შობ­ლო­ში მხო­ლოდ ორი კვი­რით ვი­ყა­ვით. და­მი­ჯე­რეთ, მე იმ ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბი­სას ცრემ­ლებს ძლივს ვი­კა­ვებ­დი. რა გა­საკ­ვი­რია, რომ იქ უნ­დო­და, სა­დაც ყვე­ლა ეფე­რე­ბო­და, სა­დაც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­გან სით­ბოს გრძნობ­და, სა­დაც ბე­ბია და პაპა ყავ­და, რომ­ლე­ბიც ტაოს აღ­მერ­თე­ბენ და ტაოა მათ­თვის ყვე­ლა­ფე­რი. მა­მა­ჩემ­მა ტა­ო­ზე მე­ტად გა­ნი­ცა­და მას­თან გან­შო­რე­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღე სა­ერ­თოდ არა­ვის ელა­პა­რა­კე­ბო­და, ტა­ო­საც კი ვერ ელა­პა­რა­კე­ბო­და ინ­ტერ­ნე­ტით, რად­გან ბავ­შვს უფრო არ გა­ნე­ცა­და გან­შო­რე­ბა. ის ვი­დეო ერ­თწუ­თი­ა­ნია, ტაო კი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტი­რო­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში წაყ­ვა­ნას მთხოვ­და.

- ელო­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას?

- ადა­მი­ა­ნე­ბი უმე­ტე­სად და­დე­ბით და თბილ კო­მენ­ტა­რებს წერ­დნენ, თუმ­ცა იყო ისე­თი ხალ­ხიც, რომ­ლებ­მაც ნა­გა­ვი, ვი­თომ პატ­რი­ო­ტი მი­წო­დეს და მი­თხრეს, რომ ბავ­შვს ძა­ლით ვა­ტი­რებ­დი. მსგავ­სი ხალ­ხის კა­ტე­გო­რია ყვე­ლა ერ­შია, მე კი ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი და ვცდი­ლობ, მხო­ლოდ კარ­გი და­ვი­ნა­ხო ადა­მი­ა­ნებ­ში. მე არ ვარ ყალ­ბი პატ­რი­ო­ტი... შე­საძ­ლოა პირ­ვე­ლად ტაო საკ­მა­ოდ გვი­ან ჩა­ვი­და სამ­შობ­ლო­ში, მაგ­რამ ჩვენ, მის­მა მშობ­ლებ­მა და­ბა­დე­ბი­დან­ვე ვე­ცა­დეთ შეგ­ვეყ­ვა­რე­ბი­ნა მის­თვის სა­ქარ­თვე­ლო. ინ­გლი­სუ­რი და ფრან­გუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის ნაც­ვლად ქარ­თულ ფოლკ­ლორს ვას­მე­ნი­ნებ­დით, მუ­დამ ქარ­თუ­ლად ვსა­უბ­რობ­დით მას­თან. ამ ყვე­ლა­ფერ­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ასე­ვე დე­და­ჩემ­მა, ზე­ი­ნაბ მეტ­რე­ველ­მა, რო­მე­ლიც პო­ე­ტი და მწე­რა­ლია. დედა საკ­მა­ოდ ხში­რად ჩა­მო­დის ჩვენ­თან საფ­რან­გეთ­ში. ის ყო­ველ­თვის უყ­ვე­ბა ტაოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­ნა­ი­რი ცაა, სხვა­ნა­ი­რად ანა­თებს მზე, სხვა­ნა­ი­რი ჰა­ე­რია. ჩა­ვი­და ტაოც სა­ქარ­თვე­ლო­ში, მიხ­ვდა და იგ­რძნო, რომ სამ­შობ­ლო­ში იყო. შე­სა­ბა­მი­სად, მისი ქცე­ვაც სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რი იყო.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

იხი­ლეთ ვი­დეო, რო­მელ­მაც ტაოს სა­ხე­ლი გა­უთ­ქვა

ავტორი:

"მთელი დღე ტიროდა და საქართველოში წაყვანას მთხოვდა" - 5 წლის ემიგრანტი ბიჭუნა, რომელიც საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს

"მთელი დღე ტიროდა და საქართველოში წაყვანას მთხოვდა" - 5 წლის ემიგრანტი ბიჭუნა, რომელიც საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პატარა ბიჭუნა გულაჩუყებული ტირის და ამბობს, რომ საქართველოში უნდა. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრ ადამიანს აუჩუყდა გული, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც სკეპტიკურად შეხვდა ამ ფაქტს. ვიდეო საფრანგეთშია გადაღებული. 5 წლის ტაო გურგენიძე, სწორედ აქ დაიბადა. ამის მიუხედავად პატარა ქართველს ძალიან უყვარს სამშობლო. როგორც ტაოს მამამ, დაჩი გურგენიძემ გვითხრა, ის და მისი მეუღლე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შვილებს სამშობლოს სიყვარული ჩაუნერგონ.

- უკვე 14 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ. ეს ცოტა დრო ნამდვილად არ არის ემიგრანტისთვის... ჩემი მეუღლე 2012 წელს ჩამოვიდა საფრანგეთში და აქ შევუღლდით. ტაო ჩვენი პირველი შვილია, რომელიც 2013 წლის გვეყოლა პარიზში. ტაო წელს პირველად იყო საქართველოში. სამწუხაროდ, აქამდე ჩასვლა ვერ მოვახერხეთ. ის ვიდეო, რომელსაც უამრავი ნახვა და გაზიარება ჰქონდა, საქართველოდან პარიზში დაბრუნების შემდეგ, ერთ საათშია გადაღებული. სამწუხაროდ, მე და ტაო სამშობლოში მხოლოდ ორი კვირით ვიყავით. დამიჯერეთ, მე იმ ვიდეოს გადაღებისას ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. რა გასაკვირია, რომ იქ უნდოდა, სადაც ყველა ეფერებოდა, სადაც ყველა ადამიანისგან სითბოს გრძნობდა, სადაც ბებია და პაპა ყავდა, რომლებიც ტაოს აღმერთებენ და ტაოა მათთვის ყველაფერი. მამაჩემმა ტაოზე მეტად განიცადა მასთან განშორება.

რამდენიმე დღე საერთოდ არავის ელაპარაკებოდა, ტაოსაც კი ვერ ელაპარაკებოდა ინტერნეტით, რადგან ბავშვს უფრო არ განეცადა განშორება. ის ვიდეო ერთწუთიანია, ტაო კი მთელი დღის განმავლობაში ტიროდა და საქართველოში წაყვანას მთხოვდა.

- ელოდით საზოგადოების მხრიდან ასეთ გამოხმაურებას?

- ადამიანები უმეტესად დადებით და თბილ კომენტარებს წერდნენ, თუმცა იყო ისეთი ხალხიც, რომლებმაც ნაგავი, ვითომ პატრიოტი მიწოდეს და მითხრეს, რომ ბავშვს ძალით ვატირებდი. მსგავსი ხალხის კატეგორია ყველა ერშია, მე კი ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ, მხოლოდ კარგი დავინახო ადამიანებში. მე არ ვარ ყალბი პატრიოტი... შესაძლოა პირველად ტაო საკმაოდ გვიან ჩავიდა სამშობლოში, მაგრამ ჩვენ, მისმა მშობლებმა დაბადებიდანვე ვეცადეთ შეგვეყვარებინა მისთვის საქართველო. ინგლისური და ფრანგული სიმღერების ნაცვლად ქართულ ფოლკლორს ვასმენინებდით, მუდამ ქართულად ვსაუბრობდით მასთან. ამ ყველაფერში დიდი წვლილი შეიტანა ასევე დედაჩემმა, ზეინაბ მეტრეველმა, რომელიც პოეტი და მწერალია. დედა საკმაოდ ხშირად ჩამოდის ჩვენთან საფრანგეთში. ის ყოველთვის უყვება ტაოს, რომ საქართველოში სხვანაირი ცაა, სხვანაირად ანათებს მზე, სხვანაირი ჰაერია. ჩავიდა ტაოც საქართველოში, მიხვდა და იგრძნო, რომ სამშობლოში იყო. შესაბამისად, მისი ქცევაც სრულიად ლოგიკური იყო.

წაიკითხეთ ვრცლად

იხილეთ ვიდეო, რომელმაც ტაოს სახელი გაუთქვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ