საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰაერში დაკიდებული ხეივანი, აკვაპარკი, ეკო ხიდები - როგორი იქნება საქალაქო პარკი დიღმის ჭალებში
ჰაერში დაკიდებული ხეივანი, აკვაპარკი, ეკო ხიდები - როგორი იქნება საქალაქო პარკი დიღმის ჭალებში

დიღ­მის ჭა­ლებ­ში სა­ქა­ლა­ქო პარ­კის პრო­ექ­ტის შედ­გე­ნა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რი უკვე დას­რულ­და. ტენ­დერ­ში კომ­პა­ნია შპს „გო­და­კო 2“- მა გა­ი­მარ­ჯვა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 310 000 ლარი იყო, თუმ­ცა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის 354 000 ლარს მი­ი­ღებს.

სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რია 85 000 კვ/მ-ს მდ. მტკვარ­ში კუნ­ძუ­ლი - 65 000 კვ. მეტრს (აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის­თვის მო­ი­აზ­რე­ბა მხო­ლოდ ბუ­ნებ­რი­ვი სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კე­ბის მო­წყო­ბა) შე­ად­გენს.

შპს „გო­და­კო2“, რო­მელ­მაც ტენ­დერ­ში გა­ი­მარ­ჯვა, 2015 წელს არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. მისი 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი გი­ორ­გი კვი­წი­ნაშ­ვი­ლია. მის სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა­ში რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია, მათ შო­რის - სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­თა­ვო ოფი­სი; ტუ­რის­ტე­ბი­სა და ვი­ზი­ტო­რე­ბის სახ­ლი დიდ­ვე­ლის 1 სა­ბა­გი­როს­თან; სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი „ქა­ლა­ქის გული“ და „დი­დუ­ბე პლა­ზა“ თბი­ლის­ში; სპორ­ტის სა­სახ­ლე ქუ­თა­ის­ში; რეს­ტორ­ნე­ბი: „ფა­ე­ტო­ნი“, „წის­ქვი­ლი“, „ოქ­როს კა­თხა“ თბი­ლის­ში და ა.შ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კომ­პა­ნი­ას წარ­დგე­ნი­ლი აქვს პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თიც, რო­მელ­შიც გა­წე­რი­ლია თუ რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ აღ­ნიშ­ნუ­ლი საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბა. გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თის თა­ნახ­მად, ტე­რი­ტო­რია და­ი­ყო­ფა 5 ზო­ნად - მი­სას­ვლელ-სა­პარ­კინ­გე ზონა; კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო; ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი წყლის სარ­კის ზონა; სპორ­ტუ­ლი და სა­ბავ­შვო ზონა.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ჰაერში დაკიდებული ხეივანი, აკვაპარკი, ეკო ხიდები - როგორი იქნება საქალაქო პარკი დიღმის ჭალებში

ჰაერში დაკიდებული ხეივანი, აკვაპარკი, ეკო ხიდები - როგორი იქნება საქალაქო პარკი დიღმის ჭალებში

დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის პროექტის შედგენაზე გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა. ტენდერში კომპანია შპს „გოდაკო 2“- მა გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 310 000 ლარი იყო, თუმცა, გამარჯვებული კომპანია აღნიშნული მომსახურებისთვის 354 000 ლარს მიიღებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია 85 000 კვ/მ-ს მდ. მტკვარში კუნძული - 65 000 კვ. მეტრს (აღნიშნული ტერიტორიისთვის მოიაზრება მხოლოდ ბუნებრივი საფეხმავლო ბილიკების მოწყობა) შეადგენს.

შპს „გოდაკო2“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, 2015 წელს არის რეგისტრირებული. მისი 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი კვიწინაშვილია. მის სამუშაო გამოცდილებაში რეალიზებული პროექტების ჩამონათვალშია, მათ შორის - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სათავო ოფისი; ტურისტებისა და ვიზიტორების სახლი დიდველის 1 საბაგიროსთან; სავაჭრო ცენტრები „ქალაქის გული“ და „დიდუბე პლაზა“ თბილისში; სპორტის სასახლე ქუთაისში; რესტორნები: „ფაეტონი“, „წისქვილი“, „ოქროს კათხა“ თბილისში და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას წარდგენილი აქვს პროექტის განმარტებითი ბარათიც, რომელშიც გაწერილია თუ როგორ წარმოუდგენიათ აღნიშნული საპროექტო ტერიტორიის განვითარება. განმარტებითი ბარათის თანახმად, ტერიტორია დაიყოფა 5 ზონად - მისასვლელ-საპარკინგე ზონა; კულტურულ-საგანმანათლებლო; ხელოვნურად შექმნილი წყლის სარკის ზონა; სპორტული და საბავშვო ზონა.

წაიკითხეთ ვრცლად ნახეთ ფოტოები

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო