კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატივს ვცემ ივანიშვილების ოჯახს, მაგრამ წლებია დაკარგული გვყავს ერთმანეთი" - თამრიკო ჭოხონელიძე ნათლულის ქორწილში არ დაპატიჟეს
"პატივს ვცემ ივანიშვილების ოჯახს, მაგრამ წლებია დაკარგული გვყავს ერთმანეთი" - თამრიკო ჭოხონელიძე ნათლულის ქორწილში არ დაპატიჟეს

11 ნო­ემ­ბერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღეა - ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი კო­ჯორ­ში მდე­ბა­რე კუ­რორტ "ბი­ო­ლის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქორ­წილს გა­და­იხ­დის. რე­პე­რის რჩე­უ­ლი ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძეა.

წყვი­ლი სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა და მას შემ­დეგ სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გამ­გზავ­რე­ბაც მო­ას­წრო. ბერა და ნა­ნუ­კა ახლა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, სა­ი­და­ნაც თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან. ქორ­წი­ლი 120 ადა­მი­ან­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი, სა­დაც მიწ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბი­ან წყვი­ლის ოჯა­ხის უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი. თუმ­ცა, რო­გორც გა­ირ­კვა ქორ­წილ­ში არ და­პა­ტი­ჟეს ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ნათ­ლია, მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე.

AMBEBI.GE დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად მომ­ღე­რალს და­უ­კავ­შირ­და.

- ქალ­ბა­ტო­ნო თამ­რი­კო, რა­ტომ არ დაგ­პა­ტი­ჟათ ბე­რამ ქორ­წილ­ში?

- ბე­რას მხო­ლოდ "ოც­ნე­ბის" აქ­ცი­ებ­ზე ვნა­ხუ­ლობ­დი. ჩვენ ისე­დაც არ გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა... სამ­წუ­ხა­როდ, პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი არ ვარ, ვინც და­კარ­გუ­ლი ყავს ამ ოჯახს. მე იმ კა­ტე­გო­რი­ას არ ვე­კუთ­ვნი, ვინ­მეს ძა­ლით შე­ვახ­სე­ნო თავი. არც მქო­ნია ილუ­ზია, რომ ბერა ქორ­წილ­ში დამ­პა­ტი­ჟებ­და.

- რის შემ­დეგ შე­წყდა თქვე­ნი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხე­ბის ახ­ლობ­ლო­ბა? თქვე­ნი მე­უღ­ლის - გია რო­ი­ნიშ­ვი­ლის „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ყოფ­ნას ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა ეს?

- არა სხვა­თა­შო­რის, დიდი ხა­ნია ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ გვაქვს, თუმ­ცა მიკ­ვირს ეს ასე რა­ტომ ხდე­ბა. ალ­ბათ მის­მა გა­რე­მოც­ვამ ითა­მა­შა ასე­თი როლი ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი აღარ გვაქვს. ბავ­შვებ­საც კი არ აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მე ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახს, მათ­გან მხო­ლოდ კარ­გი ვიცი, მაგ­რამ წლე­ბია და­კარ­გუ­ლი გვყავს ერ­თმა­ნე­თი.

- ქალ­ბა­ტო­ნო თამ­რი­კო, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თქვენ და გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი შე­რიგ­დით, მარ­თა­ლია?

- ძა­ლი­ან ბევ­რს უნ­დო­და ჩვე­ნი შე­რი­გე­ბა, დრომ თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა. ის ბრა­ზი, რო­მელ­მაც გა­და­მა­წყვე­ტი­ნა ოჯა­ხის­თვის წერ­ტი­ლი და­მეს­ვა, უფრო და­ლაგ­და, გა­და­ვა­ფა­სეთ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ახლა უკვე შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი გვყავს საზ­რუ­ნა­ვი და ერ­თად ვჩნდე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

- ერ­თად ცხოვ­რობთ?

- ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბა კი­დევ სხვა რა­მეა. ახლა ასე ჯო­ბია, ჩათ­ვა­ლეთ რომ შევ­რიგ­დით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"პატივს ვცემ ივანიშვილების ოჯახს, მაგრამ წლებია დაკარგული გვყავს ერთმანეთი" - თამრიკო ჭოხონელიძე ნათლულის ქორწილში არ დაპატიჟეს

"პატივს ვცემ ივანიშვილების ოჯახს, მაგრამ წლებია დაკარგული გვყავს ერთმანეთი" - თამრიკო ჭოხონელიძე ნათლულის ქორწილში არ დაპატიჟეს

11 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის ოჯახში განსაკუთრებული დღეა - ბერა ივანიშვილი კოჯორში მდებარე კურორტ "ბიოლის" ტერიტორიაზე ქორწილს გადაიხდის. რეპერის რჩეული ყოფილი მოდელი ნანუკა გუდავაძეა.

წყვილი სექტემბერში დაინიშნა და მას შემდეგ საქორწინო მოგზაურობაში გამგზავრებაც მოასწრო. ბერა და ნანუკა ახლა კალიფორნიაში იმყოფებიან, საიდანაც თბილისში დაბრუნდებიან. ქორწილი 120 ადამიანზე იქნება გათვლილი, სადაც მიწვეული იქნებიან წყვილის ოჯახის უახლოესი ადამიანები. თუმცა, როგორც გაირკვა ქორწილში არ დაპატიჟეს ბერა ივანიშვილის ნათლია, მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე.

AMBEBI.GE დეტალების გასარკვევად მომღერალს დაუკავშირდა.

- ქალბატონო თამრიკო, რატომ არ დაგპატიჟათ ბერამ ქორწილში?

- ბერას მხოლოდ "ოცნების" აქციებზე ვნახულობდი. ჩვენ ისედაც არ გვაქვს ურთიერთობა... სამწუხაროდ, პირველი ადამიანი არ ვარ, ვინც დაკარგული ყავს ამ ოჯახს. მე იმ კატეგორიას არ ვეკუთვნი, ვინმეს ძალით შევახსენო თავი. არც მქონია ილუზია, რომ ბერა ქორწილში დამპატიჟებდა.

- რის შემდეგ შეწყდა თქვენი და ბიძინა ივანიშვილის ოჯახების ახლობლობა? თქვენი მეუღლის - გია როინიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნას ხომ არ უკავშირდება ეს?

- არა სხვათაშორის, დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა აღარ გვაქვს, თუმცა მიკვირს ეს ასე რატომ ხდება. ალბათ მისმა გარემოცვამ ითამაშა ასეთი როლი ჩვენს ურთიერთობაში და არანაირი კონტაქტი აღარ გვაქვს. ბავშვებსაც კი არ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ივანიშვილების ოჯახს, მათგან მხოლოდ კარგი ვიცი, მაგრამ წლებია დაკარგული გვყავს ერთმანეთი.

- ქალბატონო თამრიკო, ცნობილი გახდა, რომ თქვენ და გია როინიშვილი შერიგდით, მართალია?

- ძალიან ბევრს უნდოდა ჩვენი შერიგება, დრომ თავისი გაიტანა. ის ბრაზი, რომელმაც გადამაწყვეტინა ოჯახისთვის წერტილი დამესვა, უფრო დალაგდა, გადავაფასეთ ღირებულებები, ახლა უკვე შვილები და შვილიშვილები გვყავს საზრუნავი და ერთად ვჩნდებით საზოგადოებაში.

- ერთად ცხოვრობთ?

- ერთ ჭერქვეშ ცხოვრება კიდევ სხვა რამეა. ახლა ასე ჯობია, ჩათვალეთ რომ შევრიგდით.

"მორჩა...შუაღამისას მაფინების ჭამა დასრულდა“ - შიშველი უილ სმიტი უჩვეულო ფორმაში და გაკვირვებული გულშემატკივრები

"მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდით, გიაზე ზრუნვა არასდროს შემიწყვეტია" - რას ყვება თამრიკო ჭოხონელიძე მეუღლესთან დაშორებასა და შერიგებაზე?

ფოტოები საცურაო კოსტიუმში და განტვირთვა "იდუმალ მამაკაცთან" ერთად - როგორ აღნიშნა მაია ასათიანმა დაბადების დღე