პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ზოოპარკში სპილო გრანდს ეშვის ამოღების ურთულეს ოპერაციას გაუკეთებენ
თბილისის ზოოპარკში სპილო გრანდს ეშვის ამოღების ურთულეს ოპერაციას გაუკეთებენ

სპი­ლო გრან­დს ეშ­ვის ამო­ღე­ბის ურ­თუ­ლეს ოპე­რა­ცი­ას სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი ვე­ტე­რი­ნა­რე­ბი გა­უ­კე­თე­ბენ.

თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში სპი­ლოს­თვის ოპე­რა­ცი­ის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პრო­ცე­სი უკვე სრულ­დე­ბა. ამ მიზ­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კაა (ამწე) მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი თა­ვად უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ჩა­მო­ი­ტა­ნეს. ისი­ნი სპი­ლოს ოპე­რა­ცი­ას ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე გა­უ­კე­თე­ბენ. უცხო­ე­ლი ვე­ტე­რი­ნა­რე­ბის შერ­ჩე­ვა­ში თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას „ბი ბი სი“ და­ეხ­მა­რა. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა „ბი ბი სი“- ს (BBC) გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამ ოპე­რა­ცი­ი­სა და თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის შე­სა­ხებ ერ­თსა­ა­თი­ან ფილ­მს გა­და­ი­ღებს.

რო­გორც ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სპი­ლო გრან­დი 23 წლი­საა, ის თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში 2014 წელს ერევ­ნის ზო­ო­პარ­კი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. მას ორი­ვე ეშვი უკვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და, რაც წლე­ბის წინ მოს­კო­ვის ზო­ო­პარ­კი­დან ერევ­ნის ზო­ო­პარკში სპი­ლოს ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დროს მოხ­და. ინ­ფექ­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის გამო, გრან­დს ერთი ეშვი თბი­ლის­ში ჩა­მოყ­ვა­ნი­დან 3 თვე­ში ამო­უ­ღეს. ეს ოპე­რა­ცია 11 სა­ა­თი გრძელ­დე­ბო­და.

რო­გორც გუ­რი­ე­ლი­ძე აცხა­დებს, სპი­ლოს ნარ­კო­ზი­დან გა­მოს­ვლა გა­უ­ჭირ­და.

გუ­რი­ე­ლი­ძის­თვის უც­ნო­ბია, თუ რამ­დე­ნი სა­ა­თი გაგ­რძელ­დე­ბა ამ­ჟა­მად ეს ოპე­რა­ცია.

"ოპე­რა­ცი­ას სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი ვე­ტე­რი­ნა­რე­ბი ჩა­ა­ტა­რე­ბენ: ქი­რურ­გი და ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი. მათ აქვთ ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა. ამას­თან, მიმ­დი­ნა­რე­ობს ფილ­მის გა­და­ღე­ბა, რო­მელ­საც „ბი ბი სი“ იღებს. კერ­ძოდ, ახა­ლი სე­რი­ა­ლის­თვის "დიდი ცხო­ვე­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბი", სა­დაც ერთი ეპი­ზო­დი, და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თსა­ა­თი­ა­ნი ფილ­მი მი­ე­ძღვნე­ბა გრან­დის და თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ის­ტო­რი­ას. სწო­რედ „ბი ბი სი“- ს სა­შუ­ა­ლე­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი ახლა ამ ოპე­რა­ცი­ის სწრა­ფად ჩა­ტა­რე­ბა. მათი სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დით ჩვენ სამ­ხრეთ აფ­რი­კელ ქი­რურ­გებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ნა­ი­რად დაგ­ვეხ­მარ­ნენ", - გა­ნა­ცხა­და გუ­რი­ე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

თბილისის ზოოპარკში სპილო გრანდს ეშვის ამოღების ურთულეს ოპერაციას გაუკეთებენ

თბილისის ზოოპარკში სპილო გრანდს ეშვის ამოღების ურთულეს ოპერაციას გაუკეთებენ

სპილო გრანდს ეშვის ამოღების ურთულეს ოპერაციას სამხრეთ აფრიკელი ვეტერინარები გაუკეთებენ.

თბილისის ზოოპარკში სპილოსთვის ოპერაციის მოსამზადებელი პროცესი უკვე სრულდება. ამ მიზნით სპეციალური ტექნიკაა (ამწე) მობილიზებული. ოპერაციისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურა და საშუალებები თავად უცხოელმა სპეციალისტებმა ჩამოიტანეს. ისინი სპილოს ოპერაციას ანაზღაურების გარეშე გაუკეთებენ. უცხოელი ვეტერინარების შერჩევაში თბილისის ზოოპარკის ხელმძღვანელობას „ბი ბი სი“ დაეხმარა. ადგილზე იმყოფება „ბი ბი სი“- ს (BBC) გადამღები ჯგუფი, რომელიც ამ ოპერაციისა და თბილისის ზოოპარკის შესახებ ერთსაათიან ფილმს გადაიღებს.

როგორც ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სპილო გრანდი 23 წლისაა, ის თბილისის ზოოპარკში 2014 წელს ერევნის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს. მას ორივე ეშვი უკვე დაზიანებული ჰქონდა, რაც წლების წინ მოსკოვის ზოოპარკიდან ერევნის ზოოპარკში სპილოს ტრანსპორტირების დროს მოხდა. ინფექციური პროცესების განვითარების რისკის გამო, გრანდს ერთი ეშვი თბილისში ჩამოყვანიდან 3 თვეში ამოუღეს. ეს ოპერაცია 11 საათი გრძელდებოდა.

როგორც გურიელიძე აცხადებს, სპილოს ნარკოზიდან გამოსვლა გაუჭირდა.

გურიელიძისთვის უცნობია, თუ რამდენი საათი გაგრძელდება ამჟამად ეს ოპერაცია.

"ოპერაციას სამხრეთ აფრიკელი ვეტერინარები ჩაატარებენ: ქირურგი და ანესთეზიოლოგი. მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება. ამასთან, მიმდინარეობს ფილმის გადაღება, რომელსაც „ბი ბი სი“ იღებს. კერძოდ, ახალი სერიალისთვის "დიდი ცხოველების ოპერაციები", სადაც ერთი ეპიზოდი, დაახლოებით ერთსაათიანი ფილმი მიეძღვნება გრანდის და თბილისის ზოოპარკის ისტორიას. სწორედ „ბი ბი სი“- ს საშუალებით გახდა შესაძლებელი ახლა ამ ოპერაციის სწრაფად ჩატარება. მათი საშუალებით დავუკავშირდით ჩვენ სამხრეთ აფრიკელ ქირურგებს, რომლებიც ყველანაირად დაგვეხმარნენ", - განაცხადა გურიელიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ