კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაივიწყეთ, რომ დედაჩემია, ამ ქალმა მიატოვა კარიერა, რომ საქართველოში ემსახურა" - ქეთევან გორჯესტანი სალომე ზურაბიშვილზე
"დაივიწყეთ, რომ დედაჩემია, ამ ქალმა მიატოვა კარიერა, რომ საქართველოში ემსახურა" - ქეთევან გორჯესტანი სალომე ზურაბიშვილზე

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რის შე­დე­გებ­ზე წერს. ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნის თქმით, გა­ოგ­ნე­ბუ­ლია, რომ ერ­თა­დერთ პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სის მქო­ნე კან­დი­დატს მეტი მხარ­და­ჭე­რა არ ჰქო­ნია.

„და­ი­ვი­წყეთ ფაქ­ტი, რომ დე­და­ჩე­მია. ის არის ქალი, რო­მელ­მაც 30 წელ­ზე მეტი გა­ა­ტა­რა ფრან­გულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში, მუ­შა­ობ­და ევ­რო­კავ­შირ­ში, ნატო-სა და გა­ე­რო­ში, მი­ა­ტო­ვა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი, რომ ემ­სა­ხუ­რა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თვის, ჩარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, უარი თქვა საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ზი­დენ­ტად ეყა­რა კენ­ჭი.

მისი ოპო­ნენ­ტის კა­რი­ე­რა კი საბ­ჭო­თა დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში საკ­მა­ოდ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებს მო­ი­ცავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, თავ­და­პირ­ვე­ლად, უარს ამ­ბობ­და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის დათ­მო­ბა­ზე, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. მის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას რუ­სუ­ლი პიარ-კომ­პა­ნია უძღვე­ბა, იყე­ნე­ბენ იმა­ვე სი­ძულ­ვი­ლის ენა­სა და ყალბ ამ­ბებს, რო­მელ­საც რუ­სე­ბი იყე­ნებ­დნენ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის დროს. ახლა იყ­რის კენ­ჭს პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე და პი­რო­ბას დებს, რომ და­აბ­რუ­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც წლე­ბის მან­ძილ­ზე ატე­რო­რებ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას.

ამ არ­ჩევ­ნებ­ში ერ­თა­დერ­თი პრო­და­სავ­ლე­ლი და პრო­ევ­რო­პე­ლი კან­დი­და­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს. ადა­მი­ა­ნი, ვის­ზეც მი­სი­ვე ცხოვ­რე­ბა და კა­რი­ე­რა მე­ტყვე­ლებს!“ - წერს გორ­ჯეს­ტა­ნი.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი, ქე­თე­ვა­ნ და თე­მუ­რ გორ­ჯეს­ტა­ნე­ბი საფ­რან­გეთ­ში, პა­რიზ­ში გა­ი­ზარ­დნენ. იქ, სა­დაც და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და მათი დედა, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში. ისი­ნი ქარ­თუ­ლად გა­მარ­თუ­ლად სა­უბ­რო­ბენ.

ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი ფრან­გუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის, France 24-ის ჟურ­ნა­ლის­ტია. ის რე­პორ­ტი­ო­რი და სპორ­ტუ­ლი რე­დაქ­ტო­რია, ფრან­გულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე აკე­თებს სი­უ­ჟე­ტებს, ასე­ვე, უძღვე­ბა გა­და­ცე­მებს. ქე­თე­ვა­ნი დე­დის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"დაივიწყეთ, რომ დედაჩემია, ამ ქალმა მიატოვა კარიერა, რომ საქართველოში ემსახურა" - ქეთევან გორჯესტანი სალომე ზურაბიშვილზე

"დაივიწყეთ, რომ დედაჩემია, ამ ქალმა მიატოვა კარიერა, რომ საქართველოში ემსახურა" - ქეთევან გორჯესტანი სალომე ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი „ფეისბუქზე“ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე წერს. ქეთევან გორჯესტანის თქმით, გაოგნებულია, რომ ერთადერთ პროდასავლური კურსის მქონე კანდიდატს მეტი მხარდაჭერა არ ჰქონია.

„დაივიწყეთ ფაქტი, რომ დედაჩემია. ის არის ქალი, რომელმაც 30 წელზე მეტი გაატარა ფრანგულ დიპლომატიურ სამსახურში, მუშაობდა ევროკავშირში, ნატო-სა და გაეროში, მიატოვა დიპლომატიური სამსახური, რომ ემსახურა საკუთარი ქვეყნისთვის, ჩართული იყო საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებში, უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რომ საქართველოში პრეზიდენტად ეყარა კენჭი.

მისი ოპონენტის კარიერა კი საბჭოთა დიპლომატიურ სამსახურში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს მოიცავს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თავდაპირველად, უარს ამბობდა რუსეთის მოქალაქეობის დათმობაზე, იმის მიუხედავად, რომ ორ ქვეყანას შორის საომარი მდგომარეობა იყო. მის საარჩევნო კამპანიას რუსული პიარ-კომპანია უძღვება, იყენებენ იმავე სიძულვილის ენასა და ყალბ ამბებს, რომელსაც რუსები იყენებდნენ მსოფლიო მასშტაბით, არჩევნების დროს. ახლა იყრის კენჭს პრეზიდენტის პოსტზე და პირობას დებს, რომ დააბრუნებს ხელისუფლებაში ხალხს, რომლებიც წლების მანძილზე ატერორებდა საქართველოს მოსახლეობას.

ამ არჩევნებში ერთადერთი პროდასავლელი და პროევროპელი კანდიდატი მონაწილეობს. ადამიანი, ვისზეც მისივე ცხოვრება და კარიერა მეტყველებს!“ - წერს გორჯესტანი.

სალომე ზურაბიშვილის შვილები, ქეთევან და თემურ გორჯესტანები საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ. იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა მათი დედა, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. ისინი ქართულად გამართულად საუბრობენ.

ქეთევან გორჯესტანი ფრანგული ტელეკომპანიის, France 24-ის ჟურნალისტია. ის რეპორტიორი და სპორტული რედაქტორია, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე აკეთებს სიუჟეტებს, ასევე, უძღვება გადაცემებს. ქეთევანი დედის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები