ავტორი:

"იმედი" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის - "ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი"

"იმედი" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის - "ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი"

ტელეკომპანია "იმედი" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანიამ თავად გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "იმედი" წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და იმუშავებს იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს "ნაციონალური მოძრაობა".

"წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს "ნაციონალური მოძრაობა" აღმოჩნდა. ტელეკომპანია "იმედმა" და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს, რას ნიშნავს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ "იმედი" წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი.

თოქ-შოუ "პირისპირ" ეთერში ორჯერ გავა, ასევე წინასაარჩევნოდ "იმედის" ეთერში გავა ახალი თოქ- შოუ "იმედი Live", რომლის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი თეონა გეგელია იქნება.

რა ხდება მაშინ, თუ მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი იმარჯვებს. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ძმებ ახალაიებს, ვანო მერაბიშვილს, მეგის ქარდავას და ყველას, ვისი სახელიც "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდება. ძალადობა, ბიზნესების წართმევა, ტელევიზიაში შეჭრა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველად "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ წარსული ისევ რეალობად იქცეს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი "იმედისთვის" გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა", - ნათქვამია განცხადებაში.

LIVE: საპროტესტო აქცია პარლამენტთან - "საღამოს ნიუსრუმის" სპეციალური გამოშვება

"შარშან, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა" - "ქართული ოცნების" განცხადება 20 ივნისის მოვლენებზე

LIVE: "360 გრადუსი" - ალეკო ელისაშვილი, რომან გოცირიძე, თორნიკე შარაშენიძე, დიმიტრი ხუნდაძე