ავტორი:

"თემირლანს თვალების პრობლემა ჰქონდა... ოპერაცია გავუკეთე და დაინახა ყველაფერი, მაგრამ სახელმწიფომ ერთი წელიც არ აცადა" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

"თემირლანს თვალების პრობლემა ჰქონდა... ოპერაცია გავუკეთე და დაინახა ყველაფერი, მაგრამ სახელმწიფომ ერთი წელიც არ აცადა" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო პროცესის მსვლელობის დროს შეუძლოდ გახდა. მან სპეცოპერაციის ღამე კიდევ ერთხელ გაიხსენა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა.

მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლებიდან მის პროვოცირებას ცდილობენ და ამის დასამტკიცებლად მან სასამართლო დარბაზში კონკრეტული შემთხვევა გაიხსენა:

„ყველაზე ცუდი ის არის, თუ როგორ ცდილობენ ჩემს პროვოკაციაზე წამოგებას. გუშინ ხეობიდან სახელმწიფოს ძალოვანი უწყების თანამშრომელი ქისტი მირეკავს და მეუბნება, შენ თუ ქისტი ხარ, რატომ დგახარ პარლამენტთან, აიღე სისხლიო. როდესაც ასე არეკინებენ პოლიციელს, ეს არაადამიანობაა. მეუბნებიან, თუ ვაჟკაცი ხარ, მანდ რატომ ტირიხარო. ჯერ ერთი, მე არ ვტირი და მეორეც მე საქართველო მიყვარს", - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, მკვლელობაზე მეტად მისი ოჯახისთვის ის უფრო მძიმეა, რომ ტერორიზმში დაადანაშაულეს მისი შვილი და ოჯახი.

„ჩემი ღირსებით და ოჯახით ამაყი ვიყავი. ჩემი მიზანი იყო შვილებს განათლება ჰქონოდათ და ორივეს დავამთავრებინე უმაღლესი. რადგან მესამე შვილს, თემირლანს, თვალების პრობლემები ჰქონდა, მე-9 კლასიდან გამოვიყვანე და შევპირდი, რომ გავუკეთებდი ოპერაციას და დამპირდა სასწავლებლად წავიდოდა.

მე ამ პერიოდში ცოტა მიჭირდა ფინანსურად, მაგრამ მაინც მოვიძიე გზები სამკურნალოდ. ამის შემდეგ თემირლანმა სრულად დაინახა ყველაფერი, მაგრამ სახელმწიფომ ერთი წელიც არ აცადა...

ჩემს ოჯახში სპეცრაზმს კი არა, უბნის ინსპექტორსაც ვერ წარმოვიდგენდი... 26-ში გამთენიისას გასროლის ხმა ისმის. გამოვედით გარეთ. ვიგრძენი თემირლანის თავის ქალის გახვრეტის ხმა. მერე დავინახეთ სპეცრაზმელები. ის მიკვირს, ასე შემოპარვით როგორ მოახერხეს შემოსვლა, რომ ვერავინ გაიგო. შემდეგ მათ გამაკავეს. რის შემდეგაც დედაჩემის საძინებელში შეგვიყვანეს და არავინ მოგვცა უფლება გამოსვლის. მე ვეუბნებოდი, რომ მათ მისამართი შეეშალათ. პასუხს არავინ გვცემდა და ადგომის მცდელობის შემთხვევაში შეურაცხყოფას გვაყენებდნენ.

ბოლოს თემირლანის საძინებელში შემიყვანეს, სადაც სისხლი შევნიშნე. საწოლის თავთან ნატყვიარი შევნიშნე. რომ ვიკითხე აღელვებულმა, რა ხდებამეთქი მითხრეს, თემირლანი მკლავში დავჭერითო. ძალიან პანიკასა და შოკში იყვნენ.

ამ ყველაფრის შემდეგ მე დამნაშავე პირების დასჯას ვითხოვდი. მე ჩემს ტრადიციებს და ყველაფერს ვუღალატე იმიტომ, რომ საქართველოს სიყვარული მაქვს“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის უჩივიან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ