მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექთანმა 100 პაციენტის მკვლელობა აღიარა - გერმანიაში ხმაურიანი პროცესი მიმდინარეობს
ექთანმა 100 პაციენტის მკვლელობა აღიარა - გერმანიაში ხმაურიანი პროცესი მიმდინარეობს

გერ­მა­ნი­ა­ში ყო­ფილ­მა ექთან­მა 100 პა­ცი­ენ­ტის მოკ­ვლა აღი­ა­რა, BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლაქ ოლ­დენ­ბურ­გში სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, 41 წლის ნილს ჰო­გელ­მა 2 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ო­ბის დროს ათო­ბით პა­ცი­ენტს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­ტა­ლუ­რი დოზა მი­ა­ღე­ბი­ნა. პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, მა­მა­კა­ცის მო­ტი­ვი იყო, რე­ა­ნი­მი­რე­ბის ტექ­ნი­კით კო­ლე­გებ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ეხ­დი­ნა.

ჰო­გე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკვლე­ლო­ბის გამო სას­ჯელს უკვე იხ­დის. მისი თქმით, 1999 – 2005 წლებ­ში ოლ­დენ­ბურ­გში 36, დელ­მე­ნჰორსტში კი - 64 პა­ცი­ენ­ტი მოკ­ლა. ჰო­გე­ლი, ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ომის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში გერ­მა­ნი­ის ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი სე­რი­უ­ლი მკვლე­ლია.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ექთან­მა უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, ვიდ­რე აღი­ა­რებს, თუმ­ცა კრე­მა­ცი­ის გამო ფაქ­ტე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა რთუ­ლია.

ჰო­გე­ლი 2008 წელს და­ა­კა­ვეს და პა­ცი­ენ­ტის მკვლე­ლო­ბის გამო 7 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. 2014-2015 წლებ­ში მე­ო­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ის კი­დევ ორ მკვლე­ლო­ბა­სა და მკვლე­ლო­ბის ორ მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. მას სას­ჯე­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზომა მი­უ­სა­ჯეს.

ექთან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ „გულ­წრფე­ლად წუხ­და“ .

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­ძი­ე­ბის მას­შტა­ბე­ბი გა­ზარ­დეს და მისი 130 ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტის ექ­სჰუ­მა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს - ისი­ნი ორ­გა­ნიზ­მში ეძებ­დნენ ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მელ­მაც გუ­ლის მუ­შა­ო­ბის გა­ჩე­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ კი გა­ირ­კვა, რომ ჰო­გე­ლის მო­რი­გე­ო­ბის დროს გარ­დაც­ვლილ­თა და რე­ა­ნი­მი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ექთანმა 100 პაციენტის მკვლელობა აღიარა - გერმანიაში ხმაურიანი პროცესი მიმდინარეობს

ექთანმა 100 პაციენტის მკვლელობა აღიარა - გერმანიაში ხმაურიანი პროცესი მიმდინარეობს

გერმანიაში ყოფილმა ექთანმა 100 პაციენტის მოკვლა აღიარა, BBC-ს ინფორმაციით, ქალაქ ოლდენბურგში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

გამომძიებლების თქმით, 41 წლის ნილს ჰოგელმა 2 საავადმყოფოში მუშაობის დროს ათობით პაციენტს მედიკამენტების ფატალური დოზა მიაღებინა. პროკურორების თქმით, მამაკაცის მოტივი იყო, რეანიმირების ტექნიკით კოლეგებზე შთაბეჭდილება მოეხდინა.

ჰოგელი პაციენტების მკვლელობის გამო სასჯელს უკვე იხდის. მისი თქმით, 1999 – 2005 წლებში ოლდენბურგში 36, დელმენჰორსტში კი - 64 პაციენტი მოკლა. ჰოგელი, ჩადენილი დანაშაულების მიხედვით, ომის შემდგომ პერიოდში გერმანიის ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელია.

სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, მაისამდე გაგრძელდება. გამომძიებლები ფიქრობენ, რომ ექთანმა უფრო მეტი ადამიანი მოკლა, ვიდრე აღიარებს, თუმცა კრემაციის გამო ფაქტების დადასტურება რთულია.

ჰოგელი 2008 წელს დააკავეს და პაციენტის მკვლელობის გამო 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2014-2015 წლებში მეორე სასამართლო პროცესზე ის კიდევ ორ მკვლელობასა და მკვლელობის ორ მცდელობაში დაადანაშაულეს. მას სასჯელის მაქსიმალური ზომა მიუსაჯეს.

ექთანმა განაცხადა, რომ „გულწრფელად წუხდა“ .

სამართალდამცველებმა გამოძიების მასშტაბები გაზარდეს და მისი 130 ყოფილი პაციენტის ექსჰუმაცია განახორციელეს - ისინი ორგანიზმში ეძებდნენ ნივთიერებას, რომელმაც გულის მუშაობის გაჩერება გამოიწვია.

საავადმყოფოების ჩანაწერების ნახვის შემდეგ კი გაირკვა, რომ ჰოგელის მორიგეობის დროს გარდაცვლილთა და რეანიმირებულთა რაოდენობა გაორმაგებული იყო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე