ავტორი:

ბასტი და ბუბუს სათამაშოები - ყველასთვის საყვარელი გმირები ეკრანიდან სახლებში ინაცვლებენ

ბასტი და ბუბუს სათამაშოები - ყველასთვის საყვარელი გმირები ეკრანიდან სახლებში ინაცვლებენ

სულ მალე ბასტი და ბუბუ ტელეეკრანებიდან ბავშვების ხელში გადაინაცვლებს. გამომცემლობა პალიტრა L-ისა და ბასტი-ბუბუს თანამშრომლობის შედეგად მშობლებისა და შვილების საყვარელი პერსონაჟები ფუმფულა თოჯინებად იქცნენ.

ბასტი და ბუბუ 25 წელზე მეტია, ყველა თაობის საყვარელ პერსონაჟებად მოიაზრებიან. მათი თოჯინებად ქცევის პროექტის მიზანი, ქართული პროდუქტის განვითარებასთან ერთად, პერსონაჟების ახალ თაობასთან კიდევ უფრო დაახლოვებაა. პროექტის ფარგლებში 4 სახის თოჯინა ორიგინალური ილუსტრაციების მიხედვით შეიქმნა.

თოჯინები „ბასტი-ბუბუსა“ და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია. გამომცემლობაში გვპირდებიან, რომ სამომავლოდ გმირებს პატარები წიგნებშიც შეხვდებიან. „ბასტი-ბუბუს“ დირექტორის თამარ ახვლედიანის განმარტებით, ამიერიდან ბასტი და ბუბუ ბავშვებს კიდევ უფრო დაუმეგობრდებიან.

„საქართველოში დაბადებული ორი ბრენდი გაერთიანდა და ძალიან საინტერესო პროდუქტი შეიქმნა. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ეს გმირები, რომლებიც წლებია, არსებობენ და ძალიან უყვართ უკვე სხვა ფორმითაც ხელმიწვდომია და ბავშვებს ბასტი და ბუბუს თოჯინები ეყოლებათ. ჩვენი გმირებით უკვე დაბეჭდილია ბლოკნოტები, სტიკერები, ბალიშები. ამიერიდან კი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. სამომავლოდაც ვგეგმავთ არაერთი სიახლის შეთავაზებას. იქნება ინტერაქტიული სამაგიდო თამაშები. „პალიტრა L-თან“ თანამშრომლობით შეიძლება დიდი შოუები და გადაცემებიც დავგეგმოთ,“ - განმარტავს თამარ ახვლედიანი.

"პალიტრა L-ისთვის" კი ბასტისა და ბუბუს შექმნა ქართველ გმირებთან მუშაობის პირველი შემთხვევა არაა. გამომცემლობამ თოვლის გუნდა უკვე აქცია წიგნის გმირად, მისი პაზლები, სტიკერები, ბალიშები, ჭიქები და სათამაშოებიც კი შექმნა, რამაც გმირის პოპულარობა ახალ თაობაშიც გაზარდა.

ბასტისა და ბუბუს თოჯინების წარდგენა 31 ოქტომბერს 19:00 საათზე ჭავჭავაძის „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება. მხიარულ პრეზენტაციას წაიყვანს ბაბილინა, ბასტი, ბუბუ და ბავშვები. პატარებს საინტერესო სიურპრიზები ელით: სახალისო გათამაშება, სახის მოხატვა და მუსიკალური შოუ. სათამაშოები ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.

ღონისძიების ბმული

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა