პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეები მარიხუანას ეწევიან - რა განმარტებას აკეთებს ნათია მეზვრიშვილი ახალ რეგულაციებზე
სკოლებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეები მარიხუანას ეწევიან - რა განმარტებას აკეთებს ნათია მეზვრიშვილი ახალ რეგულაციებზე

გარ­კვე­უ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და სკო­ლებ­ში და სკო­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მო­ზარ­დე­ბის მხრი­დან მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტე­ბის, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას გა­ნა­ცხა­და.

„დიახ, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ზა­ნი არის მარ­წუ­ხე­ბის მო­ჭე­რა ყვე­ლა გა­გე­ბით. მე ვა­დას­ტუ­რებ აქაც, გა­რე­თაც და ყვე­ლა პლატ­ფორ­მი­დან და ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე. დიახ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­უშ­ვა მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა პი­რად სივ­რცე­ში, სხვა­გან ყველ­გან ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს მარ­წუ­ხე­ბის მო­ჭე­რას. ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი გუ­ლის­ხმობს იმას, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, სკვე­რებ­ში, პარ­კებ­ში, სკო­ლებ­ში არას­რულ­წლოვ­ნე­ბის თან­დას­წრე­ბით, ვე­რა­ვინ მო­წევს მა­რი­ხუ­ა­ნას და თუ მო­წევს და­ე­კის­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ამას აქვს თა­ვი­სი ლე­გი­ტი­მუ­რი მი­ზა­ნი. არ ვიცი ახლა ჩვენ თუ იმა­ზე უნდა ვი­კა­მა­თოთ არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში მა­რი­ხუ­ა­ნის მო­წე­ვა უნდა ის­ჯე­ბო­დეს თუ არ უნდა ის­ჯე­ბო­დეს. მათ შო­რის იმ ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე, რომ­ლე­ბიც თქვენ მოგ­ყავთ მა­გა­ლი­თად, რომ­ლის პრაქ­ტი­კა­საც თქვენ ძა­ლი­ან ხში­რად იშ­ვე­ლი­ებთ. არ­ცერთ ევ­რო­პის ქვე­ყა­ნა­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, სკვე­რებ­ში, სკო­ლებ­ში, პარ­კებ­ში, ბავ­შვე­ბის თან­დას­წრე­ბით, არ­სად მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბა და­საშ­ვე­ბი არ არის. სა­ხელ­მწი­ფოს და ამ შემ­თხვე­ვა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნაა, რომ და­იც­ვას მარ­თლწეს­რი­გი და და­იც­ვას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი და პირ­ველ რიგ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბას არ შე­უ­წყოს ხელი და თუნ­დაც მა­რი­ხუ­ა­ნას გავ­რცე­ლე­ბას არ შე­უ­წყოს ხელი. ეს გახ­ლავთ ამ კა­ნონპ­რექ­ტის მი­ზა­ნი და ეს არის ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლი.

არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და სკო­ლებ­სა და სკო­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მო­ზარ­დე­ბის მხრი­დან მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტე­ბის. ახლა თუ იმა­ზე ვსა­უბ­რობთ, რომ ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და ყვე­ლას ყველ­გან შე­უძ­ლია მო­იხ­მა­როს და თუ იმა­ზე ვსა­უბ­რობთ და ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ საფრ­თხე­ებს, რომ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის ამ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის თუნ­დაც მა­რი­ხუ­ა­ნის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას რა შე­დე­გე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­ვიყ­ვა­ნოთ, ნუ მა­შინ სა­ერ­თოდ ამ დის­კუ­სი­ას აზრი არ აქვს,“ - გა­ნა­ცხა­და ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა­ზე დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა.

თუ პირი კლი­ნი­კუ­რი თრო­ბის ქვე­შაა სა­ჭეს­თან და ამას და­ა­დას­ტუ­რებს გა­მოკ­ვლე­ვა ან ტეს­ტი, მხო­ლოდ მა­შინ და­ე­კის­რე­ბა მას სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და არა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ამ პირ­მა ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მო­იხ­მა­რა 40 ან მა­გა­ლი­თად 3 დღის წინ, - აღ­ნიშ­ნა ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

მეზვრიშ­ვი­ლის თქმით, ვიდ­რე სპე­ცი­ა­ლუ­რი ტეს­ტე­ბის შე­ძე­ნა მოხ­დე­ბა, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ქვეშ მყოფ პირს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­და­ა­მოწ­მე­ბენ, თუმ­ცა ტეს­ტე­ბის შეს­ყიდ­ვის შემ­დეგ გა­და­მოწ­მე­ბა ისე­ვე მოხ­დე­ბა რო­გორც ალ­კო­ტეს­ტით ხდე­ბა.

„ტესტს აქვს ფუნ­ქცია გან­სა­ზღვროს მოხ­მა­რე­ბის დრო, ანუ რო­დის მო­იხ­მა­რა. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი წე­სით ვსჯით მხო­ლოდ ისეთ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის მო­მენ­ტის­თვის იმ­ყო­ფე­ბი­ან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. ანუ მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, კლი­ნი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. თუ პირ­მა 40 დღის წინ მო­იხ­მა­რა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და სის­ხლში ჯერ კი­დევ აქვს და მარ­თავს ავ­ტო­მო­ბილს, მაგ­რამ კლი­ნი­კუ­რად ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ არ იმ­ყო­ფე­ბა, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ და­ე­კის­რე­ბა. ეს რომ გა­და­ვა­მოწ­მოთ დღე­ის­თვის არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, შსს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი აკე­თე­ბენ ამას, მო­მა­ვალ­ში ამას ჩა­ა­ნაც­ვლებს შე­სა­ბა­მი­სი ტეს­ტე­ბი, რო­გო­რიც გვაქვს მა­გა­ლი­თად ალ­კო­ტეს­ტი.

ეს ტეს­ტე­ბი მე­სა­მე მოს­მე­ნამ­დე იქ­ნე­ბა თუ არა, ამ ეტაპ­ზე თქმა ძნე­ლია. სა­ბო­ლოო შეს­ყიდ­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი არ და­წყე­ბუ­ლა. მთა­ვა­რია, რომ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბა არ გა­დავ­დოთ. ტეს­ტის გა­რე­შეც შე­საძ­ლე­ბე­ლია კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე კა­ნონპ­რო­ექ­ტის მე­ო­რე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვი­სას დე­ბა­ტე­ბი გა­ი­მარ­თა.

„რაც შე­ე­ხე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ხა­რისხს და მის გან­სხვა­ვე­ბას ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ხა­რის­ხის­გან - მე არ ვამ­ტკი­ცებ, ამას ამ­ბო­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი, მათ შო­რის ის ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­კი­თხნენ, მათ შო­რის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე იძ­ლე­ოდ­ნენ ჩვე­ნე­ბებს და თქვენ ეს კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა სხდო­მას ეს­წრე­ბო­დით, რომ სა­შიშ­რო­ე­ბის ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და ალ­კოჰო­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თქვა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ, რომ თქვენ სა­ხელ­მწი­ფომ, კა­ნონ­მდე­ბელ­მა შე­გიძ­ლი­ათ ალ­კოჰო­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­ა­წე­სოთ ნარ­კო­ტი­კებ­თან მი­მარ­თე­ბით და ახლა ეს ჩვენ მოგ­ვწონს თუ არ მოგ­ვწონს მა­რი­ხუ­ა­ნაც დღეს არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლო­მაც დაგ­ვრთო ნება და ამის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს, რომ ჩვენ მა­რი­ხუ­ა­ნა მი­ვიჩ­ნი­ოთ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბად და მას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­და­რე­ბით მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­ვა­წე­სოთ. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, სა­უ­ბა­რი არ არის პრი­ვა­ტულ სივ­რცე­ზე, სა­დაც მოხ­მა­რე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­უშ­ვა. ასე­ვე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ თქვა, რომ არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ლე­გი­ტი­მუ­რი მიზ­ნე­ბი რა მიზ­ნი­თაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბა გარ­კვე­ულ ად­გი­ლებ­ში, გარ­კვე­ულ სივ­რცე­ში, გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის მიერ, შე­იძ­ლე­ბა აიკ­რძა­ლოს. ყვე­ლა­ფე­რი ხომ შე­და­რე­ბი­თია? გუ­შინ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბა, მა­რი­ხუ­ა­ნა­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი, ის­ჯე­ბო­და სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და დღეს თქვენ არ გინ­დათ ის, რომ ასე­თი სა­შუ­ა­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი პირი, რო­დე­საც მარ­თავს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას, დავ­სა­ჯოთ. კი­დევ ერთხელ გე­უბ­ნე­ბით, თა­მა­მად ვამ­ბობ, ნუ­ლია სტა­ტის­ტი­კა. აი ამ პი­რო­ბებ­ში, რომ ნუ­ლია სტა­ტის­ტი­კა, ჩავ­თვა­ლოთ, რომ არ გა­დაგ­ვი­მოწ­მე­ბია, რა­ტომ უნდა არ­სე­ბობ­დეს კი­თხვე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, თუნ­დაც მა­რი­ხუ­ა­ნას ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, კლი­ნი­კურ ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, იმა­ზე არ ვსა­უბ­რობ 3 დღის წინ რომ მო­იხ­მა­რა და დღეს რომ სა­ჭეს­თან დაჯ­და. 2 სა­ა­თის წინ რომ მო­იხ­მა­რა და უკაც­რა­ვად, ჟარ­გო­ნი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო „გან­გრე­ულ კა­იფ­შია“ პირი, უკაც­რა­ვად ამ სი­ტყვის­თვის, იმი­ტომ რომ სხვა შე­სა­ტყვისს ვერ ვფიქ­რობ უბ­რა­ლოდ, რომ სი­ტუ­ა­ცია მთე­ლი სიმწვა­ვით წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, ესე­თი პირი, რომ სა­ჭეს­თან ზის და მარ­თავს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას, თქვენ მე­უბ­ნე­ბით, რომ გიჩ­ნდე­ბათ კი­თხვე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ტომ ის­ჯე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით“, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ამ­ბობს, „გა­და­მოწ­მე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რაც დღეს გვაქვს არაჰუ­მა­ნუ­რია, რომ ყო­ფი­ლა ამ მე­თო­დე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი“.

„სა­მი­ნის­ტრომ მო­ნა­ხა რა­ღაც გზა იმის­თვის, რომ ეს მე­თო­დი გახ­დეს უფრო ჰუ­მა­ნუ­რი. კი­დევ ერთხელ გე­უბ­ნე­ბით, რომ ეს არის უკვე აღ­სრუ­ლე­ბის ნა­წილ­ში შე­სა­ბა­მი­სი აღ­მას­რუ­ლებ­ლის, ამ შემ­თხვე­ვა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დის­კრე­ცია და არ ვა­პი­რებთ, რომ მძღო­ლე­ბი, ისევ ჟარ­გონს გა­მო­ვი­ყე­ნებ, „ვათ­რი­ოთ“ სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, შე­ვა­ფერ­ხოთ მოძ­რა­ო­ბა, მან­ქა­ნე­ბი ად­გილ­ზე და­ვაყ­რე­ვი­ნოთ და ა.შ. , თუმ­ცა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას დღეს არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იძ­ლე­ვა, მა­ნამ სა­ნამ არ გვექ­ნე­ბა აღ­სრუ­ლე­ბის უფრო ჰუ­მა­ნუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

ახლა, მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თი რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, დღეს არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცია რო­გო­რია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ პირი ზის, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას მარ­თავს, ალ­კო­ტესტზე გა­და­ვა­მოწ­მეთ და არ აღ­მოჩ­ნდა ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ.

ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ეტყო­ბა ადა­მი­ანს, რომ ფხი­ზე­ლი არ არის. სა­ნამ ტეს­ტი გვექ­ნე­ბა, დიახ, მოვ­კი­დებთ ხელს, გა­და­ვიყ­ვანთ და შე­ვა­მოწ­მებთ შე­სა­ბა­მის სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ანუ გა­მო­ვი­ყე­ნებთ არ­სე­ბულ მე­ქა­ნიზმს“, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

სკოლებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეები მარიხუანას ეწევიან - რა განმარტებას აკეთებს ნათია მეზვრიშვილი ახალ რეგულაციებზე

სკოლებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეები მარიხუანას ეწევიან - რა განმარტებას აკეთებს ნათია მეზვრიშვილი ახალ რეგულაციებზე

გარკვეული დღეების განმავლობაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა სკოლებში და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნების მოზარდების მხრიდან მარიხუანის მოხმარების ფაქტების, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მარიხუანას მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

„დიახ, ამ კანონპროექტის მიზანი არის მარწუხების მოჭერა ყველა გაგებით. მე ვადასტურებ აქაც, გარეთაც და ყველა პლატფორმიდან და ყველა შეხვედრაზე. დიახ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანას მოხმარება პირად სივრცეში, სხვაგან ყველგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მარწუხების მოჭერას. ეს კანონპროექტი გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, პარკებში, სკოლებში არასრულწლოვნების თანდასწრებით, ვერავინ მოწევს მარიხუანას და თუ მოწევს დაეკისრება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამას აქვს თავისი ლეგიტიმური მიზანი. არ ვიცი ახლა ჩვენ თუ იმაზე უნდა ვიკამათოთ არასრულწლოვნის თანდასწრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანის მოწევა უნდა ისჯებოდეს თუ არ უნდა ისჯებოდეს. მათ შორის იმ ქვეყნების მაგალითზე, რომლებიც თქვენ მოგყავთ მაგალითად, რომლის პრაქტიკასაც თქვენ ძალიან ხშირად იშველიებთ. არცერთ ევროპის ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, სკოლებში, პარკებში, ბავშვების თანდასწრებით, არსად მარიხუანის მოხმარება დასაშვები არ არის. სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა, რომ დაიცვას მართლწესრიგი და დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და პირველ რიგში ნარკოტიკული საშუალების გავრცელებას არ შეუწყოს ხელი და თუნდაც მარიხუანას გავრცელებას არ შეუწყოს ხელი. ეს გახლავთ ამ კანონპრექტის მიზანი და ეს არის ამ კანონპროექტის მთავარი ამოსავალი.

არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა სკოლებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნების მოზარდების მხრიდან მარიხუანის მოხმარების ფაქტების. ახლა თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება რეგულაციები და ყველას ყველგან შეუძლია მოიხმაროს და თუ იმაზე ვსაუბრობთ და ვერ ვაცნობიერებთ საფრთხეებს, რომ არასრულწლოვნებისთვის ამ ნარკოტიკული საშუალების თუნდაც მარიხუანის ხელმისაწვდომობას რა შედეგებამდე შეიძლება მივიყვანოთ, ნუ მაშინ საერთოდ ამ დისკუსიას აზრი არ აქვს,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მარიხუანის მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის განხილვაზე დისკუსია გაიმართა.

თუ პირი კლინიკური თრობის ქვეშაა საჭესთან და ამას დაადასტურებს გამოკვლევა ან ტესტი, მხოლოდ მაშინ დაეკისრება მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და არა იმ შემთხვევაში თუ ამ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა 40 ან მაგალითად 3 დღის წინ, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის თქმით, ვიდრე სპეციალური ტესტების შეძენა მოხდება, ნარკოტიკული ნივთიერების ქვეშ მყოფ პირს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები გადაამოწმებენ, თუმცა ტესტების შესყიდვის შემდეგ გადამოწმება ისევე მოხდება როგორც ალკოტესტით ხდება.

„ტესტს აქვს ფუნქცია განსაზღვროს მოხმარების დრო, ანუ როდის მოიხმარა. ჩვენ ვამბობთ, რომ სისხლის სამართლებრივი წესით ვსჯით მხოლოდ ისეთ პირებს, რომლებიც ავტომობილის მართვის მომენტისთვის იმყოფებიან ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კლინიკური ზემოქმედების ქვეშ. თუ პირმა 40 დღის წინ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება და სისხლში ჯერ კიდევ აქვს და მართავს ავტომობილს, მაგრამ კლინიკურად ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ეს რომ გადავამოწმოთ დღეისთვის არსებობს შესაბამისი მექანიზმები, შსს პასუხისმგებელი პირები, ექსპერტები აკეთებენ ამას, მომავალში ამას ჩაანაცვლებს შესაბამისი ტესტები, როგორიც გვაქვს მაგალითად ალკოტესტი.

ეს ტესტები მესამე მოსმენამდე იქნება თუ არა, ამ ეტაპზე თქმა ძნელია. საბოლოო შესყიდვის პროცედურები არ დაწყებულა. მთავარია, რომ კანონის ამოქმედება არ გადავდოთ. ტესტის გარეშეც შესაძლებელია კანონის აღსრულება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას დებატები გაიმართა.

„რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ხარისხს და მის განსხვავებას ალკოჰოლის ზემოქმედების ხარისხისგან - მე არ ვამტკიცებ, ამას ამბობენ ექსპერტები, მათ შორის ის ექსპერტები, რომლებიც გამოიკითხნენ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე იძლეოდნენ ჩვენებებს და თქვენ ეს კარგად მოგეხსენებათ. დარწმუნებული ვარ, ყველა სხდომას ესწრებოდით, რომ საშიშროების ხარისხის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება და ალკოჰოლური საშუალება ერთმანეთისგან განსხვავდება. აქედან გამომდინარე თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ თქვენ სახელმწიფომ, კანონმდებელმა შეგიძლიათ ალკოჰოლისგან განსხვავებული რეგულაციები დააწესოთ ნარკოტიკებთან მიმართებით და ახლა ეს ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს მარიხუანაც დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით ნარკოტიკული საშუალებაა.

შესაბამისად, სასამართლომაც დაგვრთო ნება და ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ ჩვენ მარიხუანა მივიჩნიოთ ნარკოტიკულ საშუალებად და მასთან დაკავშირებით შედარებით მკაცრი რეგულაციები დავაწესოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი არ არის პრივატულ სივრცეზე, სადაც მოხმარება საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არსებობს გარკვეული ლეგიტიმური მიზნები რა მიზნითაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარება გარკვეულ ადგილებში, გარკვეულ სივრცეში, გარკვეული პირების მიერ, შეიძლება აიკრძალოს. ყველაფერი ხომ შედარებითია? გუშინ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, მარიხუანაზე მაქვს საუბარი, ისჯებოდა სისხლის სამართლის წესით და დღეს თქვენ არ გინდათ ის, რომ ასეთი საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი, როდესაც მართავს სატრანსპორტო საშუალებას, დავსაჯოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, თამამად ვამბობ, ნულია სტატისტიკა. აი ამ პირობებში, რომ ნულია სტატისტიკა, ჩავთვალოთ, რომ არ გადაგვიმოწმებია, რატომ უნდა არსებობდეს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული საშუალების, თუნდაც მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ, კლინიკურ ზემოქმედებაზეა საუბარი, იმაზე არ ვსაუბრობ 3 დღის წინ რომ მოიხმარა და დღეს რომ საჭესთან დაჯდა. 2 საათის წინ რომ მოიხმარა და უკაცრავად, ჟარგონი უნდა გამოვიყენო „განგრეულ კაიფშია“ პირი, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, იმიტომ რომ სხვა შესატყვისს ვერ ვფიქრობ უბრალოდ, რომ სიტუაცია მთელი სიმწვავით წარმოვიდგინოთ, ესეთი პირი, რომ საჭესთან ზის და მართავს სატრანსპორტო საშუალებას, თქვენ მეუბნებით, რომ გიჩნდებათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ ისჯება ეს ყველაფერი სისხლის სამართლის წესით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილე ამბობს, „გადამოწმების მექანიზმები, რაც დღეს გვაქვს არაჰუმანურია, რომ ყოფილა ამ მეთოდების ბოროტად გამოყენების შემთხვევები“.

„სამინისტრომ მონახა რაღაც გზა იმისთვის, რომ ეს მეთოდი გახდეს უფრო ჰუმანური. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს არის უკვე აღსრულების ნაწილში შესაბამისი აღმასრულებლის, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრეცია და არ ვაპირებთ, რომ მძღოლები, ისევ ჟარგონს გამოვიყენებ, „ვათრიოთ“ საექსპერტო დაწესებულებებში, შევაფერხოთ მოძრაობა, მანქანები ადგილზე დავაყრევინოთ და ა.შ. , თუმცა ამის შესაძლებლობას დღეს არსებული კანონმდებლობა იძლევა, მანამ სანამ არ გვექნება აღსრულების უფრო ჰუმანური მექანიზმები.

ახლა, მარტივი მაგალითი რომ წარმოვიდგინოთ, დღეს არსებული რეგულაცია როგორია. წარმოიდგინეთ, რომ პირი ზის, სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ალკოტესტზე გადავამოწმეთ და არ აღმოჩნდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.

ვიზუალური დათვალიერებით ეტყობა ადამიანს, რომ ფხიზელი არ არის. სანამ ტესტი გვექნება, დიახ, მოვკიდებთ ხელს, გადავიყვანთ და შევამოწმებთ შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში, ანუ გამოვიყენებთ არსებულ მექანიზმს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

"დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი და აგრესიულია" - პროკურორი "ბასიანთან" 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულზე

"არ ჩავთვალე, რომ ქვეყანა დავანგრიე...ბავშვებს ბოდიშს მოვუხდი" - "ბასიანთან" 3 პირის დაჭრაში ბრალდებული

მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს