პარტნიორები:

    ვენეციის ისტორიული ცენტრის 75% დაიტბორა

    ვენეციის ისტორიული ცენტრის 75% დაიტბორა

    ვენეციის ისტორიული ცენტრის 75% დაიტბორა. ვენეციის მუნიციპალიტეტის მოქცევის მონიტორინგის ცენტრმა მუნიციპალიტეტში მეტეოსაშიშროების მეორე, „ნარინჯისფერი“ დონე გამოაცხადა.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გუშინ ვენეციის ცენტრში წყლის დონემ 156 სანტიმეტრს მიაღწია. ქალაქის მერმა ლუიჯი ბრუნიარომ მსოფლიოში სახელგანთქმული სან-მარკოს მოედანზე მცხოვრებლების ევაკუაცია გამოაცხადა.

    სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წყლის დონე ვენეციაში ხვალ დაიწევს.

    შეგახსენებთ, რომ იტალიაში წყალდიდობისა და ძლიერი ქარის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. 28 ოქტომბრიდან უამინდობამ იტალიის რამდენიმე პროვინცია მოიცვა. ქვეყნის ჩრდილოეთში, ლიგურიაში, ლომბარდიაში, ტრენტინო-ალტო-ადიჯეში, ვენეტოში და ფრიული-ვენეცია-ჯულიას პროვინციებში მეტეოსაშიშროების უმაღლესი, „წითელი“ დონე გამოცხადდა. ძლიერი წვიმა და ქარია იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილშიც.

    მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

    პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

    "პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"