საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ ვაშაძე მოიგებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით - გედევან ფოფხაძე
თუ ვაშაძე მოიგებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით - გედევან ფოფხაძე

თუ გრი­გოლ ვა­შა­ძე მო­ი­გებს არ­ჩევ­ნებს, ეს იქ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის და­წყე­ბის თვალ­საზ­რი­სით,- ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამის თქმის სა­ფუძ­ველს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ამო­ცა­ნა აძ­ლევს, რო­მე­ლიც ფო­ფხა­ძის თქმით, მე­რა­ბიშ­ვი­ლის და ახა­ლა­ი­ას ცი­ხი­დან გა­მოყ­ვა­ნას და ასე­ვე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნას უკავ­შირ­დე­ბა.

„თუ ვა­შა­ძე მო­ი­გებს არ­ჩევ­ნებს, ეს იქ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის და­წყე­ბის თვალ­საზ­რი­სით. მე ამა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ამის თქმის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს სწო­რედ ის რე­ვან­შის­ტუ­ლი გან­წყო­ბე­ბი და ის ამო­ცა­ნა, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" გა­აჩ­ნია, რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნოს სა­ა­კაშ­ვი­ლი, გა­მო­იყ­ვა­ნოს მე­რა­ბიშ­ვი­ლი, გა­მო­იყ­ვა­ნოს ახა­ლა­ია. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის­კენ, რომ­ლე­ბიც სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. ფი­ზი­კურ ლიკ­ვი­და­ცი­ას და მსგავს რა­ღა­ცებს, ბუ­ნებ­რი­ვია, არც ერთი ქარ­თვე­ლი სახ­ლში არ და­ე­ლო­დე­ბა. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად გვეს­მის, რას აპი­რებს სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი გუნ­დი. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ საფრ­თხის წი­ნა­შე ყვე­ლა პირს შევ­კრავთ, გა­ვერ­თი­ან­დე­ბით, ყვე­ლა­ნა­ირ წყე­ნას და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, რაც კი შე­იძ­ლე­ბა გვქო­ნო­და ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, და­ვი­ვი­წყებთ და შევ­ძლებთ, რომ ეს ფა­შის­ტუ­რი ძალა არ გახ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს და­ღუპ­ვის წი­ნა­პი­რო­ბა,"- გა­ნა­ცხა­და გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ.

ავტორი:

თუ ვაშაძე მოიგებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით - გედევან ფოფხაძე

თუ ვაშაძე მოიგებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით - გედევან ფოფხაძე

თუ გრიგოლ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს „ნაციონალური მოძრაობის" ამოცანა აძლევს, რომელიც ფოფხაძის თქმით, მერაბიშვილის და ახალაიას ციხიდან გამოყვანას და ასევე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას უკავშირდება.

„თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით. მე ამაში ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს სწორედ ის რევანშისტული განწყობები და ის ამოცანა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია, რომ ჩამოიყვანოს სააკაშვილი, გამოიყვანოს მერაბიშვილი, გამოიყვანოს ახალაია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომლებიც სააკაშვილისთვის პრობლემას წარმოადგენს. ფიზიკურ ლიკვიდაციას და მსგავს რაღაცებს, ბუნებრივია, არც ერთი ქართველი სახლში არ დაელოდება. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას აპირებს სააკაშვილი და მისი გუნდი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საფრთხის წინაშე ყველა პირს შევკრავთ, გავერთიანდებით, ყველანაირ წყენას და უკმაყოფილებას, რაც კი შეიძლება გვქონოდა ერთმანეთის მიმართ, დავივიწყებთ და შევძლებთ, რომ ეს ფაშისტური ძალა არ გახდეს საქართველოს დაღუპვის წინაპირობა,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები