პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ ნო­ემ­ბრის ნო­მე­რი #11(95), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლის უც­ნო­ბი სუ­რა­თი (1833 წ)

წლე­ულს ზა­ფხულ­ში ერთ-ერთ ევ­რო­პულ აუქ­ცი­ონ­ზე 32 ათას გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გად გა­ი­ყი­და XIX სა­უ­კუ­ნის მხატ­ვრის, ნი­კა­ნორ ჩერ­ნე­ცო­ვის ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ხელ­წო­დე­ბით «და­დი­ა­ნის სა­მო­სახ­ლო სა­მეგ­რე­ლო­ში». ნა­ხა­ტი 1833 წლით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი და ის ნა­თელ წარ­მოდ­გე­ნას გვიქ­მნის სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რე­ბის იმ სა­მო­სახ­ლო­ზე, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი რე­ზი­დენ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იდგა ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­სახ­ლე­ე­ბის აშე­ნე­ბამ­დე. ნა­ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ნა­გე­ბო­ბა ორი წლის შემ­დეგ, ხან­ძარ­ში და­იწ­ვა. ჩანს, რომ ძველ სა­მეგ­რე­ლო­ში მთა­ვარ­თა რე­ზი­დენ­ცია წარ­მო­ად­გენ­და უფრო დიდი ზო­მის სა­მო­სახ­ლოს, ვიდ­რე ევ­რო­პუ­ლი ტი­პის კლა­სი­კურ სა­სახ­ლეს.

ცენ­ტრა­ლუ­რი ად­გი­ლი დიდ ორ­სარ­თუ­ლი­ან ხის ოდას ეკა­ვა, მის გარ­შე­მო კი აშე­ნე­ბუ­ლი იყო სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბე­ბი, მათ შო­რის ბუხ­რე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო­ე­ბი. ნა­დი­მე­ბი კი ეზო­ში, მრა­ვალ­წლი­ა­ნი ხე­ე­ბის ქვეშ იმარ­თე­ბო­და. სწო­რედ ამ სა­მო­სახ­ლო­ში უნდა მო­სუ­ლი­ყო სტუმ­რად რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რი ნი­კო­ლოზ I. აქ იმ­ყო­ფე­ბო­და ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რი ედუ­არდ აიხ­ვალ­დი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 1825-1826 წლებ­ში იმოგ­ზა­უ­რა. იგი წერ­და: «და­დი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ავე­დი ქვის კი­ბით, კა­რით შე­ვე­დი აი­ვან­ზე... ასე თა­ვა­ზი­ა­ნად ზრდი­ლი მცვე­ლე­ბი ჩვენ­თან არ არი­ან. პირ­ვე­ლად შე­ვე­დი დიდ, ცა­რი­ელ ძველ დარ­ბაზ­ში, იქი­დან კი სას­ტუმ­რო ოთახ­ში, რო­მე­ლიც ძალ­ზე ლა­მა­ზი ავე­ჯით იყო მორ­თუ­ლი. აქ თვით და­დი­ა­ნი დამ­ხვდა დიდ, წი­თელ­ხა­ვერ­დი­ან სა­ვარ­ძელ­ში მჯდო­მა­რე. და­დი­ან­მა შეს­ვლის­თა­ნა­ვე დამ­სვა წი­თელ­ხა­ვერ­დი­ან დი­ვან­ზე, რომ­ლის წი­ნაც იდგა წი­თე­ლი ხის მრგვა­ლი მა­გი­და».

და­ვი­წყე­ბუ­ლი აბო­ცი და ჩრდილ-პა­ლა­კა­ციო

ის­ტო­რი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე­ე­ბი აბო­ცი და ჩრდილ-პა­ლა­კა­ციო “არ­ტა­ა­ნის ქვე­ყა­ნას” გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ეს უკა­ნას­კნე­ლი ძი­რი­თა­დად მო­ი­ცავს მდი­ნა­რე მტკვრის სა­თა­ვეს, მის ზედა ხე­ო­ბას - არ­ტა­ანს თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი კუ­თხე­ე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აბო­ცი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბის თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში არ მოქ­ცე­უ­ლა. როცა სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში არ­სე­ბულ ქარ­თულ ის­ტო­რი­ულ პრო­ვინ­ცი­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, მხედ­ვე­ლო­ბა­ში ყვე­ლას ლორე-დე­ბე­დას ხე­ო­ბა აქვს, ის­ტო­რი­უ­ლი აბო­ცი კი არა­ვის ახ­სოვს.

არ­ტა­ა­ნის მხა­რე­ში ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ქარ­თუ­ლად მო­სა­უბ­რე­თა მხრივ, ჯერ კი­დევ XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა დახ­ვდა ცნო­ბილ ქარ­თველ ის­ტო­რი­კოს დი­მიტ­რი ბაქ­რა­ძეს. ამ კუ­თხის და­ხა­სი­ა­თე­ბი­სას იგი აღ­ნიშ­ნავ­და: «არ­ტა­ა­ნის კა­ზა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ა­თე­დი თუ ლა­პა­რა­კობს ქარ­თუ­ლად».

აბოც­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზე­ბი გა­დი­ო­და. შიდა ქარ­თლი­დან ატენ-თრი­ა­ლე­თის გა­დავ­ლით წინა აზი­ას უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ: კარი-ყარ­სით - ოს­მა­ლე­თის შიდა სივ­რცე­ებს, ხოლო ერევ­ნით - ის­პა­ჰან-ირანს. პა­ლა­კა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლად თა­მარ მე­ფის დროს ჯა­ვა­ხე­თის მო­ნა­პი­რე სა­ე­რის­თა­ვო­ში შე­დი­ო­და, ჩრდი­ლის სა­ხე­ლით კი სამ­ცხე-სა­ა­თა­ბა­გოს დრო­ი­დან მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. ეს მხა­რე დიდი ბრძო­ლე­ბის მომსწრეა. აქ გა­მარ­თუ­ლა ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი ტრა­გი­კუ­ლი ში­რიმ­ნის ბრძო­ლა 1021 წელს. XVI სა­უ­კუ­ნი­დან ამ მხა­რის­თვის ის­ტო­რი­ის ჩარ­ხი უკუღ­მა დატ­რი­ალ­და...

ჰო­ჰენ­ცო­ლერ­ნე­ბის ციხე-დარ­ბა­ზი - მე­ფის ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა

ჰო­ჰენ­ცო­ლერ­ნე­ბის დი­ნას­ტია პრუ­სი­ა­სა და ბრან­დენ­ბურგს, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის და­სას­რუ­ლამ­დე მარ­თავ­და. ბრწყინ­ვა­ლე ციხე-დარ­ბა­ზი აგე­ბუ­ლია ვრცელ დაბ­ლობ­ზე ეუ­ლად აღ­მარ­თულ, 855 მეტ­რის სი­მაღ­ლის ბორ­ცვზე. შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ეს ძეგლი პირ­ვე­ლად 1267 წელს იხ­სე­ნი­ე­ბა, თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ აქ სი­მაგ­რე უფრო ადრე, XI სა­უ­კუ­ნე­ში აიგო. 1423 წლის 15 მა­ისს სი­მაგ­რე მთლი­ა­ნად და­ან­გრი­ეს... მე­ო­რე ციხე-დარ­ბა­ზის ნა­გე­ბო­ბე­ბი­და­ნაც ჩვენს დრომ­დე მხო­ლოდ წმინ­და მი­ხე­ი­ლის კა­პე­ლამ მო­აღ­წია. სა­მა­გი­ე­როდ, სრუ­ლი სა­ხით შე­მორ­ჩა მე­სა­მე ციხე-დარ­ბა­ზი, რო­მე­ლიც პრუ­სი­ის კრონპ­რინცმა (შემ­დგომ­ში მე­ფემ) ფრიდ­რიხ ვილ­ჰელმ IV-მ ააგო. 1819 წელს იტა­ლი­ის­კენ მი­მა­ვალ­მა ახალ­გაზ­რდა კრონპ­რინცმა, სამ­ხრეთ გერ­მა­ნი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, მო­ინ­დო­მა უფრო მე­ტის გა­გე­ბა თა­ვი­სი საგ­ვა­რე­უ­ლოს ფეს­ვე­ბის შე­სა­ხებ, რის­თვი­საც ჰო­ჰენ­ცო­ლერ­ნის ბორ­ცვზეც ავი­და... მშე­ნებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ, 1850 წელს და­ი­წყო, ფრიდ­რიხ ვილ­ჰელმმა, უკვე მე­ფემ, «ახალ­გაზ­რდო­ბის ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა» უწო­და.

ციხე-დარ­ბა­ზია აგე­ბუ­ლია ნე­ო­გო­ტი­კურ სტილ­ში, გერ­მა­ნუ­ლი რო­მან­ტიზ­მის ძლი­ე­რი ზე­გავ­ლე­ნით. აქ და­ცუ­ლია კა­ი­ზერ ვილ­ჰელმ II-ის გვირ­გვი­ნი, სა­მე­ფო ია­რა­ღის კო­ლექ­ცია, მეფე ფრიდ­რი­ხის ტყვი­ით გახ­ვრე­ტი­ლი სა­მო­სი. აგ­რეთ­ვე პრე­ზი­დენტ ჯორჯ ვა­შინგტო­ნის სა­მად­ლო­ბე­ლი წე­რი­ლი ჰო­ჰენ­ცო­ლერ­ნე­ბის სახ­ლის ერთ-ერთი წევ­რის მი­მართ - აშშ-ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის. როცა არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ან­სამ­ბლს პრუ­სი­ის პრინ­ცი გე­ორგ ფრიდ­რიხ ფერ­დი­ნან­დი სტუმ­რობს, სა­სახ­ლის თავ­ზე პრუ­სი­ის დრო­შა ფრი­ა­ლებს.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

მოკ­ლე ამ­ბე­ბი. წმინ­და ქა­ლა­ქი სრუ­ლი სა­ხე­ლით

მოკ­ლე ამ­ბე­ბი. ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მსოფ­ლიო ომი

მოკ­ლე ამ­ბე­ბი. უძ­ვე­ლე­სი ფე­რა­დი “კო­მიქ­სე­ბი”

ფო­ტო­ის­ტო­რია. ინ­დი­ე­ლე­ბის ამე­რი­კუ­ლი მა­ტი­ა­ნე

ქარ­თულ-ბალ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ბალ­ტი­ის­პი­რე­თი ქარ­თველ­თა თვალ­სა­წი­ერ­ში. ნა­წი­ლი I

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი. წარ­სუ­ლი მო­გო­ნე­ბა­ში ცო­ცხლობს... ამე­რი­კე­ლი ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში

ახა­ლი ამ­ბე­ბი. «რა არის ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი?» / სა­გუ­ლის­ხმო თარ­გმა­ნი ქარ­თულ ენა­ზე

ის­ტო­რი­უ­ლი პერ­სო­ნე­ბი. ჩერ­ჩი­ლი: სი­ტყვის ძა­ლა­უფ­ლე­ბა / «ვი­საც ორა­ტო­რუ­ლი ნიჭი აქვს, გა­ცი­ლე­ბით მტკი­ცე ძა­ლა­უფ­ლე­ბას ფლობს, ვიდ­რე მე­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა»

სპორ­ტის ის­ტო­რი­ი­დან. «ბუნ­დეს­ზე­პის» 90 წუთი / ზეპ ჰერ­ბერ­გე­რის ფრა­ზებს დღეს ფეხ­ბურ­თის ყვე­ლა მოყ­ვა­რუ­ლი იმე­ო­რებს

გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლე­ბი. მა­ნას­კერ­ტის ბრძო­ლა და ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ის კრა­ხი (და­სას­რუ­ლი)

შუა­ა­ზი­უ­რი ტრა­გე­დია. შა­ჰი­მარ­და­ნი-1929 / ჩე­კის­ტუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ეტა­პე­ბი. ნა­წი­ლი II

ჯა­რის­კა­ცის თავ­გა­და­სა­ვა­ლი. 500 დღე და ღამე მტრის ზურ­გში (გაგ­რძე­ლე­ბა)

ამო­ნა­რი­დე­ბი ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­დან. მეფე სო­ლო­მონ იმე­რე­თი­სა, დიდ სო­ლო­მო­ნად წო­დე­ბუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომერი #11(95), რომელშიც წაიკითხავთ:

დადიანების სასახლის უცნობი სურათი (1833 წ)

წლეულს ზაფხულში ერთ-ერთ ევროპულ აუქციონზე 32 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა XIX საუკუნის მხატვრის, ნიკანორ ჩერნეცოვის ნამუშევარი სახელწოდებით «დადიანის სამოსახლო სამეგრელოში». ნახატი 1833 წლით არის დათარიღებული და ის ნათელ წარმოდგენას გვიქმნის სამეგრელოს მთავრების იმ სამოსახლოზე, რომელიც დღევანდელი რეზიდენციის ტერიტორიაზე იდგა ამჟამინდელი სასახლეების აშენებამდე. ნახატზე გამოსახული ნაგებობა ორი წლის შემდეგ, ხანძარში დაიწვა. ჩანს, რომ ძველ სამეგრელოში მთავართა რეზიდენცია წარმოადგენდა უფრო დიდი ზომის სამოსახლოს, ვიდრე ევროპული ტიპის კლასიკურ სასახლეს.

ცენტრალური ადგილი დიდ ორსართულიან ხის ოდას ეკავა, მის გარშემო კი აშენებული იყო სამეურნეო ნაგებობები, მათ შორის ბუხრები, სამზარეულოები. ნადიმები კი ეზოში, მრავალწლიანი ხეების ქვეშ იმართებოდა. სწორედ ამ სამოსახლოში უნდა მოსულიყო სტუმრად რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I. აქ იმყოფებოდა ცნობილი გერმანელი მეცნიერი ედუარდ აიხვალდი, რომელმაც საქართველოში 1825-1826 წლებში იმოგზაურა. იგი წერდა: «დადიანის საცხოვრებელში ავედი ქვის კიბით, კარით შევედი აივანზე... ასე თავაზიანად ზრდილი მცველები ჩვენთან არ არიან. პირველად შევედი დიდ, ცარიელ ძველ დარბაზში, იქიდან კი სასტუმრო ოთახში, რომელიც ძალზე ლამაზი ავეჯით იყო მორთული. აქ თვით დადიანი დამხვდა დიდ, წითელხავერდიან სავარძელში მჯდომარე. დადიანმა შესვლისთანავე დამსვა წითელხავერდიან დივანზე, რომლის წინაც იდგა წითელი ხის მრგვალი მაგიდა».

დავიწყებული აბოცი და ჩრდილ-პალაკაციო

ისტორიული საქართველოს კუთხეები აბოცი და ჩრდილ-პალაკაციო “არტაანის ქვეყანას” განეკუთვნება. ეს უკანასკნელი ძირითადად მოიცავს მდინარე მტკვრის სათავეს, მის ზედა ხეობას - არტაანს თავისი ისტორიული კუთხეებით. აღსანიშნავია, რომ აბოცი თანამედროვე ქართული საზოგადოებრიობის თვალთახედვის არეში არ მოქცეულა. როცა სომხეთის რესპუბლიკაში არსებულ ქართულ ისტორიულ პროვინციებზე საუბრობენ, მხედველობაში ყველას ლორე-დებედას ხეობა აქვს, ისტორიული აბოცი კი არავის ახსოვს.

არტაანის მხარეში ქართველი მოსახლეობისა და ქართულად მოსაუბრეთა მხრივ, ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში უმძიმესი მდგომარეობა დახვდა ცნობილ ქართველ ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძეს. ამ კუთხის დახასიათებისას იგი აღნიშნავდა: «არტაანის კაზაში მოსახლეობის მეათედი თუ ლაპარაკობს ქართულად».

აბოცზე მნიშვნელოვანი გზები გადიოდა. შიდა ქართლიდან ატენ-თრიალეთის გადავლით წინა აზიას უკავშირდებოდნენ: კარი-ყარსით - ოსმალეთის შიდა სივრცეებს, ხოლო ერევნით - ისპაჰან-ირანს. პალაკაციო ადმინისტრაციულად თამარ მეფის დროს ჯავახეთის მონაპირე საერისთავოში შედიოდა, ჩრდილის სახელით კი სამცხე-საათაბაგოს დროიდან მოიხსენიება. ეს მხარე დიდი ბრძოლების მომსწრეა. აქ გამართულა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული შირიმნის ბრძოლა 1021 წელს. XVI საუკუნიდან ამ მხარისთვის ისტორიის ჩარხი უკუღმა დატრიალდა...

ჰოჰენცოლერნების ციხე-დარბაზი - მეფის ოცნების ასრულება

ჰოჰენცოლერნების დინასტია პრუსიასა და ბრანდენბურგს, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, პირველი მსოფლიო ომის დასასრულამდე მართავდა. ბრწყინვალე ციხე-დარბაზი აგებულია ვრცელ დაბლობზე ეულად აღმართულ, 855 მეტრის სიმაღლის ბორცვზე. შუა საუკუნეების ეს ძეგლი პირველად 1267 წელს იხსენიება, თუმცა ვარაუდობენ, რომ აქ სიმაგრე უფრო ადრე, XI საუკუნეში აიგო. 1423 წლის 15 მაისს სიმაგრე მთლიანად დაანგრიეს... მეორე ციხე-დარბაზის ნაგებობებიდანაც ჩვენს დრომდე მხოლოდ წმინდა მიხეილის კაპელამ მოაღწია. სამაგიეროდ, სრული სახით შემორჩა მესამე ციხე-დარბაზი, რომელიც პრუსიის კრონპრინცმა (შემდგომში მეფემ) ფრიდრიხ ვილჰელმ IV-მ ააგო. 1819 წელს იტალიისკენ მიმავალმა ახალგაზრდა კრონპრინცმა, სამხრეთ გერმანიაში მოგზაურობისას, მოინდომა უფრო მეტის გაგება თავისი საგვარეულოს ფესვების შესახებ, რისთვისაც ჰოჰენცოლერნის ბორცვზეც ავიდა... მშენებლობას, რომელიც ათწლეულების შემდეგ, 1850 წელს დაიწყო, ფრიდრიხ ვილჰელმმა, უკვე მეფემ, «ახალგაზრდობის ოცნების ასრულება» უწოდა.

ციხე-დარბაზია აგებულია ნეოგოტიკურ სტილში, გერმანული რომანტიზმის ძლიერი ზეგავლენით. აქ დაცულია კაიზერ ვილჰელმ II-ის გვირგვინი, სამეფო იარაღის კოლექცია, მეფე ფრიდრიხის ტყვიით გახვრეტილი სამოსი. აგრეთვე პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონის სამადლობელი წერილი ჰოჰენცოლერნების სახლის ერთ-ერთი წევრის მიმართ - აშშ-ის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის. როცა არქიტექტურულ ანსამბლს პრუსიის პრინცი გეორგ ფრიდრიხ ფერდინანდი სტუმრობს, სასახლის თავზე პრუსიის დროშა ფრიალებს.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

მოკლე ამბები. წმინდა ქალაქი სრული სახელით

მოკლე ამბები. შინაური ცხოველების მსოფლიო ომი

მოკლე ამბები. უძველესი ფერადი “კომიქსები”

ფოტოისტორია. ინდიელების ამერიკული მატიანე

ქართულ-ბალტიური ურთიერთობები. ბალტიისპირეთი ქართველთა თვალსაწიერში. ნაწილი I

ქართველი ემიგრანტები. წარსული მოგონებაში ცოცხლობს... ამერიკელი ჭავჭავაძეები საქართველოში

ახალი ამბები. «რა არის ისტორიული ფაქტი?» / საგულისხმო თარგმანი ქართულ ენაზე

ისტორიული პერსონები. ჩერჩილი: სიტყვის ძალაუფლება / «ვისაც ორატორული ნიჭი აქვს, გაცილებით მტკიცე ძალაუფლებას ფლობს, ვიდრე მეფის ხელისუფლებაა»

სპორტის ისტორიიდან. «ბუნდესზეპის» 90 წუთი / ზეპ ჰერბერგერის ფრაზებს დღეს ფეხბურთის ყველა მოყვარული იმეორებს

გადამწყვეტი ბრძოლები. მანასკერტის ბრძოლა და ბიზანტიის იმპერიის კრახი (დასასრული)

შუააზიური ტრაგედია. შაჰიმარდანი-1929 / ჩეკისტური სპეცოპერაციის ეტაპები. ნაწილი II

ჯარისკაცის თავგადასავალი. 500 დღე და ღამე მტრის ზურგში (გაგრძელება)

ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან. მეფე სოლომონ იმერეთისა, დიდ სოლომონად წოდებული

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს