ავტორი:

" მეორე ტურში „ქართული ოცნების“ შედეგი უარესი იქნება" - გია ხუხაშვილი

" მეორე ტურში „ქართული ოცნების“ შედეგი უარესი იქნება" - გია ხუხაშვილი

გრიგოლ ვაშაძეს არა მხოლოდ არითმეტიკული, არამედ ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურში, მაღალი ალბათობით, უარესი შედეგი ექნება.

„გრიგოლ ვაშაძეს აქვს უპირატესობა არა მხოლოდ არითმეტიკულად, მარტო „ევროპული საქართველოს“ ელექტორატი რომ ავიღოთ, მას აქვს სერიოზული ფსიქოლოგიური უპირატესობა. შესაბამისად, მისი ამომრჩეველი მაქსიმალურად მობილიზებული იქნება მეორე ტურის დროს გამარჯვების მოლოდინში. მაშინ, როდესაც მეორე მხარეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შანსები იკლებს. ეს ადმინისტრაციული რესურსი ვინ არის? მათი საკმაოდ დიდი ნაწილი არიან მედროვეები, რომლებიც ცვლილებების საფრთხის წინაშე დაიწყებენ სარეზერვო აეროპორტების ძებნას. ასე რომ, მიუხედავად შესაძლო ძალისხმევისა, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ შედეგი მაღალი ალბათობით უფრო უარესი იქნება, ვიდრე პირველ ტურში იყო. ეს არის მოცემულობა, ძალიან მძიმე მოცემულობა, მათ შორის, ჩემთვისაც ძალიან არასასიამოვნო. ასეთია რეალობა, მე არ მაქვს უფლება არ ვთქვა თუნდაც მწარე სიმართლე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები