პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„წარმატებული, საზოგადოებაში აქტიური ცოლი ბევრ მამაკაცს აბრკოლებს, ძაბავს, რაც საზიანოა წყვილისთვის“
„წარმატებული, საზოგადოებაში აქტიური ცოლი ბევრ მამაკაცს აბრკოლებს, ძაბავს, რაც საზიანოა წყვილისთვის“

სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ ახა­ლი სე­ზო­ნი საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ნი­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მამ, აჩი­კო ექი­მი­სა და ქე­თის ჯერ კი­დევ ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბელ­მა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ხაზ­მა, სე­რი­ი­დან სე­რი­ამ­დე მო­ლო­დი­ნი კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­რა. მსა­ხი­ობ სა­ლო­მე შარ­ვა­ძეს საკ­მა­ოდ მძი­მე მი­სია ერგო, სწო­რედ ის აღ­მოჩ­ნდა ნი­ნას გვერ­დით, როცა სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­სუ­ვეს, ესაა მო­მენ­ტი, როცა არ უნდა გა­ჩუმ­დე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ დროს სი­ტყვე­ბი ძა­ლას კარ­გა­ვენ. ჩვენ სა­ლო­მეს სე­რი­ალ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­სა და მის გმირ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- სა­ლო­მე, ამ სე­ზონ­ში შენი გმი­რი, ქეთი სწო­რედ მა­შინ აღ­მოჩ­ნდა ნი­ნას გვერ­დით, როცა მო­უ­ლო­დენ­ლად სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ამ დროს რთუ­ლია რა­ი­მე ფორ­მით ანუ­გე­შო მე­გო­ბა­რი. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში თუ გქო­ნია მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა?

- სამ­წუ­ხა­როდ, კი. ჩემს მე­გო­ბარს ჩემ თვალ­წინ და­უს­ვეს მძი­მე დი­აგ­ნო­ზი, ურ­თუ­ლე­სი გა­და­სა­ტა­ნია ეს ამ­ბა­ვი, გინ­და, არ გინ­და, შენც მო­ნა­წი­ლე ხდე­ბი, გა­ნიც­დი, ცდი­ლობ, ანუ­გე­შო და ერ­თვე­ბი პრო­ცეს­ში. სე­რი­ალ­შიც იგი­ვე სცე­ნა­რი გან­მე­ორ­და, რაც ჩემს რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. ქეთი დევ­და­რი­ა­ნი ნამ­დვი­ლი გე­ნი­ო­სია, ისეთ რა­ღა­ცებს წერს, რაც ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რი და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლია, მოვ­ლე­ნებს ზედ­მი­წევ­ნი­თი სი­ზუს­ტით მიყ­ვე­ბა და ავი­თა­რებს, ისე თით­ქოს თა­ვად იყოს ამის მო­ნა­წი­ლე.

- სწო­რად ამი­ტო­მაც ინარ­ჩუ­ნებს სე­რი­ა­ლი პო­პუ­ლა­რო­ბას...

- შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როს მა­ყუ­რე­ბელ­მა, რაღა უნდა გვაჩ­ვე­ნონ ახლ სე­ზონ­შიო, მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბის ისეთ გან­ვი­თა­რე­ბას გვთა­ვა­ზო­ბენ, რომ შე­იძ­ლე­ბა ღამე არ და­გე­ძი­ნოს ფიქ­რით. ნი­ნას თავს გა­დამ­ხდა­რი ამ­ბა­ვი, შე­საძ­ლოა, სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის ჭრილ­შიც კი გან­ვი­ხი­ლოთ. არა­ვი­ნაა და­ზღვე­უ­ლი და და­ცუ­ლი ამ სა­ში­ნე­ლი დი­აგ­ნო­ზის­გან, თუმ­ცა დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის და მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბა­დია. ალ­ბათ სწო­რედ ამის ხაზ­გას­მა უნ­დო­და ქე­თის და სცე­ნა­რიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ კუ­თხით გან­ვი­თარ­დე­ბა.

- სა­ლო­მე, რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ამ რო­ლის შე­სა­რუ­ლე­ბა იმის ფონ­ზე, რომ ამ მხრივ ცხოვ­რე­ბა­ში მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა გქო­ნია?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, გა­და­ღე­ბე­ბის დროს ამ ყვე­ლა­ფერს ისე გან­ვიც­დი­დი, რომ ხა­სი­ათ­ზეც კი მე­ტყო­ბო­და, არა მარ­ტო მე, ყვე­ლას. მით უმე­ტეს გა­მოც­დი­ლი რომ მაქვს, გან­მი­ახ­ლდა ის მო­გო­ნე­ბე­ბი და ნამ­დვი­ლად იმოქ­მე­და ჩემ­ზე.

- გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ექი­მი­სა და ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბის ხაზი... სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არის დიდი გარ­ჩე­ვა ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ზოგს ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია ქეთი მო­ღა­ლა­ტე ცო­ლის ამ­პლუ­ა­ში, ზოგი კი პი­რი­ქით, მი­იჩ­ნევს, რომ დი­ა­ხაც, ზა­ზას­ნა­ი­რი ქმა­რი ღა­ლა­ტის ღირ­სია...

- ექი­მი ქე­თის ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად შე­მო­იჭ­რა, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია ამას ვერ ვი­ტყვი. რაც შე­ე­ხე­ბა ზა­ზას, ალ­ბათ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც არ­სე­ბო­ბენ ასე­თი ქმრე­ბი და ქე­თის­ნა­ი­რი ცო­ლე­ბიც. ამას წი­ნათ სწო­რედ იმ მო­მენტს ვიხ­სე­ნებ­დით, ზა­ზამ რომ ქე­თის და­უ­რე­კა, ცოლი მომ­ყავ­სო, მერე ბი­კი­ნიც უპოვ­ნა ჯი­ბე­ში, ამ დროს კი დათო ეუბ­ნე­ბა ჩემს გმირს, იქ­ნებ ახ­ლობ­ლის არის, არ ინერ­ვი­უ­ლოო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

„წარმატებული, საზოგადოებაში აქტიური ცოლი ბევრ მამაკაცს აბრკოლებს, ძაბავს, რაც საზიანოა წყვილისთვის“

„წარმატებული, საზოგადოებაში აქტიური ცოლი ბევრ მამაკაცს აბრკოლებს, ძაბავს, რაც საზიანოა წყვილისთვის“

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ნინას ჯანმრთელობის პრობლემამ, აჩიკო ექიმისა და ქეთის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელმა სასიყვარულო ხაზმა, სერიიდან სერიამდე მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა. მსახიობ სალომე შარვაძეს საკმაოდ მძიმე მისია ერგო, სწორედ ის აღმოჩნდა ნინას გვერდით, როცა სიმსივნის დიაგნოზი დასუვეს, ესაა მომენტი, როცა არ უნდა გაჩუმდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს სიტყვები ძალას კარგავენ. ჩვენ სალომეს სერიალში განვითარებულ მოვლენებსა და მის გმირზე ვესაუბრეთ.

- სალომე, ამ სეზონში შენი გმირი, ქეთი სწორედ მაშინ აღმოჩნდა ნინას გვერდით, როცა მოულოდენლად სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამ დროს რთულია რაიმე ფორმით ანუგეშო მეგობარი. რეალურ ცხოვრებაში თუ გქონია მსგავსი გამოცდილება?

- სამწუხაროდ, კი. ჩემს მეგობარს ჩემ თვალწინ დაუსვეს მძიმე დიაგნოზი, ურთულესი გადასატანია ეს ამბავი, გინდა, არ გინდა, შენც მონაწილე ხდები, განიცდი, ცდილობ, ანუგეშო და ერთვები პროცესში. სერიალშიც იგივე სცენარი განმეორდა, რაც ჩემს რეალურ ცხოვრებაში. ქეთი დევდარიანი ნამდვილი გენიოსია, ისეთ რაღაცებს წერს, რაც ძალიან რეალური და ცხოვრებისეულია, მოვლენებს ზედმიწევნითი სიზუსტით მიყვება და ავითარებს, ისე თითქოს თავად იყოს ამის მონაწილე.

- სწორად ამიტომაც ინარჩუნებს სერიალი პოპულარობას...

- შეიძლება იფიქროს მაყურებელმა, რაღა უნდა გვაჩვენონ ახლ სეზონშიო, მაგრამ მოვლენების ისეთ განვითარებას გვთავაზობენ, რომ შეიძლება ღამე არ დაგეძინოს ფიქრით. ნინას თავს გადამხდარი ამბავი, შესაძლოა, სოციალური კამპანიის ჭრილშიც კი განვიხილოთ. არავინაა დაზღვეული და დაცული ამ საშინელი დიაგნოზისგან, თუმცა დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის შემთხვევაში ყველაფერი მოგვარებადია. ალბათ სწორედ ამის ხაზგასმა უნდოდა ქეთის და სცენარიც სავარაუდოდ, ამ კუთხით განვითარდება.

- სალომე, რამდენად რთული იყო ამ როლის შესარულება იმის ფონზე, რომ ამ მხრივ ცხოვრებაში მძიმე გამოცდილება გქონია?

- ძალიან რთული იყო, გადაღებების დროს ამ ყველაფერს ისე განვიცდიდი, რომ ხასიათზეც კი მეტყობოდა, არა მარტო მე, ყველას. მით უმეტეს გამოცდილი რომ მაქვს, განმიახლდა ის მოგონებები და ნამდვილად იმოქმედა ჩემზე.

- გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა, როგორ განვითარდება ექიმისა და ქეთის ურთიერთობის ხაზი... სოციალურ ქსელში არის დიდი გარჩევა ამ თემასთან დაკავშირებით, ზოგს ვერ წარმოუდგენია ქეთი მოღალატე ცოლის ამპლუაში, ზოგი კი პირიქით, მიიჩნევს, რომ დიახაც, ზაზასნაირი ქმარი ღალატის ღირსია...

- ექიმი ქეთის ცხოვრებაში ძალიან უცნაურად შემოიჭრა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რასაკვირველია ამას ვერ ვიტყვი. რაც შეეხება ზაზას, ალბათ რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ ასეთი ქმრები და ქეთისნაირი ცოლებიც. ამას წინათ სწორედ იმ მომენტს ვიხსენებდით, ზაზამ რომ ქეთის დაურეკა, ცოლი მომყავსო, მერე ბიკინიც უპოვნა ჯიბეში, ამ დროს კი დათო ეუბნება ჩემს გმირს, იქნებ ახლობლის არის, არ ინერვიულოო... განაგრძეთ კითხვა

"ბედნიერად და ამაყად დავტოვე პროექტი" - პიტო სეთურიძის პირველი კომენტარი "მასტერშეფიდან" წასვლის შემდეგ

"კონკურსანტებთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი არ მიყვარს,  ეს ბრძოლაა გადარჩენისთვის" -  ჟიური და თორნიკე ყიფიანი "საქართველოს ვარსკვლავში" განვითარებულ მოვლენებზე

"მამამ ტრაქტორის მართვა რომ მასწავლა, 7 წლის ვიყავი. თოხნაშიც მივხმარებივარ და ვენახშიც მიმუშავია" - ბარბარა სამხარაძე მეურნის ამპლუაში