საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინოვაციურმა ფარმაცევტულმა კომპანია „არტფარმამ“ იუბილე პარტნიორების დაჯილდოვებით აღნიშნა
ინოვაციურმა ფარმაცევტულმა კომპანია „არტფარმამ“ იუბილე პარტნიორების დაჯილდოვებით აღნიშნა

26 ოქ­ტომ­ბერს, არტ ჰა­უს­ში, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია არ­ტფარ­მას ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე კომ­პა­ნი­ამ საქ­მი­ა­ნო­ბის ოთხწ­ლი­ა­ნი ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნა და მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი გა­აც­ნო.

პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ექი­მე­ბი, არ­ტფარ­მას პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­ტფარ­მას პრო­ექ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან.

არ­ტფარ­მამ მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნად­გო­მის­თვის პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ექი­მე­ბის გუნდს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. და­ჯილ­დოვ­დნენ არ­ტფარ­მას პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი: ფარმ სახ­ლი, პსპ, გეფა, მე­დია არტი, პა­ლიტ­რა მე­დია და სხვე­ბი; ასე­ვე ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც არტ ფარ­მას სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

არ­ტფარ­მას დი­რექ­ტო­რის ლიკა ლობ­ჟა­ნი­ძის თქმით, კომ­პა­ნი­ამ და­არ­სე­ბის დღი­დან პრო­დუქ­ტი­უ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი წლე­ბი გა­ი­ა­რა:

„ევ­რო­პუ­ლი ბრენ­დე­ბი, ახა­ლი პარტნი­ო­რე­ბი, ინო­ვა­ცი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი და ჩვე­ნი გუნ­დის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი - ეს არის, რაც ქმნის კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბას. მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი მი­ზა­ნია, შევ­ქმნათ ძლი­ე­რი ინო­ვა­ცი­უ­რი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და სი­ლა­მა­ზე­ზე ზრუნ­ვის ახალ, თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პა­ში აპ­რო­ბი­რე­ბულ მიდ­გო­მებს და პრე­პა­რა­ტებს შეს­თა­ვა­ზებს. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩვენს მიზ­ნებ­სა და ხედ­ვას იზი­ა­რებს“ - აცხა­დებს არ­ტფარ­მას დი­რექ­ტო­რი, ლიკა ლობ­ჟა­ნი­ძე.

არ­ტფარ­მამ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბით გა­აც­ნო - მათ შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ნუტ­რი­კოს­მე­ტი­კუ­რი ბრენ­დი ვი­ა­დერ­მი. მას უკავ­შირ­დე­ბა სი­ლა­მა­ზი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბლო­გის, www.makechoice.ge-ს შექ­მნაც;

„ვი­ა­დერმს სი­ლა­მა­ზის კაფ­სუ­ლებს უწო­დე­ბენ. ის არის პირ­ვე­ლი ნუტ­რი­კოს­მე­ტი­კუ­რი ბრენ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც არ­ტფარ­მამ შე­მო­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვი­ა­დერმ­მა მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა მომ­ხმა­რებ­ლის ნდო­ბა, რად­გან მისი კაფ­სუ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გია - ჯან­მრთე­ლი კანი, მბზინ­ვა­რე თმა და მტკი­ცე ფრჩხი­ლე­ბი. ვი­ა­დერ­მის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლია, რომ სი­ლა­მა­ზე­ზე ზრუნ­ვა, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვით იწყე­ბა.

ვი­ა­დერ­მი არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფუ­ფუ­ნე­ბა თა­ვის მოვ­ლის სფე­რო­ში და რო­გორც მზრუნ­ველ ბრენ­დს, შე­ეძ­ლო უფრო მე­ტად გა­ე­ნე­ბივ­რე­ბი­ნა თა­ვი­სი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, - ამი­ტომ შევ­ქმე­ნით ბლო­გი სი­ლა­მა­ზის შე­სა­ხებ www.makechoice.ge, სა­დაც თავი მო­ვუ­ყა­რეთ სი­ლა­მა­ზეს­თან და ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რჩე­ვებს... მკი­თხვე­ლის დიდი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 1 წლის თავ­ზე, გა­დავ­წყვი­ტეთ გავ­ცდეთ ბლო­გის ფორ­მატს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთა­ვა­ზობთ ახალ ინ­ტერ­ნეტ ჟურ­ნალს www.beautymagazine.ge, რო­მე­ლიც თა­ვის მოვ­ლის გარ­და, შე­ე­ხე­ბა სიყ­ვა­რულს, მოგ­ზა­უ­რო­ბას, კუ­ლი­ნა­რი­ას და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებს." გვე­უბ­ნე­ბა პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი, თი­ნა­თინ სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი.

პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბო­და მსა­ხი­ო­ბი ეკა ჩხე­ი­ძეც, რო­მე­ლიც ვი­ა­დერ­მის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლია.

„ვი­ა­დერ­მის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის დღი­დან ვარ ამ ბრენ­დის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ის ნამ­დვი­ლად არის სი­ლა­მა­ზის გა­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის. ვი­საც სურს, კა­ნის სტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა უნდა და­ი­წყოს. ნუტ­რი­კოს­მე­ტი­კის მი­ღე­ბა, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა­ცაა.“ - გვი­თხრა ეკა ჩხე­ი­ძემ.

სა­გან­გე­ბოდ ამ დღის­თვის, ჩე­ხე­თი­დან ჩა­მო­ვი­და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია „ვალ­მარ­კის“ ექ­სპორ­ტის მე­ნე­ჯე­რი ირე­ნა კუ­პ­კო­ვა.

„მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ჩე­ხურ ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნია „ვალ­მარკს“ სა­ქარ­თვე­ლო­ში „არ­ტფარ­მა“ წარ­მო­ად­გენს. ჩვენ­თვის მთა­ვა­რი არის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი და პა­ცი­ენტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა, რა­შიც ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა. „არ­ტფარ­მა“ არის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მზარ­დი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ქარ­თულ ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხი­სა და სტან­დარ­ტე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას“ - აღ­ნიშ­ნავს „ვალ­მარ­კის“ ექ­სპორ­ტის მე­ნე­ჯერ­მა ირე­ნა კუ­პ­კო­ვამ.

ღო­ნის­ძი­ე­ბის და­სას­რულს მო­ე­წყო გა­თა­მა­შე­ბა, რო­მელ­შიც ჯან­მრთე­ლო­ბის, სი­ლა­მა­ზი­სა და დას­ვე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით პრი­ზე­ბი გა­თა­მაშ­და. სტუმ­რებს სა­ჩუქ­რე­ბი არ­ტფარ­მას­გა­ნაც გა­და­ე­ცათ.

ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია არ­ტფარ­მა 2014 წელს და­არ­სდა და მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, გა­ზარ­დოს თე­რა­პი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბი და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გა­ხა­დოს ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. „არ­ტფარ­მა“ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ად­გენს წამ­ყვან ევ­რო­პულ ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს და მათ შო­რის, ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს ჩე­ხურ ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნია „ვალ­მარკს“, რო­მელ­საც ოტის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ებს შო­რის ლი­დე­რი პო­ზი­ცია უკა­ვია. კომ­პა­ნი­ის სტრა­ტე­გია მო­ი­ცავს ჯანრმთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დე­ლის შექ­მნა­სა და დამ­კვიდ­რე­ბას. ის ირ­გებს ერ­თგვა­რი მე­დი­ა­ტო­რის როლს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან მწარ­მო­ებ­ლებ­სა და ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის.

თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ინოვაციურმა ფარმაცევტულმა კომპანია „არტფარმამ“ იუბილე პარტნიორების დაჯილდოვებით აღნიშნა

ინოვაციურმა ფარმაცევტულმა კომპანია „არტფარმამ“ იუბილე პარტნიორების დაჯილდოვებით აღნიშნა

26 ოქტომბერს, არტ ჰაუსში, ფარმაცევტული კომპანია არტფარმას ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე კომპანიამ საქმიანობის ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა და მოწვეულ სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნო.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები, ექიმები, არტფარმას პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები, რომლებიც არტფარმას პროექტების მონაწილეები და ერთგული მომხმარებლები არიან.

არტფარმამ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის პარტნიორ ორგანიზაციებსა და ექიმების გუნდს მადლობა გადაუხადა. დაჯილდოვდნენ არტფარმას პარტნიორი ორგანიზაციები: ფარმ სახლი, პსპ, გეფა, მედია არტი, პალიტრა მედია და სხვები; ასევე ექიმები, რომლებიც არტ ფარმას სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობენ.

არტფარმას დირექტორის ლიკა ლობჟანიძის თქმით, კომპანიამ დაარსების დღიდან პროდუქტიული და წარმატებული წლები გაიარა:

„ევროპული ბრენდები, ახალი პარტნიორები, ინოვაციური და საინტერესო პროექტები და ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი - ეს არის, რაც ქმნის კომპანიის წარმატებას. მთავარი მამოძრავებელი მიზანია, შევქმნათ ძლიერი ინოვაციური ფარმაცევტული კომპანია, რომელიც საქართველოს საზოგადოებას ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვის ახალ, თანამედროვე, ევროპაში აპრობირებულ მიდგომებს და პრეპარატებს შესთავაზებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს სამედიცინო საზოგადოება ჩვენს მიზნებსა და ხედვას იზიარებს“ - აცხადებს არტფარმას დირექტორი, ლიკა ლობჟანიძე.

არტფარმამ ფართო საზოგადოებას თავი ინოვაციური პროექტებით გააცნო - მათ შორის არის საქართველოში პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდი ვიადერმი. მას უკავშირდება სილამაზისა და ჯანმრთელობის შესახებ პირველი ოფიციალური ბლოგის, www.makechoice.ge-ს შექმნაც;

„ვიადერმს სილამაზის კაფსულებს უწოდებენ. ის არის პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდი საქართველოში, რომელიც არტფარმამ შემოიტანა საქართველოში. ვიადერმმა მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა, რადგან მისი კაფსულების მიღების შედეგია - ჯანმრთელი კანი, მბზინვარე თმა და მტკიცე ფრჩხილები. ვიადერმის მთავარი გზავნილია, რომ სილამაზეზე ზრუნვა, ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება.

ვიადერმი არის ხელმისაწვდომი ფუფუნება თავის მოვლის სფეროში და როგორც მზრუნველ ბრენდს, შეეძლო უფრო მეტად გაენებივრებინა თავისი მომხმარებელი, - ამიტომ შევქმენით ბლოგი სილამაზის შესახებ www.makechoice.ge, სადაც თავი მოვუყარეთ სილამაზესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რჩევებს... მკითხველის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, 1 წლის თავზე, გადავწყვიტეთ გავცდეთ ბლოგის ფორმატს და საზოგადოებას ვთავაზობთ ახალ ინტერნეტ ჟურნალს www.beautymagazine.ge, რომელიც თავის მოვლის გარდა, შეეხება სიყვარულს, მოგზაურობას, კულინარიას და სხვა აქტუალურ და საინტერესო თემებს." გვეუბნება პროექტის მენეჯერი, თინათინ სამყურაშვილი.

პრეზენტაციას ესწრებოდა მსახიობი ეკა ჩხეიძეც, რომელიც ვიადერმის ერთ-ერთი პირველი მომხმარებელია.

„ვიადერმის საქართველოში შემოსვლის დღიდან ვარ ამ ბრენდის მომხმარებელი, ის ნამდვილად არის სილამაზის გარანტი ქალბატონებისთვის. ვისაც სურს, კანის სტრუქტურის გაუმჯობესება, პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს. ნუტრიკოსმეტიკის მიღება, პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივაცაა.“ - გვითხრა ეკა ჩხეიძემ.

საგანგებოდ ამ დღისთვის, ჩეხეთიდან ჩამოვიდა ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ ექსპორტის მენეჯერი ირენა კუპკოვა.

„მოხარულები ვართ, რომ ჩეხურ ფარმაცევტულ კომპანია „ვალმარკს“ საქართველოში „არტფარმა“ წარმოადგენს. ჩვენთვის მთავარი არის მაღალი ხარისხი და პაციენტზე ორიენტირებულობა, რაშიც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. „არტფარმა“ არის განვითარებაზე ორიენტირებული, მზარდი კომპანია, რომელიც ხელს უწყობს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ევროპული ხარისხისა და სტანდარტების დამკვიდრებას“ - აღნიშნავს „ვალმარკის“ ექსპორტის მენეჯერმა ირენა კუპკოვამ.

ღონისძიების დასასრულს მოეწყო გათამაშება, რომელშიც ჯანმრთელობის, სილამაზისა და დასვენების მიმართულებით პრიზები გათამაშდა. სტუმრებს საჩუქრები არტფარმასგანაც გადაეცათ.

ფარმაცევტული კომპანია არტფარმა 2014 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანია, გაზარდოს თერაპიული უსაფრთხოების სტანდარტები და უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები გახადოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. „არტფარმა“ საქართველოში წარმოადგენს წამყვან ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიებს და მათ შორის, ერთ-ერთ უმსხვილეს ჩეხურ ფარმაცევტულ კომპანია „ვალმარკს“, რომელსაც ოტის მწარმოებელ კომპანიებს შორის ლიდერი პოზიცია უკავია. კომპანიის სტრატეგია მოიცავს ჯანრმთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნასა და დამკვიდრებას. ის ირგებს ერთგვარი მედიატორის როლს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებსა და ქართველ მომხმარებლებს შორის.

თეკლე ჯანელიძე

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი