პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელით გაშენებული წალკოტი და ტბა თბილისში - ვის ეკუთვნის ულამაზესი სახლი, რომელიც ბევრ უცხოელს აღაფრთოვანებს
ხელით გაშენებული წალკოტი და ტბა თბილისში - ვის ეკუთვნის ულამაზესი სახლი, რომელიც ბევრ უცხოელს აღაფრთოვანებს

ამი­რან ჩა­ფი­ძე წარ­მო­შო­ბით იმე­რე­თი­დან არის. ბავ­შვო­ბა თერ­ჯო­ლის ულა­მა­ზეს სო­ფელ­ში, ჩხარ­ში გა­ა­ტა­რა. იხ­სე­ნებს, რომ მამა მშრო­მე­ლი გლე­ხი იყო, რომ­ლის­გა­ნაც ბევ­რი რამ ის­წავ­ლა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­ტო­ნი ამი­რა­ნი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და, ამი­ტომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას დროს ვე­ღარ უთ­მობ­და. წლე­ბის წინ მე­გობ­რის რჩე­ვით თბი­ლი­სის ერთ-ერთ გა­რე­უ­ბან­ში ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა. სამი წლის წინ კი ყვე­ლა საქ­მე და­ი­ვი­წყა, ეზოს გა­ლა­მა­ზე­ბა გა­და­წყვი­ტა და ინ­ტენ­სი­ურ მუ­შა­ო­ბას შე­უდ­გა. თუ რა შე­დეგს მი­აღ­წია ბა­ტონ­მა ამი­რან­მა ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის თა­ვად მოგ­ვიყ­ვე­ბა.

- 80-იან წლებ­ში საპ­ნის ქარ­ხა­ნა­ში ვმუ­შა­ობ­დი, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი. ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი გვყავ­და, ფა­რე­ხის უფ­რო­სი იყო, მი­თხრა, - მშრო­მე­ლი კაცი ხარ, ნაკ­ვე­თი უნდა გა­ყი­დი­ნოო. ერთი ად­გი­ლი მო­მე­წო­ნა, ისიც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო. მო­ვუ­რიგ­დი მე­პატ­რო­ნეს და მერე უარი მი­თხრა. გული დამ­წყდა. იმის მერე ხუთი წელი გა­ვი­და, ის ად­გი­ლი გულ­ში მქონ­და ჩარ­ჩე­ნი­ლი. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, გა­ი­ყი­და თუ არა და სა­ნა­ხა­ვად წა­ვე­დი. ალ­ბათ ესეც ბედი იყო. ბევ­რი ვი­ა­რე, მაგ­რამ ვერ მი­ვა­გე­ნი. ხან რო­მელ ჩიხ­ში შე­ვე­დი, ხან რო­მელ­ში. ბო­ლოს აქ მო­ვე­დი. ერთი კაცი შემ­ხვდა, მკი­თხა, - ყიდ­ვა გინ­და­თო? კი-მეთ­ქი. მაჩ­ვე­ნა ეს ნაკ­ვე­თი, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, ფას­ზეც მოვ­რიგ­დით და შე­ვი­ძი­ნე. აქ მხო­ლოდ ერთი დიდი თუ­თის ხე იდგა და სხვა არა­ფე­რი, ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ხე­ლით დავრგე და გა­ვა­კე­თე.

- ვინ გეხ­მა­რე­ბო­დათ?

- მუ­შებს იშ­ვი­ა­თად ვიშ­ვე­ლი­ებ­დი. ძი­რი­თა­დად ახ­ლობ­ლე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დი და მსგავს საქ­მეს­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნია, მაგ­რამ სო­ფელ­ში ვი­ყა­ვი გაზ­რდი­ლი, მიყ­ვარ­და შრო­მა და მისი ფა­სიც ვი­ცო­დი. ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მომ­დი­ო­და.

- რამ­დენ წელ­ში მი­აღ­წი­ეთ ამ შე­დეგს?

- ბოლო სამი წე­ლია, ინ­ტენ­სი­უ­რად და­ვი­წყე გა­ლა­მა­ზე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ჩემი გე­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თე. არ ვუს­მენ ოჯა­ხის წევ­რებს, არც შე­ნიშ­ვნებს ვი­ღებ, ყვე­ლა­ფერს თა­ვად ვა­კე­თებ. ხში­რად მყავს უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ეზო­ში რომ შე­მო­დი­ან, მა­შინ­ვე ფო­ტო­ებს იღე­ბენ, ეზო-ყუ­რეს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ და მერე ადი­ან ოთახ­ში. ჩემი ხე­ლით გა­ვა­კე­თე ტბა. სა­ზა­ნი და კობ­რი მყავს გაშ­ვე­ბუ­ლი, თა­ვად მრავ­ლდე­ბი­ან. ვთევ­ზა­ობთ ხოლ­მე, სტუმ­რებ­საც მოს­წონთ ეს პრო­ცე­სი. ეს ტბა ერ­თგვარ ხიბლს სძენს ჩემს ეზოს.

- წი­ნას­წარ აკე­თებთ ნა­ხაზს, თუ თქვენს გო­ნე­ბა­ში გეგ­მავთ, რა რო­გორ უნდა გა­ა­კე­თოთ?

- არა­ნა­ირ ნა­ხაზს არ ვა­კე­თებ. წარ­მო­ვიდ­გენ სუ­რათს, რა რო­გო­რი იქ­ნე­ბა და ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

ხელით გაშენებული წალკოტი და ტბა თბილისში - ვის ეკუთვნის ულამაზესი სახლი, რომელიც ბევრ უცხოელს აღაფრთოვანებს

ხელით გაშენებული წალკოტი და ტბა თბილისში - ვის ეკუთვნის ულამაზესი სახლი, რომელიც ბევრ უცხოელს აღაფრთოვანებს

ამირან ჩაფიძე წარმოშობით იმერეთიდან არის. ბავშვობა თერჯოლის ულამაზეს სოფელში, ჩხარში გაატარა. იხსენებს, რომ მამა მშრომელი გლეხი იყო, რომლისგანაც ბევრი რამ ისწავლა. წლების განმავლობაში ბატონი ამირანი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა, ამიტომ სოფლის მეურნეობას დროს ვეღარ უთმობდა. წლების წინ მეგობრის რჩევით თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ნაკვეთი შეიძინა. სამი წლის წინ კი ყველა საქმე დაივიწყა, ეზოს გალამაზება გადაწყვიტა და ინტენსიურ მუშაობას შეუდგა. თუ რა შედეგს მიაღწია ბატონმა ამირანმა ამ ხნის განმავლობაში, ის თავად მოგვიყვება.

- 80-იან წლებში საპნის ქარხანაში ვმუშაობდი, დირექტორის მოადგილე ვიყავი. ერთი თანამშრომელი გვყავდა, ფარეხის უფროსი იყო, მითხრა, - მშრომელი კაცი ხარ, ნაკვეთი უნდა გაყიდინოო. ერთი ადგილი მომეწონა, ისიც ამ ტერიტორიაზე იყო. მოვურიგდი მეპატრონეს და მერე უარი მითხრა. გული დამწყდა. იმის მერე ხუთი წელი გავიდა, ის ადგილი გულში მქონდა ჩარჩენილი. მაინტერესებდა, გაიყიდა თუ არა და სანახავად წავედი. ალბათ ესეც ბედი იყო. ბევრი ვიარე, მაგრამ ვერ მივაგენი. ხან რომელ ჩიხში შევედი, ხან რომელში. ბოლოს აქ მოვედი. ერთი კაცი შემხვდა, მკითხა, - ყიდვა გინდათო? კი-მეთქი. მაჩვენა ეს ნაკვეთი, ძალიან მომეწონა, ფასზეც მოვრიგდით და შევიძინე. აქ მხოლოდ ერთი დიდი თუთის ხე იდგა და სხვა არაფერი, ყველაფერი ჩემი ხელით დავრგე და გავაკეთე.

- ვინ გეხმარებოდათ?

- მუშებს იშვიათად ვიშველიებდი. ძირითადად ახლობლები მეხმარებოდნენ. თანამდებობაზე ვმუშაობდი და მსგავს საქმესთან შეხება არ მქონია, მაგრამ სოფელში ვიყავი გაზრდილი, მიყვარდა შრომა და მისი ფასიც ვიცოდი. ამიტომ ყველაფერი გამომდიოდა.

- რამდენ წელში მიაღწიეთ ამ შედეგს?

- ბოლო სამი წელია, ინტენსიურად დავიწყე გალამაზება. ყველაფერი ჩემი გემოვნებით გავაკეთე. არ ვუსმენ ოჯახის წევრებს, არც შენიშვნებს ვიღებ, ყველაფერს თავად ვაკეთებ. ხშირად მყავს უცხოელი სტუმრები და აღფრთოვანებულები არიან. ეზოში რომ შემოდიან, მაშინვე ფოტოებს იღებენ, ეზო-ყურეს ათვალიერებენ და მერე ადიან ოთახში. ჩემი ხელით გავაკეთე ტბა. საზანი და კობრი მყავს გაშვებული, თავად მრავლდებიან. ვთევზაობთ ხოლმე, სტუმრებსაც მოსწონთ ეს პროცესი. ეს ტბა ერთგვარ ხიბლს სძენს ჩემს ეზოს.

- წინასწარ აკეთებთ ნახაზს, თუ თქვენს გონებაში გეგმავთ, რა როგორ უნდა გააკეთოთ?

- არანაირ ნახაზს არ ვაკეთებ. წარმოვიდგენ სურათს, რა როგორი იქნება და ვიწყებ მუშაობას...განაგრძეთ კითხვა

ქართული ხალხური მოტივებიდან სექსუალურ "ტვერკამდე" - ანი მალაზონიას ტრანსფორმაცია და ფოტოები "ინსტაგრამიდან"

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ის 18 ივლისის მონაცემები

4 ათას ევროიანი იარაღი, ავტომობილები, ბინები... - რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომლის ოჯახმა სამეწარმეო საქმიანობიდან 1 წელში 9 მლნ-ზე მეტი მიიღო