ავტორი:

"არ შეიძლება, დამკვირვებელ ორგანიზაციებს ფაშიზმის ხელშემწყობი ეძახო" - საერთაშორისო დამკვირვებელთა უპრეცედენტოდ კრიტიკული შეფასებები

"არ შეიძლება, დამკვირვებელ ორგანიზაციებს ფაშიზმის ხელშემწყობი ეძახო" - საერთაშორისო დამკვირვებელთა უპრეცედენტოდ კრიტიკული შეფასებები

ქვეყანაში, რომელსაც უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს, არ შეიძლება, რომ არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებს ფაშიზმის ხელშემწყობი ეძახო, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის (EP) დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაიმა ლიუსია ანდრიკიენემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდა დემოკრატიას სჭირდება თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ენდობიან, იცავენ და მხარს უჭერენ მის მნიშვნელოვან მუშაობას.

„ეს ბოლო, პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები იყო შეკვეცილი უფლებამოსილებით, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი ნიშან-სვეტი დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე. საქართველო კვლავ პრიორიტეტული ქვეყანაა ევროკავშირისათვის. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას, ამიტომაც ვართ აქ. ჩვენ მოხარული ვარ, რომ არჩევნების დღეს ძალადობა არ დაფიქსირდა. ამან მოქალაქეებს საშუალება მისცა მშვიდობით განეხორციელებინათ თავიანთი დემოკრატიული უფლებები. რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდი რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის და მათი დე ფაქტო მმართველების გადაწყვეტილებას, რომ ჩაეკეტათ ადმინისტრაციული საზღვრები. ამან საქართველოს ბევრ მოქალაქეს საშუალება არ მისცა მონაწილეობა მიეღო არჩევნებში. არჩევნებამდე დებატები ხშირად უარყოფით კამპანიებზე იყო ფოკუსირებული და პირად თავდასხმებზე, მათ შორის პირად ბრალდებებზე და არა კონკრეტულ ხედვაზე სამომავლოდ. ჩვენ მივესალმებით მაღალ ჩართულობას დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების. თუმცა აღვნიშნავთ შეშფოთებას, რომ მათგან ზოგიერთი ამოიღეს მიზანში ინტენსიური სიტყვიერი თავდასხმებით, მიუხედავად მათი მუშაობის ხარისხისა. საქართველოში, რომელსაც უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს, არ შეიძლება, რომ არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებს ფაშიზმის ხელშემწყობი ეძახონ. საქართველოს მოქალაქეები არ იმსახურებენ ასეთ სიტყვებს. ახალგაზრდა დემოკრატიას სჭირდება თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ენდობიან, იცავენ და მხარს უჭერენ მის მნიშვნელოვან მუშაობას“, - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.

ჩვენი ანგარიში აღნიშნავს რამდენიმე სერიოზულ პრობლემას, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, სახელწიფო მოხელეთა მიერ კამპანიის ჩატარებას და არაბალანსირებულ დაფინანსებას, ე.წ. ტექნიკური კანდიდატების გამოყენებაც დემოკრატიის დამახინჯებაა, - ამის შესახებ კი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რასა იუნკევიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთო ჯამში საქართველო წარმოადგენს რეფორმების მაგალითს და ლიდერია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

"წლების განმავლობაში თქვენთან ერთად აღვნიშნავდი იმ საფრთხეებს, რაც წლების განმავლობაში მომდინარეობდა საქართველოში დიალოგის და კომპრომისის კულტურის არარსებობის გამო. ჩვენი ანგარიში აღნიშნავს რამდენიმე სერიოზულ პრობლემას, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, სახელმწიფო მოხელეთა მიერ კამპანიის ჩატარებას და არა ბალანსირებულ დაფინანსებას, ე.წ. ტექნიკური კანდიდატების გამოყენებაც დემოკრატიის დამახინჯებაა. გარდა ამისა, ჩვენ ახალი პროცესი შევამჩნიეთ, მიმდინარეობდა ვერბალური, სიტყვიერი თავდასხმები არასამთავრობოების წინაღმდეგ. ეს ყველაფერი დიდ კონტრასტს წარმოადგენს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ", - განაცხადა რასა იუნკევიჩმა.

„თვალშისაცემი იყო ის, რომ წინასაარჩევნო გარემო მთლიანობაში იყო მაინც საკმაოდ ნეგატიური. საარჩევნო კამპანიაზე გავლენა მოახდინა სავარაუდო კორუფციის შემთხვევებმა და სამოქალაქო სექტორის მიმართ ნეგატიურმა შეტევამ,“ - ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი იყო ან თეთრი ან შავი და მედიისა და ამომრჩევლის ამ პათოსით გაჟღენთვის მცდელობა ხდებოდა.

„თვალშისაცემი იყო ის, რომ წინასაარჩევნო გარემო მთლიანობაში იყო მაინც საკმაოდ ნეგატიური. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ორგანიზაციების მიმართ ძალიან ნეგატიური შეტევა იყო, რამაც თავის მხრივ გავლენა მოახდინა კამპანიაზე. გავლენა ასევე მოახდინა სავარაუდოდ კორუფციის შემთხვევებმაც. ზოგადად, ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი იყო ან თეთრი ან შავი, ანუ ან ჩვენთან ხარ ან ჩვენს წინააღმდეგ. სხვათა შორის, ასევე ხდებოდა მედიისა და ამომრჩევლების ამ პათოსით გაჟღენთის მცდელობა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი. რასაკვირველია მოქალაქეები მოელიან უფრო მეტ დემოკრატიას და ჩვენ მოველით, რომ ეს მდგომარეობა გაუმჯობესდება,“ - განაცხადა ლორა თორნტონმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები