მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიპლომატების ბრძოლა პრეზიდენტობისთვის" - რას წერს რუსული მედია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე
"დიპლომატების ბრძოლა პრეზიდენტობისთვის" - რას წერს რუსული მედია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე

რუ­სუ­ლი მე­დია ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებს თვალს. "ვინ გა­ი­მარ­ჯვებს “დიმ­ლო­მა­ტე­ბის არ­ჩევ­ნებ­ში"? - ფაქ­ტია, რომ ორი­ვე მხა­რეს ნა­ად­რე­ვად მო­უ­წია გა­მარ­ჯვე­ბის აღ­ნიშ­ვნამ", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია, ნა­წი­ლი კი იმა­საც მი­უ­თი­თებს, რომ ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა, რომ მზად არის ხმე­ბის და­სა­ცა­ვად, უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია ვიდ­რე წინა არ­ჩევ­ნებ­ში და ზო­გა­დად, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი იქ გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვიდ­რე რუ­სეთ­ში...

ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა rt.com-ის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის კურსს არც ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის შემ­დეგ შე­იც­ვლის, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, რუ­სე­თის­გან "ახა­ლი იმ­პულ­სე­ბის მი­ღე­ბის" შემ­თხვე­ვა­ში, მის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის­თვის ორი გა­მოკ­ვე­თი­ლი კან­დი­და­ტი­დან არც ერ­თის წარ­სუ­ლი არ იყო მი­სა­ღე­ბი, და­ნარ­ჩე­ნი შე­დე­გე­ბი უკვე პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ე­ბამ “და­დეს".

“ფრან­გუ­ლი აქ­ცენ­ტით მო­სა­უბ­რე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, მუდ­მი­ვი სა­კა­მა­თო ფრა­ზე­ბით, რო­მელ­საც შემ­დეგ ინ­სტრუქ­ცი­ას აყო­ლებ­და; “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” კან­დი­და­ტი გრი­გოლ ვა­შა­ძის წარ­სუ­ლი, გარ­და იმი­სა, რომ მისი პერ­სო­ნა მი­ხე­ილ სა­აკშ­ვილ­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის “საბ­ჭო­უ­რი კა­რი­ე­რის გამო”.

ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ არ არის ცნო­ბი­ლი, ვინ გა­ი­მარ­ჯვა - ერთი შე­ხედ­ვით ყვე­ლას თა­ვი­სი პრე­ზი­დენ­ტი ჰყავ­და, თუმ­ცა, ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მა­დაც, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც გარ­კვე­ულ­წი­ლად აღი­ა­რებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გარ­და­უ­ვა­ლია... ეს ვი­თა­რე­ბას უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის", - წერს gazeta.ru.

rbc.ru-ს ჟურ­ნა­ლის­ტის, ალექ­სან­დრ ატა­სუნ­ცევ­თან სა­უ­ბარ­ში რუსი ექ­სპერ­ტი ნი­კო­ლაი სი­ლა­ე­ვი ამ­ბობს:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, პრე­ზი­დენტს ქვე­ყა­ნა­ში თით­ქმის სიმ­ბო­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა ექ­ნე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის მტკი­ცე­ბას წა­ა­გავს, ვინ არის ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვა­რი და ვისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი უფრო მეტ­ნი არი­ან, თო­რემ სხვა მხრივ, რო­მელს რა კავ­ში­რი აქვს რუ­სეთ­თან, ამ შემ­თხვე­ვა­ში სუ­ლაც არ არის გა­დამ­წყვე­ტი, რად­გან ამ რე­ა­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ აქვს სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რა­ი­მე ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნოს...” - ამ­ბობს რუსი ექ­სპერ­ტი.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ მთა­ვარ სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რად ისევ რუ­სე­თი რჩე­ბა, რო­მე­ლიც მე­ო­რე ად­გილ­ზეა, პირ­ველ­ზეა თურ­ქე­თი და მე­სა­მე­ზე - ჩი­ნე­თი.

“სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ქვეყ­ნებს შო­რის სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა, 2017 წელს 34,2 %-ით გა­ი­ზარ­და... ტუ­რის­ტუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის მეტი წილი ისევ რუ­სეთ­ზე მო­დის და ის ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, მე­სა­მე ად­გილ­ზეა... თით­ქმის თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბით ჩა­დი­ან სომ­ხე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, შემ­დეგ მო­დის თურ­ქე­თი და მე­სა­მეა რუ­სე­თი...” - წერს გა­მო­ცე­მა და მი­ა­ნიშ­ნებს, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა ორი­ვე ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ში უნდა შე­დი­ო­დეს.

Кавказский Узел-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­ში გრი­გოლ ვა­შა­ძემ გა­ი­მარ­ჯვა, მასა და ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ აღე­ბულ ხმებს შო­რის 1%-იანი გან­სხვა­ვე­ბაც არ არის, რაც ნიშ­ნავს, რომ მე­ო­რე ტური გარ­და­უ­ვა­ლია და თუ ვა­შა­ძემ გა­ი­მარ­ჯვა, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დაბ­რუნ­დეს.

კი­დევ ერთი, რის გარ­შე­მოც რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მსჯე­ლო­ბენ, "პოსტსაბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნის" ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი და სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოა, რო­მე­ლიც ბევ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია, ვიდ­რე რუ­სეთ­ში.

“ამ არ­ჩევ­ნებ­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა ის, ვი­საც ქარ­თვე­ლი ერი ირ­ჩევს და თუ არ იქ­ნე­ბა მათ­თვის მი­სა­ღე­ბი, ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­დაც “მეფე ერ­თია და შე­უც­ვლე­ლი”, მას შეც­ვლი­ან", - წე­რენ Кавказский Узел-ის მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

“თუკი მას რუ­სეთ­ში, მარ­ტში ჩა­ტა­რე­ბულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს შე­ვა­და­რებთ, ძა­ლი­ან დიდ გან­სხვა­ვე­ბას და­ვი­ნა­ხავთ - სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით რუ­სეთ­ში ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მია. იმ­დე­ნად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი იყო პუ­ტი­ნი, რომ წვრილ­ფე­ხა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი მას დის­კომ­ფორ­ტსაც ვერ უქ­მნიდ­ნენ. ამი­ტო­მაც რო­გორც ყვე­ლა დიქ­ტა­ტორ­მა, პუ­ტინ­მაც, რო­მელ­საც თუ მის მიერ მარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის პრო­პა­გან­დას არ ჩავ­თვლით, სიმ­ბო­ლუ­რი პი­არ­კამ­პა­ნი­აც კი არ დას­ჭირ­ვე­ბია - აბ­სო­ლუ­ტუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­ი­მარ­ჯვა" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რომ­ლის თქმი­თაც "სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით “მე­ფე­ე­ბი” პოსტზე სიკ­ვდი­ლამ­დე არ რჩე­ბი­ან".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"დიპლომატების ბრძოლა პრეზიდენტობისთვის" - რას წერს რუსული მედია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე

"დიპლომატების ბრძოლა პრეზიდენტობისთვის" - რას წერს რუსული მედია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე

რუსული მედია ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ინტერესით ადევნებს თვალს. "ვინ გაიმარჯვებს “დიმლომატების არჩევნებში"? - ფაქტია, რომ ორივე მხარეს ნაადრევად მოუწია გამარჯვების აღნიშვნამ", - წერს რუსული მედია, ნაწილი კი იმასაც მიუთითებს, რომ ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მზად არის ხმების დასაცავად, უფრო დემოკრატიულია ვიდრე წინა არჩევნებში და ზოგადად, დემოკრატიული პროცესები იქ გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე რუსეთში...

ინტერნეტგამოცემა rt.com-ის ცნობით, საქართველო ევროინტეგრაციის კურსს არც ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ შეიცვლის, თუმცა, შესაძლოა, რუსეთისგან "ახალი იმპულსების მიღების" შემთხვევაში, მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს.

მათივე ცნობით, ქართველი ამომრჩევლისთვის ორი გამოკვეთილი კანდიდატიდან არც ერთის წარსული არ იყო მისაღები, დანარჩენი შედეგები უკვე პოლიტიკურმა პარტიებამ “დადეს".

“ფრანგული აქცენტით მოსაუბრე სალომე ზურაბიშვილი, მუდმივი საკამათო ფრაზებით, რომელსაც შემდეგ ინსტრუქციას აყოლებდა; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძის წარსული, გარდა იმისა, რომ მისი პერსონა მიხეილ სააკშვილთან ასოცირდებოდა, ასევე მიუღებელი აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის “საბჭოური კარიერის გამო”.

ჯერჯერობით ისევ არ არის ცნობილი, ვინ გაიმარჯვა - ერთი შეხედვით ყველას თავისი პრეზიდენტი ჰყავდა, თუმცა, ეგზიტპოლების შედეგების თანახმადაც, რასაც ხელისუფლებაც გარკვეულწილად აღიარებს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია... ეს ვითარებას უფრო საინტერესოს ხდის", - წერს gazeta.ru.

rbc.ru-ს ჟურნალისტის, ალექსანდრ ატასუნცევთან საუბარში რუსი ექსპერტი ნიკოლაი სილაევი ამბობს:

"საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, პრეზიდენტს ქვეყანაში თითქმის სიმბოლური თანამდებობა ექნება. ეს ყველაფერი იმის მტკიცებას წააგავს, ვინ არის ქვეყანაში მთავარი და ვისი მხარდამჭერები უფრო მეტნი არიან, თორემ სხვა მხრივ, რომელს რა კავშირი აქვს რუსეთთან, ამ შემთხვევაში სულაც არ არის გადამწყვეტი, რადგან ამ რეალობით, საქართველოს პრეზიდენტს უფლებამოსილება არ აქვს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში რაიმე ცვლილებები შეიტანოს...” - ამბობს რუსი ექსპერტი.

გამოცემის ცნობით, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად ისევ რუსეთი რჩება, რომელიც მეორე ადგილზეა, პირველზეა თურქეთი და მესამეზე - ჩინეთი.

“საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, 2017 წელს 34,2 %-ით გაიზარდა... ტურისტული ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში ჩასული ტურისტების მეტი წილი ისევ რუსეთზე მოდის და ის ტურისტების რაოდენობით, მესამე ადგილზეა... თითქმის თანაბარი რაოდენობით ჩადიან სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდის თურქეთი და მესამეა რუსეთი...” - წერს გამოცემა და მიანიშნებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ორივე ქვეყნის ინტერესებში უნდა შედიოდეს.

Кавказский Узел-ის ინფორმაციით, საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა, მასა და ზურაბიშვილის მიერ აღებულ ხმებს შორის 1%-იანი განსხვავებაც არ არის, რაც ნიშნავს, რომ მეორე ტური გარდაუვალია და თუ ვაშაძემ გაიმარჯვა, შესაძლოა, საქართველოში მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს.

კიდევ ერთი, რის გარშემოც რუსი ინტერნეტმომხმარებლები მსჯელობენ, "პოსტსაბჭოთა ქვეყანის" ქართველი ამომრჩეველი და საარჩევნო გარემოა, რომელიც ბევრად თავისუფალი და დემოკრატიულია, ვიდრე რუსეთში.

“ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდება ის, ვისაც ქართველი ერი ირჩევს და თუ არ იქნება მათთვის მისაღები, ჩვენგან განსხვავებით, სადაც “მეფე ერთია და შეუცვლელი”, მას შეცვლიან", - წერენ Кавказский Узел-ის მომხმარებელი.

“თუკი მას რუსეთში, მარტში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს შევადარებთ, ძალიან დიდ განსხვავებას დავინახავთ - საქართველოსთან შედარებით რუსეთში ტოტალიტარიზმია. იმდენად თავდაჯერებული იყო პუტინი, რომ წვრილფეხა ოპოზიციონერები მას დისკომფორტსაც ვერ უქმნიდნენ. ამიტომაც როგორც ყველა დიქტატორმა, პუტინმაც, რომელსაც თუ მის მიერ მართული ტელევიზიების პროპაგანდას არ ჩავთვლით, სიმბოლური პიარკამპანიაც კი არ დასჭირვებია - აბსოლუტური უპირატესობით გაიმარჯვა" - წერს ინტერნეტმომხმარებელი, რომლის თქმითაც "საქართველოში რუსეთისგან განსხვავებით “მეფეები” პოსტზე სიკვდილამდე არ რჩებიან".

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე