ავტორი:

ყველა ხმა დათვლილია - ცესკომ წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება დაასრულა

ყველა ხმა დათვლილია - ცესკომ წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება დაასრულა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე ყველა საარჩევნო უბნიდან შესული ხმა დაითვალა. კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება დასრულდა.

ცესკო-ს ცნობით, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩევლების 38.64%-მა მისცა ხმა. მეორე ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია - გრიგოლ ვაშაძეს 37.74%-იანი მხარდაჭერა აქვს.

მესამე ადგილი „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატმა დაიკავა, დავით ბაქრაძეს ხმა ამომრჩევლების 10.97%-მა მისცა.

აღნიშნული შედეგების მიხედვით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, ამის შემდგომ კი, არჩევნები 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს.

„წინასწარი შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია ითქვას, რომ ჩვენ დიდი ალბათობით გვაქვს მეორე ტური. მეორე ტურის გამართვას აქვს თავისი პროცედურები. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო დავების განხილვა მაქსიმალური ვადით გაგრძელდა, ეს არის არჩევნების ჩატარებიდან 20 დღე. შედეგები 20 დღეში უნდა გამოქვეყნდეს. საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან, ანუ 20 დღის შემდგომ 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, რაც გახლავთ ამავდროულად კვირა დღე და უკიდურესი ვადა შესაძლებელია იყოს 2 დეკემბერი“, - განაცხადა ჟვანიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები