საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 მიზეზი, რატომ ვერ მოიგო "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების პირველ ტურში
10 მიზეზი, რატომ ვერ მოიგო "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების პირველ ტურში

2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო და ძნე­ლად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი მოვ­ლე­ნა აღ­მოჩ­ნდა.

მო­ლო­დი­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მმარ­თვე­ლი გუნ­დის მხარ­და­ჭე­რილ­მა კან­დი­დატ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა 50%-იან ნიშ­ნულს ვერ გა­და­ა­ჭარ­ბა და ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­შიც 38.63%-იანი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და 37.74%-იანი გრი­გოლ ვა­შა­ძე და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს.

ამ ბლოგ­ში ვეც­დე­ბი ჩა­მოვ­თვა­ლო ის მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­და­ჭე­რი­ლი კან­დი­და­ტის გა­მარ­ჯვე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გა.

1. შავი ლა­ქე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის", ისე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ მო­ა­ხერ­ხა და სა­კუ­თა­რი რი­გე­ბი­დან ვერ ან არ გა­უშ­ვა, მე­ტიც, კბი­ლე­ბი­თაც და­იც­ვა კად­რე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­უ­პი­რის­პირ­და და მათ შე­სა­ხებ არა­ერ­თი სა­ეჭ­ვო ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კად­რე­ბი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და ჩა­ვარ­დნი­ლი მი­სი­ე­ბი (სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მარ­ცხი, სტრას­ბურ­გში და­წუ­ნე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, პრო­კუ­რო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც არ გა­ა­მარ­თლეს, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე წა­გე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი), რის გა­მოც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გა­და­ყე­ნე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა და არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე მო­ი­თხო­ვეს; ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ახლო წრის უხი­ლა­ვი გავ­ლე­ნე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ბიზ­ნეს­ში...

როცა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტმა, ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლმა ივა­ნიშ­ვილს ბოლო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კი­თხა ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და იმის თა­ო­ბა­ზე, რა­ტომ არ იშო­რებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც შავ ლა­ქად გას­დე­ვენ მმარ­თველ გუნდს და ამის მა­გა­ლი­თე­ბად, უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი და ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე და­ა­სა­ხე­ლა, ივა­ნიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა:

"უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი­დან ერ­თა­დერ­თი კა­ცია, ვინც ჩემ­თან ლა­ღად შე­მო­დის იმი­ტომ, რომ არას­დროს სა­თა­ვი­სოდ არ გა­ა­ფე­რა­დებს და ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი კა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ყვე­ლა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი მყავს, რომ არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არა­ფე­რი არ გა­უ­კე­თოთ. მე ჩემს ძმებს და ნა­თე­სა­ვებს, მათ რი­ცხვში უჩა­საც, ჩე­მით და­ვეხ­მა­რე­ბი, მაგ­რამ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბით და არა სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე.

თუ უჩა მე­გობ­რობს ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან, ეს არა­ვი­თა­რი სა­ბუ­თი არ არის ჩემ­თვის იმის­თვის, რომ მე რა­ღაც... ფა­ცხა­ლა­ძეს აქვს თა­ვი­სი ის­ტო­რია, ის იყო გუნ­დის წევ­რი, იყო მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი. ახლა ხუთი წე­ლია ბიზ­ნეს­შია. მას აქვს პრობ­ლე­მე­ბი, რაც იცით. მაგ­რამ მა­მა­ცაშ­ვილს ბევ­რს ატ­რი­ა­ლე­ბენ ძა­ლი­ან და ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლია თვი­თონ, რომ არ და­გი­მა­ლოთ. ყვე­ლა სი­ტყვა­ზე რომ წით­ლდე­ბა ასე­თი უმ­წიკ­ვლო ადა­მი­ა­ნია" - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

2. გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი

ხო­რა­ვას ქუ­ჩის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ დიდ შავ ლა­ქას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ალ­ბათ ვე­რას­დროს მო­ი­შო­რებს. ამ დრომ­დე და­უდ­გე­ნე­ლია თუ ვინ მოკ­ლა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დებს შო­რის მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს დათო სა­რა­ლი­ძე - ეს ვერც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ად­გი­ნა და ვერც პრო­კუ­რა­ტუ­რამ.

დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის დას­კვნას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის, მათ შო­რის მ.კ.-ს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იკ­ვე­თე­ბა, მმარ­თველ­მა გუნ­დმა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი დას­კვნით უპა­სუ­ხა და მთლი­ა­ნო­ბა­ში, კო­მი­სი­ის პრინ­ცი­პუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი არ გა­ი­ზი­ა­რა.

შეგ­ვიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლოთ გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბიც: ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ აუ­დი­ტორ ლაშა თორ­დი­ა­ზე ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის თავ­დას­ხმის საქ­მე; ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე; აფგან მუხ­თარ­ლის საქ­მე და ა.შ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თით­ქმის ყო­ველ­თვის რე­ზო­ნან­სულ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მყი­სი­ე­რად აკე­თებს რე­ა­გი­რე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბა და და­სას­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბად რჩე­ბა, რაც მის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად ილე­ქე­ბა...

3. თავ­დას­ხმა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ზე

მე­სა­მე სექ­ტო­რი დღეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის გან­მტკი­ცე­ბას. ამას ადას­ტუ­რებს ის საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ეწე­ვი­ან არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, მათ წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი რი­ტო­რი­კა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხრი­დან გაძ­ლი­ერ­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კრი­ტი­კის და იმ გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას, კო­რუფ­ცი­ი­სა და არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო ფაქ­ტებს და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის ნიშ­ნებს ეხე­ბო­და.

4. მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბა

მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბის თე­მამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი დაბ­ნე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. ხალ­ხს ჯერ კი­დევ არ აქვს პა­სუ­ხე­ბი, რა სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს ქვე­ყა­ნას ან რო­გორ მოხ­დე­ბა ამის კონ­ტრო­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბამ, მშობ­ლე­ბის თა­ო­ბამ, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი და კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბი­სთ­ვის მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა არ გა­ი­ზი­ა­რა, რად­გან ახალ­გაზ­რდო­ბის "გა­ნარ­კო­მა­ნე­ბის" და ქვეყ­ნის გა­დაგ­ვა­რე­ბის საფრ­თხე და­ი­ნა­ხა.

მათ ვე­რა­ვინ და­ა­ჯე­რა, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კურ სარ­გე­ბელ­ზე იყო გათ­ვლი­ლი და კა­ნა­ფის გა­სა­ღე­ბის შავი ბა­ზა­რი არ შე­იქ­მნე­ბო­და. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვის კრი­ტი­კით მშვე­ნივ­რად ისარ­გებ­ლა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" და კა­ნა­ფის კულ­ტი­ვა­ცი­ის აკ­რძალ­ვის ჩა­ნა­წე­რის გა­კე­თე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ერთ-ერთ მთა­ვარ და­პი­რე­ბად და­ა­სა­ხე­ლა.

5. სე­რი­ა­ლი "ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი"

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" მტკივ­ნე­უ­ლი დარ­ტყმა აღ­მოჩ­ნდა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სე­რია სხვა­დას­ხვა საქ­მე­ებ­ზე. ერთი ჩა­ნა­წე­რი მსჯავ­რდე­ბულ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს ეხე­ბო­და, სა­დაც ის "ოც­ნე­ბას­თან" გა­რი­გე­ბა­ზე სა­უბ­რობ­და. მე­ო­რე კი "ომე­გა ჯგუფს", სა­დაც მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი და სპორ­ტის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი ფი­გუ­რი­რე­ბენ. სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი და ბიზ­ნეს-რე­კე­ტი - ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მათ შო­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც, გა­უ­ჭირ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი ფაბ­რი­კა­ცია იყო...

6. სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი

2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე მი­სულ ამომ­რჩე­ველს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთა­ვა­რი და­პი­რე­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბა რომ ვთხო­ვოთ, უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას და საწ­ვა­ვის თუ ტა­რი­ფე­ბის გა­ი­ა­ფე­ბას და­ა­სა­ხე­ლებს. თუმ­ცა დაკ­ლე­ბის ნაც­ვლად, ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვირ­და. ლა­რის კურ­სის მუდ­მივ­მა ცვა­ლე­ბა­დო­ბამ ფა­სებ­ზე ბევ­რის ჯი­ბის­თვის საგ­რძნო­ბი გავ­ლე­ნა იქო­ნია.

სი­ღა­რი­ბე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­უძ­ლე­ველ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს და ამ ფონ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია და ცი­ნი­კუ­რად ჟღერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვა­დაა.

7. პი­ა­რი

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი პრო­ექ­ტი კეთ­დე­ბა - თუნ­დაც უფა­სო წიგ­ნე­ბი ან უფა­სო ბა­ღე­ბი შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ, არა­ერთ სო­ფელ­სა თუ ქა­ლაქ­ში და­გე­ბუ­ლი გზა და სხვა­დას­ხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე ამის მი­ტა­ნას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხში­რად ვერ ახერ­ხებს. ამა­ზე მმარ­თველ გუნდსაც არა­ერ­თხელ და­უ­ჩივ­ლია, თუმ­ცა ისიც უთ­ქვამს, ხალ­ხს ჩვე­ნი გა­კე­თე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბით თავს არ ვა­ბეზ­რებ­თო.

თუმ­ცა, ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ თუ მო­სახ­ლე­ო­ბას შენს მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი არ და­ა­ნა­ხე და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა არ გა­აძ­ლი­ე­რე, არ­ჩევ­ნებ­ზე ძნე­ლი იქ­ნე­ბა და­არ­წმუ­ნო, რომ რა­ი­მეს აკე­თებ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს თით­ქმის ყო­ველ­თვის მხო­ლოდ მსხვი­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბი­სას ვხე­დავთ, სო­ფელ­სა და რა­ი­ონ­ში, ხალ­ხთან შეხ­ვედ­რი­სას მათ იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ.

8. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით

სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თველ ხალ­ხს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლად და­უჯ­და. ქვე­ყა­ნამ და­კარ­გა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20%, მუდ­მი­ვად გა­ნიც­დის წნეხს და ახა­ლი ომის წა­მო­წყე­ბის საფრ­თხეს ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლის­გან, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, თით­ქმის ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მხრი­დან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბა­სა და მცო­ცავ მავ­თულხლარ­თებ­ზე.

როცა ხალ­ხი მი­ეჩ­ვია თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ახალ­გაზ­რდო­ბას სურს ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, მოს­წონს უვი­ზოდ მოგ­ზა­უ­რო­ბა, როცა ევ­რო­პა და მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა გეხ­მა­რე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა­ში და ამა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფი­ნან­სურ სახ­სარ­საც დებს, ამ დროს კი მე­ზო­ბელ რუ­სეთს მხო­ლოდ დამ­პყრობ­ლუ­რი რი­ტო­რი­კა აქვს, ამ ფონ­ზე გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბა, რომ ომის და­წყე­ბა­ში შე­ნი­ვე ქვე­ყა­ნაა დამ­ნა­შა­ვე, ამომ­რჩე­ველ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბას და შიშს იწ­ვევს.

შე­საძ­ლოა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მათი გად­მო­სა­ხე­დი­დან ის­ტო­რი­უ­ლი სი­მარ­თლის დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლობს, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ეს სი­მარ­თლე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ მი­ი­ღო. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას არ სურს ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი სი­კე­თე­ე­ბის და­კარ­გვა, მსგავ­სი რი­ტო­რი­კა კი მათ მხო­ლოდ აში­ნებს და აფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ქვე­ყა­ნა ევ­რო­პას შორ­დე­ბა და რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

9. სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს კან­დი­და­ტის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი სათ­ქმე­ლის ამომ­რჩევ­ლამ­დე მი­ტა­ნა. ამის­თვის კი, სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა ხალ­ხთან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რე­ბი და მა­ს­მე­დი­აა. პირ­და­პირ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" "რუს­თა­ვი 2"-თან და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას­თან პირ­წმინ­დად წა­ა­გო.

"რუს­თა­ვი 2"-მა აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მო­ღა­ლა­ტედ გა­მო­ა­ცხა­და და ამა­ში გა­და­უ­წყვე­ტე­ლი ამომ­რჩევ­ლის დიდი ნა­წი­ლიც და­არ­წმუ­ნა. გარ­და ამი­სა, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მძლავ­რად მუ­შა­ობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კან­დი­და­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, რა­მაც სა­ინ­ფორ­მა­ციო ომში გა­დაძ­ლია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რი­ტო­რი­კა 9-წლი­ან პე­რი­ოდ­ზე და "სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მის" შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბის საფრ­თხე­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა ხალ­ხთან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რებს. გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს თით­ქმის ყვე­ლა ქა­ლაქ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მო­უ­წყო, რის გა­მოც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის კან­დი­დატს შეხ­ვედ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა დარ­ბა­ზებ­ში, და­ხუ­რულ კარს მიღ­მა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­უ­წია. ამ ორი ფაქ­ტო­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­უ­ჭირ­და გა­ე­ნე­იტ­რა­ლე­ბი­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ირ­გვლივ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შექ­მნი­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ფონი.

10. არ­ჩევ­ნე­ბის დღე და ვი­თა­რე­ბა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან

გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ თით­ქმის ყვე­ლა უბან­ზე შეძ­ლო სა­კუ­თა­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რა­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უ­ზღუ­და. გარ­და ამი­სა, ოპო­ზი­ცია ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში იღებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას ყვე­ლა შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ.

ამას­თან, ამომ­რჩევ­ლის­თვის საკ­მა­ოდ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია უბ­ნებ­თან სი­ე­ბით მდგა­რი "ოც­ნე­ბის" დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ტენ­ცი­ურ მხარ­დამ­ჭე­რებს ამოწ­მებ­დნენ, მი­ვიდ­ნენ თუ არა უბან­ზე. ამ ფაქტს აპ­რო­ტეს­ტებ­და ოპო­ზი­ცია და აცხა­დებ­და, რომ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რის­თვის ამომ­რჩევ­ლებს ფულს უხ­დიდ­ნენ.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ უბან­თან აგი­ტა­ტო­რე­ბის ყოფ­ნა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა არ იყო. თუმ­ცა, თა­ვად დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი აგი­ტა­ტო­რო­ბას უარ­ყოფ­დნენ - ზო­გი­ერ­თმა უბან­ზე შვილს მი­ა­კი­თხა, ზო­გი­ერ­თი მე­ზობ­ლის ქორ­წი­ლის­თვის იწერ­და სიას და ა.შ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

10 მიზეზი, რატომ ვერ მოიგო "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების პირველ ტურში

10 მიზეზი, რატომ ვერ მოიგო "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების პირველ ტურში

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და ძნელად პროგნოზირებადი მოვლენა აღმოჩნდა.

მოლოდინის მიუხედავად, მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 50%-იან ნიშნულს ვერ გადააჭარბა და ქართულ რეალობაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც 38.63%-იანი ზურაბიშვილი და 37.74%-იანი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ამ ბლოგში ვეცდები ჩამოვთვალო ის მიზეზები, რის გამოც "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

1. შავი ლაქები ხელისუფლებაში

როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ისე "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და საკუთარი რიგებიდან ვერ ან არ გაუშვა, მეტიც, კბილებითაც დაიცვა კადრები, რომლებსაც საზოგადოება დაუპირისპირდა და მათ შესახებ არაერთი საეჭვო ინფორმაცია გავრცელდა.

"ნაციონალების" კადრები სასამართლო სისტემაში, თეა წულუკიანის შეუსრულებელი და ჩავარდნილი მისიები (სასამართლო სისტემის მარცხი, სტრასბურგში დაწუნებული მოსამართლეები, პროკურორები, რომლებმაც არ გაამართლეს, საერთაშორისო დონეზე წაგებული საქმეები), რის გამოც იუსტიციის მინისტრის გადაყენება მოქალაქეებმა და არასამთავრობოებმა რამდენჯერმე მოითხოვეს; ბიძინა ივანიშვილის ახლო წრის უხილავი გავლენები ხელისუფლებასა და ბიზნესში...

როცა "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა, ემა ტუხიაშვილმა ივანიშვილს ბოლო პრესკონფერენციაზე კითხა ნათესავებისა და იმის თაობაზე, რატომ არ იშორებს „ქართული ოცნება“ ადამიანებს, რომლებიც შავ ლაქად გასდევენ მმართველ გუნდს და ამის მაგალითებად, უჩა მამაცაშვილი და ოთარ ფარცხალაძე დაასახელა, ივანიშვილმა უპასუხა:

"უჩა მამაცაშვილი ჩემი ნათესავებიდან ერთადერთი კაცია, ვინც ჩემთან ლაღად შემოდის იმიტომ, რომ არასდროს სათავისოდ არ გააფერადებს და ძალიან წესიერი კაცია. რაც შეეხება ნათესავებთან დამოკიდებულებას, ყველა გაფრთხილებული მყავს, რომ არც ერთ შემთხვევაში არაფერი არ გაუკეთოთ. მე ჩემს ძმებს და ნათესავებს, მათ რიცხვში უჩასაც, ჩემით დავეხმარები, მაგრამ არა ხელისუფლებით და არა სახელმწიფოს ხარჯზე.

თუ უჩა მეგობრობს ფარცხალაძესთან, ეს არავითარი საბუთი არ არის ჩემთვის იმისთვის, რომ მე რაღაც... ფაცხალაძეს აქვს თავისი ისტორია, ის იყო გუნდის წევრი, იყო მთავარი პროკურორი. ახლა ხუთი წელია ბიზნესშია. მას აქვს პრობლემები, რაც იცით. მაგრამ მამაცაშვილს ბევრს ატრიალებენ ძალიან და ძალიან შეწუხებულია თვითონ, რომ არ დაგიმალოთ. ყველა სიტყვაზე რომ წითლდება ასეთი უმწიკვლო ადამიანია" - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

2. გამოუძიებელი საქმეები

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებულ დიდ შავ ლაქას "ქართული ოცნების" ხელისუფლება ალბათ ვერასდროს მოიშორებს. ამ დრომდე დაუდგენელია თუ ვინ მოკლა ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს დათო სარალიძე - ეს ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა და ვერც პროკურატურამ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც კონკრეტული პირების, მათ შორის მ.კ.-ს პასუხისმგებლობა იკვეთება, მმართველმა გუნდმა ალტერნატიული დასკვნით უპასუხა და მთლიანობაში, კომისიის პრინციპული მოსაზრებები არ გაიზიარა.

შეგვიძლია დავასახელოთ გამოუძიებელი საქმეების კონკრეტული საქმეებიც: ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის თავდასხმის საქმე; ბარბარე რაფალიანცის საქმე; აფგან მუხთარლის საქმე და ა.შ. ხელისუფლება თითქმის ყოველთვის რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით მყისიერად აკეთებს რეაგირებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიების მსვლელობა და დასასრული საზოგადოებისთვის უცნობად რჩება, რაც მის მეხსიერებაში აუცილებლად ილექება...

3. თავდასხმა არასამთავრობო სექტორზე

მესამე სექტორი დღეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას. ამას ადასტურებს ის საქმიანობა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციები ეწევიან არჩევნებზე დაკვირვებიდან დაწყებული, სხვადასხვა კვლევებით დამთავრებული. როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიუთითებენ, მათ წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა მმართველი პარტიის მხრიდან გაძლიერდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის და იმ განცხადების საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტებს და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ეხებოდა.

4. მარიხუანას წარმოება

მარიხუანას წარმოების თემამ საზოგადოებაში დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ხალხს ჯერ კიდევ არ აქვს პასუხები, რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ან როგორ მოხდება ამის კონტროლი. მოსახლეობის უმეტესობამ, მშობლების თაობამ, ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისთვის მარიხუანას წარმოების ინიციატივა არ გაიზიარა, რადგან ახალგაზრდობის "განარკომანების" და ქვეყნის გადაგვარების საფრთხე დაინახა.

მათ ვერავინ დააჯერა, რომ ინიციატივა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელზე იყო გათვლილი და კანაფის გასაღების შავი ბაზარი არ შეიქმნებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინიციატივის კრიტიკით მშვენივრად ისარგებლა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და კანაფის კულტივაციის აკრძალვის ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში ერთ-ერთ მთავარ დაპირებად დაასახელა.

5. სერიალი "ფარული ჩანაწერები"

წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნებისთვის" მტკივნეული დარტყმა აღმოჩნდა ფარული ჩანაწერების სერია სხვადასხვა საქმეებზე. ერთი ჩანაწერი მსჯავრდებულ მირზა სუბელიანს ეხებოდა, სადაც ის "ოცნებასთან" გარიგებაზე საუბრობდა. მეორე კი "ომეგა ჯგუფს", სადაც მისი დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ფიგურირებენ. სისტემური დანაშაული და ბიზნეს-რეკეტი - ხელისუფლებას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც, გაუჭირდა საზოგადოებისთვის იმის დამტკიცება, რომ ეს ჩანაწერები ფაბრიკაცია იყო...

6. სოციალური ფონი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს "ქართული ოცნების" მთავარი დაპირებების გახსენება რომ ვთხოვოთ, უმრავლესობა სამართლიანობის აღდგენას და საწვავის თუ ტარიფების გაიაფებას დაასახელებს. თუმცა დაკლების ნაცვლად, ყველაფერი გაძვირდა. ლარის კურსის მუდმივმა ცვალებადობამ ფასებზე ბევრის ჯიბისთვის საგრძნობი გავლენა იქონია.

სიღარიბე საქართველოში ყველა ხელისუფლების დაუძლეველ პრობლემას წარმოადგენს და ამ ფონზე საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელია და ცინიკურად ჟღერს ბიძინა ივანიშვილის თუ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ ქვეყანაში ყველაფერი შესანიშნავადაა.

7. პიარი

"ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში ბევრი პროექტი კეთდება - თუნდაც უფასო წიგნები ან უფასო ბაღები შეგვიძლია გავიხსენოთ, არაერთ სოფელსა თუ ქალაქში დაგებული გზა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა საზოგადოებამდე ამის მიტანას ხელისუფლება ხშირად ვერ ახერხებს. ამაზე მმართველ გუნდსაც არაერთხელ დაუჩივლია, თუმცა ისიც უთქვამს, ხალხს ჩვენი გაკეთებული პროექტებით თავს არ ვაბეზრებთო.

თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ თუ მოსახლეობას შენს მიერ გაკეთებული საქმეები არ დაანახე და ამ მიმართულებით მუშაობა არ გააძლიერე, არჩევნებზე ძნელი იქნება დაარწმუნო, რომ რაიმეს აკეთებ. ხელისუფლების წარმომადგენლებს თითქმის ყოველთვის მხოლოდ მსხვილი პროექტების დაწყებისას ვხედავთ, სოფელსა და რაიონში, ხალხთან შეხვედრისას მათ იშვიათად ნახავთ.

8. სალომე ზურაბიშვილის განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით

საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის მოპოვება პოსტსაბჭოთა სივრცეში ალბათ ყველაზე მტკივნეულად დაუჯდა. ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 20%, მუდმივად განიცდის წნეხს და ახალი ომის წამოწყების საფრთხეს ჩრდილოელი მეზობლისგან, რომ აღარაფერი ვთქვათ, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში საოკუპაციო ძალების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების გატაცებასა და მცოცავ მავთულხლართებზე.

როცა ხალხი მიეჩვია თავისუფლებას, ახალგაზრდობას სურს ევროპული განათლება, მოსწონს უვიზოდ მოგზაურობა, როცა ევროპა და მსოფლიო თანამეგობრობა გეხმარება დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებაში და ამაში დიდი რაოდენობით ფინანსურ სახსარსაც დებს, ამ დროს კი მეზობელ რუსეთს მხოლოდ დამპყრობლური რიტორიკა აქვს, ამ ფონზე განცხადებების კეთება, რომ ომის დაწყებაში შენივე ქვეყანაა დამნაშავე, ამომრჩეველში დაბნეულობას და შიშს იწვევს.

შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი და "ქართული ოცნება" მათი გადმოსახედიდან ისტორიული სიმართლის დამკვიდრებას ცდილობს, თუმცა ფაქტია, რომ ეს სიმართლე საზოგადოებამ არ მიიღო. საქართველოს მოსახლეობას არ სურს ზემოთაღნიშნული სიკეთეების დაკარგვა, მსგავსი რიტორიკა კი მათ მხოლოდ აშინებს და აფიქრებინებს, რომ ქვეყანა ევროპას შორდება და რუსული პროექტი ხორციელდება.

9. საინფორმაციო კამპანია

წინასაარჩევნო კამპანიის დროს კანდიდატისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შეძლოს საკუთარი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანა. ამისთვის კი, საუკეთესო საშუალება ხალხთან პირისპირ შეხვედრები და მასმედიაა. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინფორმაციო ომი "ქართულმა ოცნებამ" "რუსთავი 2"-თან და გაერთიანებულ ოპოზიციასთან პირწმინდად წააგო.

"რუსთავი 2"-მა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, სალომე ზურაბიშვილი მოღალატედ გამოაცხადა და ამაში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც დაარწმუნა. გარდა ამისა, ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში მძლავრად მუშაობდა ხელისუფლების კანდიდატის წინააღმდეგ, რამაც საინფორმაციო ომში გადაძლია "ქართული ოცნების" რიტორიკა 9-წლიან პერიოდზე და "სისხლიანი რეჟიმის" შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე.

რაც შეეხება ხალხთან პირისპირ შეხვედრებს. გაერთიანებულმა ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილს თითქმის ყველა ქალაქში საპროტესტო აქცია მოუწყო, რის გამოც მმართველი პარტიის კანდიდატს შეხვედრების ჩატარება დარბაზებში, დახურულ კარს მიღმა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მოუწია. ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარე, ხელისუფლებას გაუჭირდა გაენეიტრალებინა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ საზოგადოებაში შექმნილი აგრესიული ფონი.

10. არჩევნების დღე და ვითარება საარჩევნო უბნებთან

გაერთიანებულმა ოპოზიციამ თითქმის ყველა უბანზე შეძლო საკუთარი წარმომადგენლების მობილიზება, რამაც ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შეუზღუდა. გარდა ამისა, ოპოზიცია ონლაინრეჟიმში იღებდა ინფორმაციას ყველა შესაძლო დარღვევის შესახებ.

ამასთან, ამომრჩევლისთვის საკმაოდ გამაღიზიანებელია უბნებთან სიებით მდგარი "ოცნების" დამკვირვებლები, რომლებიც პოტენციურ მხარდამჭერებს ამოწმებდნენ, მივიდნენ თუ არა უბანზე. ამ ფაქტს აპროტესტებდა ოპოზიცია და აცხადებდა, რომ დამკვირვებლები ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის ამომრჩევლებს ფულს უხდიდნენ.

"ქართულმა ოცნებამ" საპასუხოდ განაცხადა, რომ უბანთან აგიტატორების ყოფნა კანონდარღვევა არ იყო. თუმცა, თავად დამკვირვებლები აგიტატორობას უარყოფდნენ - ზოგიერთმა უბანზე შვილს მიაკითხა, ზოგიერთი მეზობლის ქორწილისთვის იწერდა სიას და ა.შ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები