საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათა ახალაიას პატიმრობა შეეფარდა - სანდრო გირგვლიანის საქმეზე კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის განაჩენი ცნობილია
დათა ახალაიას პატიმრობა შეეფარდა - სანდრო გირგვლიანის საქმეზე კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის განაჩენი ცნობილია

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე დათა ახა­ლა­ი­ას შვი­დი წლი­თა და ექ­ვსი თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. ის ასე­ვე დამ­ნა­შა­ვედ ცნეს ვა­მეხ აბუ­ლაშ­ვი­ლი­სა და კახა დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლის ეპი­ზოდ­ზე და ექ­ვსი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ნინო ნა­ჭყე­ბი­ამ დღეს გა­მო­ა­ცხა­და.

კუდ-ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში, უკა­ნო­ნოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა­სა და ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ, და­მამ­ცი­რე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბის გამო. ახა­ლა­ი­ას სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის, ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძის, კახა დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლის და ვა­მეხ აბუ­ლაშ­ვი­ლის ეპი­ზოდ­ზე სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა შვი­დი წლით და ექ­ვსი თვის ვა­დით პა­ტიმ­რო­ბა და ერთი წლის და 6 თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მას და­ვით ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტი, ნინო ბე­რიშ­ვი­ლი არ დას­წრე­ბია. რო­გორც ის „ინ­ტერპრეს­ს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, მის­თვის უც­ნო­ბია, ახა­ლა­ია აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ა­სა­ჩივ­რებს თუ არა.

„პი­როვ­ნე­ბა ძებ­ნი­ლია და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი არ ვარ მე გა­ვა­სა­ჩივ­რო. დათა ახა­ლა­ი­ას­თან კავ­ში­რი არ მქო­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ა­სა­ჩივ­რებს თუ არა ის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია. იმე­დია, გა­ა­სა­ჩივ­რებს“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ის სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წილს ჯერ არ გაც­ნო­ბია. ბე­რიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, დაც­ვის მხა­რემ და­ვით ახა­ლა­ი­ას დაც­ვის უფ­ლე­ბა სრულ­ყო­ფი­ლად ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

„და­სა­ბუ­თე­ბულ ნა­წილს როცა გა­ვეც­ნო­ბი, მე­ცო­დი­ნე­ბა, თუ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო სა­სა­მარ­თლომ. ფაქ­ტობ­რი­ვად, დაც­ვა ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და, რად­გან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის ეტაპ­ზე თა­ნა­ბარ პო­ზი­ცი­ა­ზე არ ვი­ყა­ვით ბრალ­დე­ბის მხა­რეს­თან.

გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე დათა ახა­ლა­ი­ას ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ. ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბით, ახა­ლა­ი­ამ გა­უ­წია ამ სა­ში­ნელ და­ნა­შა­ულს ორ­გა­ნი­ზე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად რა და­ვა­ლე­ბა მის­ცა და­ვით ახა­ლა­ი­ამ ამ პი­როვ­ნე­ბებს და რო­გორ უნდა ემოქ­მე­დათ, ამის არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ყო­ფი­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბია, რო­მელ­თაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის და გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბის სა­ნაც­ვლოდ მი­ა­ცე­მი­ნეს ჩვე­ნე­ბე­ბი.

ვამ­ხელ აბუ­ლაშ­ვი­ლის და კახა დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლის ეპი­ზო­და­თან და­კავ­ში­რე­ბით, საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი არ ვარ, რად­გან ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თან არ მი­სა­უბ­რია და მისი პო­ზი­ცია არ ვიცი. რა­ტომ­ღაც, მგო­ნია, რომ ეს ბრა­ლის გა­სამ­ყა­რებ­ლად და ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი წარ­მოდ­გე­ნის შე­საქ­მნე­ლად გა­ა­კე­თეს. ეს სუსტ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად მი­მაჩ­ნია. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის გარ­და, სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ავტორი:

დათა ახალაიას პატიმრობა შეეფარდა - სანდრო გირგვლიანის საქმეზე კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის განაჩენი ცნობილია

დათა ახალაიას პატიმრობა შეეფარდა - სანდრო გირგვლიანის საქმეზე კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის განაჩენი ცნობილია

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის ასევე დამნაშავედ ცნეს ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდზე და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ დღეს გამოაცხადა.

კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების გადამეტებაში, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და ადამიანის ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენების გამო. ახალაიას სანდრო გირგვლიანის, ლევან ბუხაიძის, კახა დაბრუნდაშვილის და ვამეხ აბულაშვილის ეპიზოდზე საბოლოოდ განესაზღვრა შვიდი წლით და ექვსი თვის ვადით პატიმრობა და ერთი წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება.

სასამართლო სხდომას დავით ახალაიას ადვოკატი, ნინო ბერიშვილი არ დასწრებია. როგორც ის „ინტერპრესსნიუსთან“ საუბარში აცხადებს, მისთვის უცნობია, ახალაია აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ არა.

„პიროვნება ძებნილია და უფლებამოსილი არ ვარ მე გავასაჩივრო. დათა ახალაიასთან კავშირი არ მქონია, შესაბამისად, გაასაჩივრებს თუ არა ის ამ გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე უცნობია. იმედია, გაასაჩივრებს“, - აცხადებს ადვოკატი.

ის სარეზოლუციო ნაწილს ჯერ არ გაცნობია. ბერიშვილის განმარტებით, დაცვის მხარემ დავით ახალაიას დაცვის უფლება სრულყოფილად ვერ განახორციელა.

„დასაბუთებულ ნაწილს როცა გავეცნობი, მეცოდინება, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. ფაქტობრივად, დაცვა ვერ განხორციელდა, რადგან მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე თანაბარ პოზიციაზე არ ვიყავით ბრალდების მხარესთან.

გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას ორგანიზატორობას ედავებოდნენ. ბრალდების მტკიცებით, ახალაიამ გაუწია ამ საშინელ დანაშაულს ორგანიზება. კონკრეტულად რა დავალება მისცა დავით ახალაიამ ამ პიროვნებებს და როგორ უნდა ემოქმედათ, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ერთადერთი მტკიცებულება, ყოფილი მსჯავრდებულების ჩვენებებია, რომელთაც თავისუფლების და გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ მიაცემინეს ჩვენებები.

ვამხელ აბულაშვილის და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდათან დაკავშირებით, საქმეში ჩახედული არ ვარ, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან არ მისაუბრია და მისი პოზიცია არ ვიცი. რატომღაც, მგონია, რომ ეს ბრალის გასამყარებლად და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ უარყოფითი წარმოდგენის შესაქმნელად გააკეთეს. ეს სუსტ მტკიცებულებად მიმაჩნია. დაზარალებულის ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულება არ არსებობს“, - აცხადებს ადვოკატი.

"კაწროს" საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ პირველი პრინციპი დაარღვია" - ქარტია

"თამარ ბაჩალიაშვილის "ჰიუნდაი" პოვნის ადგილზე, სავარაუდოდ, ევაკუატორითაა მიტანილი" - 23 წლის პროგრამისტის საქმის სკანდალური დეტალი?

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებზე განცხადებას ავრცელებს