პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის იქნება მეორე ტური - ცესკო-ში ბოლო ვადა დაასახელეს
როდის იქნება მეორე ტური - ცესკო-ში ბოლო ვადა დაასახელეს

არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბის ბოლო ვადა 2 დე­კემ­ბე­რია, - ამის შე­სა­ხებ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, თა­მარ ჟვა­ნი­ამ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ჟვა­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გი 20 დღის ვა­და­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა, ამის შემ­დგომ კი, არ­ჩევ­ნე­ბი 2 კვი­რის ვა­და­ში უნდა ჩა­ტარ­დეს.

„წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ით­ქვას, რომ ჩვენ დიდი ალ­ბა­თო­ბით გვაქვს მე­ო­რე ტური. მე­ო­რე ტუ­რის გა­მარ­თვას აქვს თა­ვი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­არ­ჩევ­ნო და­ვე­ბის გან­ხილ­ვა მაქ­სი­მა­ლუ­რი ვა­დით გაგ­რძელ­და, ეს არის არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­დან 20 დღე. შე­დე­გე­ბი 20 დღე­ში უნდა გა­მოქ­ვეყ­ნდეს. სა­ბო­ლოო შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან, ანუ 20 დღის შემ­დგომ 2 კვი­რის ვა­და­ში უნდა ჩა­ტარ­დეს არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური, რაც გახ­ლავთ ამავდრო­უ­ლად კვი­რა დღე და უკი­დუ­რე­სი ვადა შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს 2 დე­კემ­ბე­რი“, - გა­ნა­ცხა­და ჟვა­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ცეს­კოს წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რილ­მა კან­დი­დატ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ამომ­რჩე­ველ­თა 615 403 ხმა მი­ი­ღო, რაც 38,63%-ია, ხოლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­დატ­მა გრი­გოლ ვა­შა­ძემ 601 175 ხმა - 37,74% . თა­მარ ჟვა­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის დათ­ვლი­ლია 3703 უბ­ნის მო­ნა­ცე­მი, რაც წარ­მო­ად­გენს უბ­ნე­ბის თით­ქმის 100 პრო­ცენტს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 ოქ­ტომ­ბრის 20:00 სა­ა­თის მდგო­მა­რე­ო­ბით კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 1 637 956-მა ამომ­რჩე­ველ­მა, რაც სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 46.74 პრო­ცენ­ტია. ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენ­და 3 518 877-ს, რო­მელ­შიც ასე­ვე შე­დი­ოდ­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი, მათ შო­რის 14 795 სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად სა­ზღვარ­გა­რეთ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

როდის იქნება მეორე ტური - ცესკო-ში ბოლო ვადა დაასახელეს

როდის იქნება მეორე ტური - ცესკო-ში ბოლო ვადა დაასახელეს

არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟვანიას განმარტებით, არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, ამის შემდგომ კი, არჩევნები 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს.

„წინასწარი შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია ითქვას, რომ ჩვენ დიდი ალბათობით გვაქვს მეორე ტური. მეორე ტურის გამართვას აქვს თავისი პროცედურები. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო დავების განხილვა მაქსიმალური ვადით გაგრძელდა, ეს არის არჩევნების ჩატარებიდან 20 დღე. შედეგები 20 დღეში უნდა გამოქვეყნდეს. საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან, ანუ 20 დღის შემდგომ 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, რაც გახლავთ ამავდროულად კვირა დღე და უკიდურესი ვადა შესაძლებელია იყოს 2 დეკემბერი“, - განაცხადა ჟვანიამ.

ცნობისთვის, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა 615 403 ხმა მიიღო, რაც 38,63%-ია, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 601 175 ხმა - 37,74% . თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3703 უბნის მონაცემი, რაც წარმოადგენს უბნების თითქმის 100 პროცენტს. მისივე ინფორმაციით, 28 ოქტომბრის 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74 პროცენტია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 3 518 877-ს, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ რეგისტრირებული მოქალაქე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები