ავტორი:

მეგან მარკლისა და ქეით მიდლტონის პირადი მცველები ქალები არიან

მეგან მარკლისა და ქეით მიდლტონის პირადი მცველები ქალები არიან

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამეფო ტურნეს ფარგლებში ოკეანეთში მოგზაურობენ. რამდენიმე დღის წინ ისინი ფიჯიზე იმყოფებოდნენ, სადაც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ორსული მეგან მარკლის ადგილობრივ ბაზარში ვიზიტიც იყო დაგეგმილი. სასექსის ჰერცოგინიამ ტერიტორია მალევე დაეტოვა, რაც უსაფრთხოების საკითხით იყო განპირობებული - ბაზარში იმაზე მეტი ხალხი დახვდა, ვიდრე წინასწარ იყო გათვლილი. სუვას ბაზრიდან მარკლის გაყვანის გადაწყვეტილება მისმა პირადმა მცველმა მიიღო, რომელიც ქალია.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ოფიცერი მეგანთან და ჰარისთან რამდენიმე თვეა, მუშაობს და ავსტრალიაში, ფიჯიზე, ტონგასა და ახალ ზელანდიაში 76-ვე ღონისძიებაზე მათთან ერთად იქნება. მცველის სახელი და გვარი ცნობილი არ არის, მან ჰარის დაცვის უფროსი, სერჟანტი ბილ რენშოუ ჩაანაცვლა - რენშოუ 30 წლიანი მუშაობის შემდეგ პენსიაზე გავიდა.

გარდა მეგანისა, ქალი იცავს ქეით მიდლტონსაც - კემბრიჯის ჰერცოგინიას ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ოფიცერ ემა პრობერტთან, რომელიც ქეითთან და უილიამთან 2011 წლიდან მუშაობს.

ლიონელ მესი "მანჩესტერ სიტიში" გადადის - "ქალაქელებს" სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ კოლოსალური თანხის გადახდა მოუწევთ

"შუათანამ მითხრა, ჯერ პატარა ჩაიყვანეო", - ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი გამოიყვანა

"ვიფიქრე, აფხაზეთის დაბრუნება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მასთან კონტაქტი-მეთქი" - მოდელისა და მფრინავის სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცხრაჯვარზე