ავტორი:

"ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა "ოცნებას" სარალიძის ტკივილისთვის, კანაფის პოპულარიზაციისთვის..." - ანა დოლიძე

"ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა "ოცნებას" სარალიძის ტკივილისთვის, კანაფის პოპულარიზაციისთვის..." - ანა დოლიძე

წადით ახლა, გადაშალეთ მათემატიკის წიგნი, ციფრებს დახედეთ და იმეცადინეთ, - ასე ეხმაურება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ანა დოლიძის თქმით, ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ გუშინ ორიანი დაუწერა და საშემოდგომო გამოაყოლა.

„გუშინ ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა და საშემოდგომო გამოაყოლა „ქართულ ოცნებას“ ზაზა სარალიძის ტკივილისთვის, ვანო ზარდიაშვილის მორალისთვის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაქრობისთვის, 2008 წლის ომის ჩვენთვის დაბრალებისთვის, მურუსიძის სამართლისთვის, გაღარიბებისთვის და გამდიდრებული ბანკებისთვის, 400 ლარიანი მონური სამსახურებისთვის, მიშვებული პროკურატურისთვის, უღირსი სიბერისთვის, განათლების ნაცვლად კანაფის პოპულარიზაციისთვის, თეა წულუკიანისსარკაზმისთვის, სესიაშვილის სასახლისთვის, საკუთარი ბანკირების მინისტრებად დანიშვნისთვის, უშევრობის და აყვავებული ნეპოტიზმისთვის, კობახიძის თავხედობისთვის. წადით ახლა, გადაშალეთ მათემატიკის წიგნი, ციფრებს დახედეთ და იმეცადინეთ“, – წერს ანა დოლიძე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები