მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითმფრინავი, რომელშიც 189 ადამიანი იჯდა, ინდონეზიაში, ზღვაში ჩავარდა
თვითმფრინავი, რომელშიც 189 ადამიანი იჯდა, ინდონეზიაში, ზღვაში ჩავარდა

„ლა­ი­ონ ეა­რის“ თვითმფრი­ნავ­მა, რომ­ლის ბორტზეც 189 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და და მოკ­ლე რე­ისს ას­რუ­ლებ­და, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და, ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN ავ­რცე­ლებს. თვითმფრი­ნა­ვი ჯა­კარ­ტა­დან ქა­ლაქ პანგკალ პი­ნან­გში მიფ­რი­ნავ­და.

ბო­ინგ 737-ის მგზავ­რებს შო­რის ერთი ბავ­შვი და ორი მო­ზარ­დი იყო, ბორტზე იმ­ყო­ფე­ბო­და ეკი­პა­ჟის 6 წევ­რი და ორი მფრი­ნა­ვი.

თვითმფრი­ნა­ვი ზღვა­ში ჩა­ვარ­და, სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში ვერ­ტმფრე­ნი და 130 მაშ­ვე­ლია ჩარ­თუ­ლი. ჩა­მო­ვარ­დნი­ლი თვითმფრი­ნა­ვის ნა­წი­ლებს უკვე მი­აგ­ნეს, ასე­ვე, ნა­პოვ­ნია მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და სა­მაშ­ვე­ლო ჟი­ლე­ტე­ბი.

ბო­ინგ 737 ჯა­კარ­ტას სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 6:21 სა­ათ­ზე გაფ­რინ­და და კუნ­ძულ ბანგკა­ზე მდე­ბა­რე ქა­ლაქ პანგკალ პი­ნან­ში 7:30 სა­ათ­ზე უნდა დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო. თვითმფრი­ნა­ვი რა­და­რებ­მა ბო­ლოს 6:22 წუთ­ზე და­ა­ფიქ­სი­რა.

ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვითმფრი­ნა­ვი „ლა­ი­ონ ეარ­მა“ 2018 წლის აგ­ვის­ტო­ში შე­ი­ძი­ნა.

ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზის დად­გე­ნის მიზ­ნით გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია.

ნა­ხეთ ვი­დეო : უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი - ინ­დო­ნე­ზი­ა­ში ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის დროს გარ­დაც­ვლი­ლებს ახ­ლობ­ლე­ბი გლო­ვო­ბენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

თვითმფრინავი, რომელშიც 189 ადამიანი იჯდა, ინდონეზიაში, ზღვაში ჩავარდა

თვითმფრინავი, რომელშიც 189 ადამიანი იჯდა, ინდონეზიაში, ზღვაში ჩავარდა

„ლაიონ ეარის“ თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 189 მგზავრი იმყოფებოდა და მოკლე რეისს ასრულებდა, ავიაკატასტროფა განიცადა, ინფორმაციას CNN ავრცელებს. თვითმფრინავი ჯაკარტადან ქალაქ პანგკალ პინანგში მიფრინავდა.

ბოინგ 737-ის მგზავრებს შორის ერთი ბავშვი და ორი მოზარდი იყო, ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 6 წევრი და ორი მფრინავი.

თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ვერტმფრენი და 130 მაშველია ჩართული. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილებს უკვე მიაგნეს, ასევე, ნაპოვნია მობილური ტელეფონი და სამაშველო ჟილეტები.

ბოინგ 737 ჯაკარტას საერთაშორისო აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 6:21 საათზე გაფრინდა და კუნძულ ბანგკაზე მდებარე ქალაქ პანგკალ პინანში 7:30 საათზე უნდა დაშვებულიყო. თვითმფრინავი რადარებმა ბოლოს 6:22 წუთზე დააფიქსირა.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავი „ლაიონ ეარმა“ 2018 წლის აგვისტოში შეიძინა.

ინციდენტის მიზეზის დადგენის მიზნით გამოძიება დაწყებულია.

ნახეთ ვიდეო : უმძიმესი კადრები - ინდონეზიაში ავიაკატასტროფის დროს გარდაცვლილებს ახლობლები გლოვობენ

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"