ცესკოს მიერ ამ ეტაპზე დათვლილი 3689 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,66 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 37,7 % მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 614 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი 599 662-მა.
ქვეყნის მასშტაბით სულ 3705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, 3689 უბნის შედეგები კი, რაც ამ დროისთვის არის დათვლილი, საერთო ხმების 99,57 %-ს შეადგენს. 3689 უბნიდან 11 სპეცუბანია.
რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს: 10,97 %-მა დაუჭირა მხარი დავით ბაქრაძეს, 3,76 %-მა შალვა ნათელაშვილს, 2,26 %-მა - დავით უსუფაშვილს, 2,26 %-მა - ზურაბ ჯაფარიძეს და 1,33 %-მა - კახა კუკავას.
ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა “ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.
დიდი ქალაქების საარჩევნო შედეგები ასეთია:
რუსთავი: გრიგოლ ვაშაძე - 21 775 ხმა (47.14%); სალომე ზურაბიშვილი - 11 242 ხმა (24.34%);
მცხეთა: გრიგოლ ვაშაძე - 8 939 ხმა (41.34%); სალომე ზურაბიშვილი - 7 856 ხმა (36.34%);
გორი: გრიგოლ ვაშაძე - 20 994 ხმა (42.5%); სალომე ზურაბიშვილი - 17 099 ხმა (34.61%);
ხაშური: გრიგოლ ვაშაძე - 9 125 ხმა (43.17%); სალომე ზურაბიშვილი - 7 009 ხმა (33.16%);
ზესტაფონი: გრიგოლ ვაშაძე - 9 815 ხმა (38.57%); სალომე ზურაბიშვილი - 9 041 ხმა (35.52%);
წყალტუბო: გრიგოლ ვაშაძე - 11 921 ხმა (48.2%); სალომე ზურაბიშვილი - 8 143 ხმა (32.93%);
ქუთაისი: გრიგოლ ვაშაძე - 29 585 ხმა (46.98%); სალომე ზურაბიშვილი - 18 058 ხმა (28.67%);
ზუგდიდი: გრიგოლ ვაშაძე - 23 526 ხმა (49.46%); სალომე ზურაბიშვილი - 16 129 ხმა (33.91%);
ფოთი: გრიგოლ ვაშაძე - 6 775 ხმა (39.82%); სალომე ზურაბიშვილი - 5 803 ხმა (34.11%);
ბათუმი: გრიგოლ ვაშაძე - 27 368 ხმა (44.8%); სალომე ზურაბიშვილი - 20 722 ხმა (33.92%);
ყველაზე მაღალი შედეგი გრიგოლ ვაშაძეს ქალაქ თელავში აქვს. 14 341 ხმით ვაშაძემ თელავში ამომრჩეველთა ხმების 50,12 % მიიღო. სალომე ზურაბიშვილს 9 383-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც ამომრჩევლის 32,79 %-ს შეადგენს.