ბათუმში, გრიბოედოვის ქ. #24-ში ორი მამაკაცი დაჭრეს. პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით ერთს ხელის არეში, მეორეს კი ფეხის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
გრიბოედოვის 24-ში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება მოხდა, თუმცა რა გახდა შელაპარაკების მიზეზი, მეზობლებმა არ იციან. შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია პოლიციის ლენტით. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით უცნობია, რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება.
VIDEO: "ახლოს ვერ მივედი, სისხლის მეშინია" - ბათუმში ორი მამაკაცი დაჭრეს