მე მჯერა ქართველი ხალხის, მე მათი მადლიერი ვარ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა, თეიმურაზ გორჯესტანმა განუცხადა.
კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა სალომე ზურაბიშვილის შვილმა ქეთევან გორჯესტანმა.
საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით კი, მიუხედავად ეგზიტპოლის შედეგებისა, მას მოთმინება მართებს და საბოლოო შედეგებს დაელოდება.
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და "ქართული ოცნების" ლიდერები.